Posted by: Author | January 1, 2015

მადლობა, ორი ათას თოთხმეტო!

2014 ბრწყინვალე წელი იყო! სამი გეგმიდან 1 პროგრამა მაქსიმუმით და ორიც პროგრამა–მინიმუმით შევასრულეთ🙂

CFA-ს პირველი დონის გამოცდა პირველ გასვლაზე ჩავაბარე🙂 ფინანსისტები გამიგებენ სიახულსაც და ერთგვარ სიამაყესაც.

უფრო დიდი ბინა შევიძინეთ. გარემონტება და სახლში გადასვლა 2015-ისთვის გადავდეთ, მაგრამ 4-ოთახიანი ბინა პერსპექტივაში გაზრდილი ოჯახისათვის, თანაც მშვენიერ ფასად, 2014 წლის კარგი საჩუქარია.

მესამე გეგმა კი ჩვენი სამსულიანი ოჯახის გამრავლებას შეეხებოდა. წლის მიწურულს, 23 დეკემბერს ამაზეც დადებითი პასუხი მივიღე😀 ჰოდა, 2015-ის აგვისტოში მატებას ველოდებით.

გარდა ამისა, იყო სხვა ფინანსური თუ არაფინანსური წარმატებებიც, პატარ-პატარა სიხარულები, ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გარეშე გადატანილი 365 დღე.

მადლობა, ორი ათას თოთხმეტო! დადებითი მოვლენებით, უდაოდ, ყველაზე მეტად დატვირთული წელი იყავი.

2015-სგანაც მინდა მაქსიმუმი: ისევ სამი გეგმა, პროგრამა მინიმუმების ოფციის გარეშე.

გილოცავთ ახალ წელს! წარმატებულ 2015-ს გისურვებთ.

Chinese-2015-goat-year-vector-04


Responses

  1. აგვისტოში? ^_^ ათასჯერ უკეთესი წელი ყოფილიყოს 2015❤ რა პოზიტიური პოსტია, კიდევ გილოცავ ^_^❤

    • კი, აგვისტოში ორგზის დედა ვხდები ^_^
      დიდი მადლობა, სოფი. ძალიან დადებითი ხარ :*

  2. 2015-ის “გეგმის” პირობაზე, 2014-ის შესრულებული “მინიმუმ-მაქსიმუმები” არაფერია😀 მრავალ 2015-ისნაირ ახალ წელს! ^_^

    • დიდი მადლობა, ნათია🙂
      შენც წარმატებულ და გამორჩეულ 2015-ს გისურვებ!

  3. გადასარევი ამბავი ^_^ გილოცავ, ტაბუ )

    • მადლობა, მოლი ^_^

  4. ❤️❤️❤️❤️


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: