bad books

წესი 1: დავცინოთ სხვა ბიბლიოფილების ბიბლიოგემოვნებას, რადგან ჩვენ უფრო მაგარ წიგნებს ვკითხულობთ. ჩვენ “ულისე” წაგვიკითხავს (ნუ, თუ არ წაგვიკითხავს, არც ესაა პრობლემა – ვიკიპედიაში გადავიკითხოთ სტატია და წიგნიც ერთხელ გადავშალოთ – რამდენი გვერდისგან შედგება და რამხელა სქოლიო ახლავს, რომ ვიცოდეთ) – ხოდა ეს უფლებას გვაძლევს, სხვა ბიბლიოფილებს (ისე, ეს სახელიც ზედმეტია მათთვის – მათ ხომ “ულისე” არ წაუკითხავთ) ზემოდან ვუყუროთ.

წესი 2: აგდებულად ვესაუბროთ წიგნების მაღაზიებს. აი, თუნდაც „წიგნები ბათუმში“-ს მესვეურებს პირდაპირ ვუთხრათ, რომ დახლზე მხოლოდ ხარა-ხურა ექნებათ (მერე, რა, რომ იქ არ ვყოფილვართ და არ გვინახავს. ხომ ისედაც ვიცით, რომ ასეა!). თუ სათანადოდ გვიპასუხეს, საუბარი სხვა თემაზე გადავუტანოთ და აგდებული ტონი არ შევარბილოთ.

წესი 3: აბუჩად ავიგდოთ ქართული თარგმანები – ჩვენ ყველა წიგნს მხოლოდ ორიგინალში ვკითხულობთ. იქვე აბუჩად ავიგდოთ ყველა მკითხველი, რომელიც ქართულ თარგმანს კითხულობს, რადგან ქართული თარგმანი აპრიორი არ ვარგა; ხოლო ქართულ თარგმანს კითხულობს მხოლოდ ის, ვინც უცხო ენას არ ფლობს, ანუ ჩვენ მათზე მაგარი ტიპები ვართ.

წესი 4: უარვყოთ ყველა პოპულარული მწერალი, რადგან ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება პირველ წესს: თუ იგივე წიგნები ვიკითხეთ, რასაც ყველა კითხულობს, მათ გემოვნებაზე მაღლა როგორღა დავდგებით?! აპრიორი უნდა გამოვრიცხოთ, რომ კარგ მწერალს შეიძლება ბევრი მკითხველი ჰყავდეს და დავუშვათ მხოლოდ ის, რომ „მასა“ კითხულობს დაბალი დონის წიგნებს. ამ მხრივ ერთ ქვაბში ჩავუშვათ კოელიო, დოჩანაშვილი, მარკესი, ლარსონი, შმიტი, ჭილაძე, როულინგი, კოლინზი და დიუმაც კი. გამონაკლისია დოსტოევსკი, რომელსაც მხოლოდ ორიგინალში ვკითხულობთ.

რულინგზე გამახსენდა წესი 5: ფენტეზი ჩვენს გემოვნებაზე დაბლა დგას. მით უმეტეს, წარმოუდგენელია ხარისხიანი ქართული ფენტეზის და ფანტასტიკის არსებობა. თუ ვინმე გვეუბნება, რომ სამამულო ფენტეზის ბაზარზე არსებობენ ხარისხიანი მწერლები, ვპასუხობთ, რომ ეს შეუძლებელია. მერე რა, რომ გვარებიც არ გაგვიგია და იროელთა ქრონიკების გადაშლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია – შეუძლებელია, ქართულმა ფენტეზიმ ივარგოს და აქ წერტილი. ლოგიკა: ჯერ უცხოური ფენტეზი რა არის და მერე ქართული…

წესი 6: მივდივართ მხოლოდ გაკვალული გზით და ვაღიარებთ მხოლოდ აღიარებულ მწერლებს (წაუგებელი პარტია ვითამაშოთ). ახალ მწერლებს არ ვკითხულობთ, რადგან ყველაფერი, რაც დასაწერი იყო, უკვე დაიწერა და ახალს კარგს ვეღარაფერს დაწერენ (იგივე შეგვიძლია ვთქვათ რეჟისორებზეც: ბერგმანის, კუროსავას, ფელინის და ტარკოვსკის შემდეგ გადასაღები აღარაფერი დარჩა, ამიტომ არ ვაღიაროთ სპილბერგი, ზემეკისი, ლარს ფონ ტრიერი, ალმადოვარი, არონოვსკი, კუსტურიცა). ბუნებრივია, იგივე წესი ვრცელდება თანამედროვე ქართველ მწერლებზეც და აკა მორჩილაძის, ტურაშვილის, ბურჭულაძის, გელაშვილის, ბექაურის ხსენებაზე მხოლოდ ქედმაღლურად ვიღიმით.

პ.ს. პოსტის შთაგონების წყაროა ფორუმ.ჯი (წიგნის ფესტივალი 2013 და სხვა თემები), ასევე სხვა ყოფითი მაგალითები.

პ.პ.ს. ჩემი განსაკუთრებული მადლობა მოლის და ლევანს, რომელთა ბიბლიორეკომენდაციებმა ბევრი ლიტერატურულ შედევრს მაზიარა, ხოლო წიგნებისადმი მათმა (ზემოთჩამოთვლილი წესებიდან დიამეტრალურად განსხვავებულმა) დამოკიდებულებამ ჩემი დამოკიდებულებაც შეცვალა 🙂

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მიუნხენში:

“დღეს რაც თბილისის ქუჩებში ხდება, არ არის ქრისტიანული და ქრისტიანობასთან ამას საერთო არაფერი აქვს. ეს უფრო რელიგიურ ექსტერმიზმს ჰგავს. ქრისტიანები ასე არ უნდა ექცეოდნენ თუნდაც ცოდვაში ჩავაედნილებს და მტრებსაც კი. განსხვავებული სექსსუალური ორიენტაციის ადამინების პრობლემა მეასეხარისხოვანია იმ ფონზე, როცა საქართველოში: ბავშვები შიმშილობენ და უწამლოდ და უსახლკაროდ არიან, როცა საზოდაგოების ნაწილი ფუფუნებაში იხრჩობა და უმრავლესობა სიღატაკის ზგვარზეა, როცა უწიგნურობა და განათლების დაბალი დონე კატასტროფულია, როცა უამრავი ძალადობაა ოჯახებში, როცა ქველმოქმედების გამკეთებელი ძალიან ცოტაა და ასე შემდეგ. რატომ ამ პრობლემებზე არ იმართება სასულიერო პირების მეთაურობით ასეთი მგზნებარე მიტინგები? მე ეს არ მომწონს, არ ვეთენხმები როგორც ქრისტიანი და როგორც მღვდელი და ვთვლი, რომ ეს არაფერს კარგს არ მოუტანს არც ეკლესიას და არც საზოგადოებას.

დეკანოზი თამაზ ლომიძე”

ესეც სტატისტიკა მათთვის, ვისი არგუმენტიცაა “იყვნენ თავისთვის, ვაა, ჩვენ რას გვახვევენ თავზე თავიან ორიენტაციას” ან “ხომ არსებობს კანონი, ქუჩაში რაღატომ გამოდიან?”:

ჰომო-ბი-ტრანსსექსუალებად იბადებიან. ინფექცია არ არის, რომ ურთიერთობით გადაგვედოს. ნუ ვიქნებით ნეო-ფაშისტები და პატივი ვცეთ ჩვენგან განსხვავაებულებს: მათაც ეკუთვნით ადგილი მზის ქვეშ!

+krakatuk reklam

ცირკის ხსენებაზე ბავშვები, წითელცხვირა კლოუნები და ცხოველები გახსენდებათ? ე.ი. თქვენც იმ კლიშეების მსხვერპლი ხართ, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაამსხვრიოთ. თბილისის ცირკს KrakatuK-ის დასი ეწვია საცირკო ელემენტებით აწყობილი ამავე სახელწოდების შოუ-პროგრამით და გპირდებით, რომ თილისში ასეთ მაღალი ხარისხის შოუ ნამდვილად არ გექნებათ ნანახი.

13404740547991

“კრაკატუკი” ჯადოსნური კაკალია, რომელმაც მარის უნდა ახსნას ჯადო. ყოველ შემთხვევაში ასე გვიამბობს ჰოფმანი “მაკნატუნაში”. მაგრამ ის, რაც საცირკო არენაზე (და ცოტა ზემოთ, ჰაერში) ხდება, ზღაპრის, საცირკო ხელოვნებისა და სპექტაკლის ფარგლებს სცდება. წარმოდგენამ შეიძლება “ალისა საოცრებათა ქვეყანაშიც” გაგახსენოთ სიურეალისტური სიუჟეტით, კუსტურიცას ფილმები – ქაოტური დინამიზმით, “ცეროდენას” მწერების სამყარო – ფსიქოდელიური კოსტიუმებით, მაგრამ ერთ ჩარჩოში ვერასგზით ჩასვამთ. “მაკნატუნადან” ამ შოუს ჩაიკოვსკის მუსიკა გამოჰყვა ნაწილობრივ (ისიც ზოგჯერ რემიქსირებული) და მსუბუქი სიუჟეტური ხაზი, თუმცა მუსიკისა და სიუჟეტის გემოვნებიან ცვლილებას მაკნატუნას ჩემნაირი თაყვანისმცემელიც კი არ გაუღიზიანებია. აღსანიშნავია, რომ როგორც სიზმარში გადახდენილ თავგადასავალს შეჰფერის, მთელ წარმოდგენას სიურეალიზმის მაგიური დამღა აზის.

ვრცლად

Posted by: Author | იანვარი 23, 2013

მომავალი შაბათის მოლოდინში

რაც თავი მახსოვს, ბალეტიც მიყვრს.
იმდენად მიყვარდა, რომ თვითონაც ხომ გამუდმებით თითის წვერებზე ვიდექი (მაშინ საკმარისად სიფრიფანა ვიყავი 🙂 ) და ტელევიზორით გადმოცემულ საბალეტო სუიტებსაც გულგრილი ვერ ვუვლიდი გვერდს. ალბათ, ბალეტის სიყვარულის შედეგი იყო ჩემი ძალიან გამართული “ასანკაც” – ერთხელ ქუჩაშიც გაგვაჩერა ტანვარჯიშის პედაგოგმა და დედას სთხოვა, ჩემს სტუდიაში უფასოდ შემოიყვანეთო. ჰოდა, ამ პატარა ასაკში რომ ვნახე რუსული მულტფილმი “მაკნატუნა“, რა გასაკვირია, მაშინვე რომ მომნუსხა. წლებთან ერთად ეს სიყვარულიც არ გამნელებია.
შემდეგ ჯერ იყო მამის მხრიდან ჩემი გატაცების უარყოფა, მერე 90-იანი წლების გაჭირვებაც და ჩემი გატაცებაც სამოყვარულო გრძნობად შემომრჩა მხოლოდ.

დღეს ჩემი 8 წლის ნათლულია ბალეტზე შეყვარებული: პუანტე–დგომის დემონსტრირებასაც ახდენს ჩვენს წინ და ტელევიზორშიც დაეძებს ჰაეროვან ბალერინებს.

გუშინ საჩუქარი გავუკეთე: სახელმწიფო საბალეტო დასი ოპერის შენობის სარემონტო სამუშაოებზე დაკეტვის გამო გრიბოედოვის თეატრში მართავს “მაკნატუნას” წარმოდგენებს და შაბათ დღისათვის ბილეთები შევიძინე. მის ასაკში ჩემთვის ეს დიდი საჩუქარი იქნებოდა. იმედია, მისთვისაც ასე იქნება!

Nutcracker_for BLOG

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ფრანგული, რუსული, ჩინური, ინდური და ესპანური თოჯინების წყვილები.
მარჯვენა ზედა კუთხეში: მარი და მაკნატუნა უფლისწული

ინფორმაცია წარმოდგენაზე: http://www.opera.ge/geo/news.php?id=1272&page=playbill&menu=news&eventdate=2013-01-26
http://info-tbilisi.com/ge/events/concert/index.php?ids=68

ბექას, ალბათ, უმრავლესობა იცნობთ. უკვე 16 წლის პროფესიონალი ჯაზ-კომპოზიტორი და პიანისტი ჯაზით 3 წლისა დაინტერესდა, როცა ჯერ ოსკარ პიტერსონით, შემდეგ ქით ჯარეტის კომპოზიციით მოიხილბლა, მოგვიანებით კი ჩიკ კორეამ სამუდამოდ მოწამლა ჯაზის სიყვარულით. 6 წლის ასაკიდანდან კლასიკურ მუსიკაში “გავარჯიშებული” 9 წლის ასაკიდან ჯაზს დაუბრუნდა. აღიარებაც, ფაქტიურად, მაშინვე მოვიდა. შემდეგ იყო კონდოლიზა რაისის და ამერიკის საელჩოს დახმარება, საცხოვრებლად გადასვლა აშშ-შ, ჯულიარდის სკოლის ჯაზის ფაკულტეტი, უამრავი საერთაშორისო კონკურსები, გამოსვლები NY-ის სახელგანთქმულ ჯაზ-კლუბებში, ჯაზის მეტრებთან ჩაწერილი ნამუშევრები და ზღვა ოვაციების. ჯაზთან მისი ურთიერთობის ამ 7 წლის განამვლობაში ის ძალიან გაიზარდა და დღეს დამფასებელიც ბევრი ჰყავს. ასე მოვიდა ქართველი ვუნდერკინდი 2012 წლის ივლისში სადებიუტო ალბომამდე სახელწოდებით, BEKA.

დისკი სააახალწლო საჩუქრად მივიღე რამდენიმე დღის წინ და ზუსტად ეს რამდენიმე დღეა, სხვას ვერაფერს ვუსმენ. იმდენად მომხიბლა, ვრცელი ანოტაციის დასაწერად დროის გამონახვა მაიძულა.

ალბომი 12 კომპოზიციისგან შედგება. აქედან, 7 ბექას დაწერილია და, მერწმუნეთ, ისეთებია, ჯაზის დიდ კორიფეებს რომ არ დაენანებათ საკუთარ რეპერტუარში შეტანა; კიდევ ორი – გია ყანჩელის დიდებული ბალადების ინტერპრეტაციაა; 2 ლენი უაიტის და 1 – სტენლი კლარკის კომპოზიციიაა – ბექას ხასიათითა და ტექნიკით -გაჟღერებული, რასაკვირველია. ალბომი ლაკონურადაა გაფორმებული შავ-თეთრი ფოტოებით: მრავალფეროვნება შიგთავსში ეძიეთო, თითქოს გვეუბნება დიზაინის ავტორი.
picture5mu
ვრცლად

Posted by: Author | იანვარი 12, 2013

ჩემი ჰედონისტური ათეული

top-10

10. გემრიელად ჭამა;

9.   ჩემი შვილის სურნელი;

8.   ინტერიერის დიზაინთან დაკავშირებული მასალების თვალიერება ;

7.   დასახული რთული მიზნის მიღწევით გამოწვეული გრძნობა;

ვრცლად

Posted by: Author | ოქტომბერი 26, 2012

Niksologia

სასწრაფო დახმარებაა საჭირო.

პატარა ელენეს ჰოდროცეფალია ჭირს ანუ ტვინის გაწყალება დამძიმებული სტადიით. ვერ ხედავს. მხოლოდ ბლელ ოთახში მკვეთრ სინათლის ანთებაზე აქვს პატარა რეაქცია, გაურბის და უცურავს თვალები. აუცილებელია მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, რომელიც 400-460 ლარამდე ჯდება, მუდმივი ვიზიტი ნეიროქირურგებთან და სხვა სახის სამედიცინო დახმარება. ოჯახისათვის ნებისმიერი სახის გვერდში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – იქნება ეს პროცენტიანი სესხი, უანგაროდ გაღებული გარკვეული თანხა თუ თუნდაც 10-20 ლარის ჩარიცხვა.

უფრო კონკრეტულად დაავადების და მკურნალობის შესახებ:

ბავშვს დაუდგინდა დენდის უიკენდის სიმპტომი. საჭიროებს ცერებრუმ კომპოზიტუმის ნემსებს. რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე ნეირორეაბილიტაციის პერმანენტულ კურსებს შეუწყვეტლივ, ექოსკოპიებს, ნეიროსონოსკოპიას, მაგნიტურ-რეზონანსულს, ენცოფოლოგრამას, მუცელზე ექოსკოპიას, რათა გაირკვეს თუ რა მდგომარეობაშია შუნტი, ექოსკოპიას თვალებზე. ბავშვი ვერ ხედავს და საჭიროებს ავასტინის ნემსებს, რათა არ ჩამოიშალოს ბადურა და სამუდამოდ არ დაკარგოს მხედველობა. ერთი ნემსის ღირებულება 440 ლარს შეადგენს. აუცილებელია მუდმივი კონსულტაციები ექიმებთან. მხედველობის შენარჩუნება და ბავშვის სრულად გამოჯანმრთელება მკურნალობით შესაძლებელია!

ამჯამად, აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისტემატიური ნეირორეაბილიტაციის კურსები, რომლის ფასიც 990 ლარია [11 დღიანი]…

View original post 63 more words

ყურსასმენებს ვიკეთებ, Monarchy of Roses-ს ვრთავ, მუსიკას ბოლო ხმაზე ვუწევ და თვალებს ვხუჭავ… მომენტალურად ახლო წარსულში ვბრუნდები: ღამეა, ღია ცის ქვეშ ვდგავარ, სოფიტების განათება, გარშემო ჩემსავით ეგზალტირებული ხალხის მასა, დიდ ეკრანზე ენტონი კიდისს ვხედავ მიკროფონთან, რომელიც ცოცხლად ასრულებს ამ მელოდიას… ისევ ის შეგრძნება, იგივე განცდა, სხეული ითხოვს რიტმებთან აყოლას, გონება ფიქრს წყვეტს…

2012 წლის 8 ოქტომბერს Red Hot Chili Peppers-ის ლაივი ამ სიმღერით გაიხსნა სტამბულში.

.     .     .     .     .

ჩემი Red Hot Chili Peppers-ით დაავადება მაინც საკმაოდ გვიან, 2006 წელს დაიწყო. დაიწყო მაშინ, როცა ჯერ Stadium Arcadium-ს მოვუსმინე მეგობრის რეკომენდაციით, შემდეგ Slow Cheetah-ს, შემდეგ ალბათ Dani California იყო, მერე მთლიანად ალბომი და მთელი არსებით ვიგრძენი, როგორი გრანდები ‘გავიცანი’, რამდენად დიდებულ სიმღერებს ვუსმენდი. არა, ბევრი ცნობილი ჰიტი თუ ნაკლებად ცნობილი კომპოზიცია აქამდეც მომწონდა, მაგრამ ალბომი Stadium Arcadium ახალი ეტაპი იყო ჩემთვის.

როკის მსმენელად არ ვთვლი საკუთარ თავს – ტოტალურად სხვა ჟანრს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლები უდაოდ Red Hot Chili Peppers-ია და თუ ვინმეს ცოცხლად ხილვა გულით მინატრია, სწორედ ეს გენიალური (ჩემთვის) ოთხეულია. მათი ჩანაწერების მოსმენისას ხშირად მიოცნებია იმ თავისუფლებაზე, რასაც მათი ცოცხალი შესრულების მოსმენა მომიტანდა. ამბობენ, სურვილი თუ დიდია, ის აუცილებლად სრულდებაო… და მეც ამიხდა!

ვრცლად

Posted by: Author | ოქტომბერი 11, 2012

ცეკვის ხასიათი

“ცეკვა მუსიკის ტაქტს აყოლილი ელასტიური მოძრაობაა ერთ ან რამოდენიმე ადამიანის შესრულებითო”, უთქვამთ. ვითომ? ალბათ არა.

ცეკვა ცხოვრებაა, ცეკვა ურთიერთობაა. ცეკვას სული და ხასიათი აქვს. და ცეკვა მხოლოდ მაშინ იქცევა სხეულის უბრალო მოძრაობად, თუკი მას თავისი მუხტი არ გააჩნია.

რა მუხტი და ხასიათი აქვთ ცეკვებს?

ვენური ვალსი ახალგაზრდა თავადიშვილების პირველი მეჯლისია. თავმომწონე ქალიშვილებისა და ფრანტების სილაღეა, ახლა რომ გადაუბიჯებიათ ბავშვობის ასაკისათვის და ზეპურ საზოგადოებაში იწონებენ საცეკვაო უნარებით თავს.

ფოქსტროტი ინგლისელ არისტოკრატთა ცეკვაა. არისტოკრატიული გულგრილობის და სიცივის მიღმა რომ ილანდება ვერჩამქრალი ცეცხლი და ტემპერამენტი. და ეს ყველაფერი ინგლისური უზადო გემოვნებითაა აღბეჭდილი.

ქუიქ სტეპს ასაკის დამღა აზის – თმაში თეთრ შეპარული, მაგრამ ისევ მგზნებარე ახალგაზრდული გულის პატრონნი სიჭაბუკეს იხსენებენ ამ ცეკვით. ეს ქუიქსტეპური “შეკუნტრუშებაც” როგორი  ანაქრონულია…

ნელი ვალსი მოპარული ცეკვაა. იგი არშემდგარი წყვილის ცეკვაა. მამაკაცისა და სხვისი ცოლის, სხვისი ქმრისა და ქალის ურთიერთობა, რომელნიც საკუთარ თავთან ბრძოლის ხარჯზე ახერხებენ მიზიდულობა განზიდულობით აქციონ.

ტანგო ევროპული თავშეკავებით ალაგმული ლათინური ცეცხლია. ტანგო თვალთმაქცობაა, გულგრილობით შენიღბული ლტოლვაა, სიძულვილით შენიღბული სიყვარულია, აგრესიით შენიღბული სინაზეა.

პასო დობლი ესპანური ტემპერამენტების ჭიდილია. ეს ცეკვა არ არის – ეს ძლიერი ინდივიდების ორთაბრძოლაა, სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლა. პასო დობლი მიტოვებული ქალის შურისძებაა, უარყოფილი მამაკაცის რისხვაა.

რუმბა ვნებას ატანილ შეყვარებულთა ურთიერთობაა, მიწიერ ლტოლვას დამორჩილებულ სხეულთა ალერსია. ეს ის აკრძალული ხილია, რომლის ნდომაც ჭკუიდან შეგშლის. რუმბაში ვნებით გათანგული სხეულები ენაზე უფრო მეტყველად ამბობენ: უნდა დავეუფლო, ის ჩემი გახდება!

სალსა და ჩა-ჩა ფლირტია. მსუბუქი, უპასუხისმგებლო, სასიამოვნო და მაცდური ფლირტი. თამაშობს კაცი, თამაშობს ქალი, თამაშობს უმიზნოდ, თამაშისათვის. იწვევს და ახელებს. ისე უბრალოდ – ცხოვრებაც ხომ თამაშია.

სამბა სარიტუალო ცეკვაა, რომელსაც წარმართული ღვთაების სადიდებლად აღავლენენ ახალგაზრდა გოგო–ბიჭები. სამბა ექსტაზში მყოფი, გახელებული სხეულის როკვაა, ყიჟინაა, კერპისადმი აღვლენილი საგალობელია. სამბა წარმართული ლოცვაა, სხეულის ენით გადმოცემული.

.     .     .     .     .

ასეთია ცეკვის ხასიათი – ჩემი პირადი იმპრესიით, რასაკვირველია. სწორედ ამ მუხტის სიძლიერით აღვიქვამ, ცეკვას ვუყურებ თუ მხოლოდ რიტმულ ჟესტიკულაციას.

Posted by: Author | ოქტომბერი 4, 2012

ჩემი ბედნიერება

ბედნიერებას, ჩემი იმპრესიით, ორი ძირითადი მახასიათებელი გააჩნია: ფასეულობრივი და აღქმადი. პირველი კრიტერიუმი ადამიანის ფასეულობების სისტემაა – ამ სისტემაში პრიორიტეტული ფასეულობები განაპირობებს ბედნიერების კონცენტრაციას. მეორე ადამიანის უნარია, იყოს ბედნიერი. ჩინური სიბრძნეა, “ისწავლე იყო ბედნიერიო” – მეც მჯერა, რომ რაც მეტად მოვინდომებთ, მით მაღალია ბედნიერების ხარისხი. დავაკონკრეტებ: ბედნიერების, და არა კმაყოფილების გრძნობის.

ორიოდე კვირის წინ დედასთან ვსაუბრობდი 90-იან დუხჭირ წლებზე, როცა უამრავმა ადამიანმა ოჯახი დატოვა, რათა მათთვის ლუკმა-პურის ფული სხვა ქვეყნებში მძიმე ფიზიკური შრომით გამოემუშავებინათ. მამა თბილისში მუშაობდა, ხშირად ფიზიკურად. პერიფერიაში ვცხოვრობდით და ხშირად ქვეითად ფარავდა სამსახურამდე ათეულზე მეტ კილომეტრს. ჩვენ, დედა და ორი პატარა ბავშვი, ნავთქურასთან ვთბებოდით, საჭმელიც გვაკლდა და ჩასაცმელიც, ფუფუნების საგნებზე ხომ საუბარიც ზედმეტია (დაახლოებით ისე, როგორც ბევრ თქვენგანს)… და მაინც – დედამ თქვა, ძალიან ბედნიერი ვიყავიო. ხშირად მიფიქრია, ხომ არ გავგიჟდი, ამ გაჭირვებაში ასეთი ბედნიერი რომ ვარო?! ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველანი გვერდით მყავდითო.

დღეს მე ოჯახი მყავს – ყველაზე ყურადღებიანი მეუღლე და ულამაზესი შვილი. დილით ჩემი პატარა ბიჭი იღვიძებს, ხითხითებს, “დილაშიდობისა”-ს გვეუბნება, ხანდახან “მიყახა”-თიც გვდებს პატივს, მე და მეუღლე – ამაყები და თვალებში სხვიჩამდგარები – ვუცქერით ხან ერთმანეთს, ხან ჩვენს მონაგარს, ვიღიმით სამივენი, ვიცინით, დადებითად ვიმუხტებით… და ასეთ დროს, ჩემი ორი უსაყვარლესი მამაკაცით გარშემორტყმულს, ქვეყანაზე არცერთი სხვა ფუფუნება აღარ მჭირდება: მე ხომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ!

პ.ს. ჩემი ბედნიერება დღეს 2 წლის გახდა.

« Newer Posts - Older Posts »

კატეგორიები