Posted by: Author | January 4, 2014

2013 წელი: არაბლოგერული შეჯამება

2014-chinese-horse-year-wallpaper (640x640)

ჩემო მეგობარო ბლოგერებო, ან ამ ბლოგზე შემთხვევით აღმოჩენილო მკითხველებო, 2014 წელს გილოცავთ! ნაყოფიერ, წარმატებულ, ჯანმრთლ, საინტერესო წელიწადს გისურვებთ. საკუთარ თავსაც ვუსურვებ, ბუნებრივია – მით უმეტეს, რომ სამი სერიოზული გეგმა მაქვს ამ წელიწადში ჩაფიქრებული. თითოეულ მათგანს სიამოვნებით მივუძღვნი თითო პოსტს, თუ ღმერთმა მათი ასრულება ინება.

თქვენი არ ვიცი და მე 2013-ს ნამდვილად არ ვემდური. პირველ რიგში ჩემი დიდი ხნის ოცნების ასრულება უნდა ვახსენო და მშობლებს მადლობა უნდა ვუთხრა, ცოლ-ქმრობის 33-ე წელს ჯვარი რომ იფსკვნეს🙂

უდაოდ ცალკე აღნიშვნის ღირსია სამსახურსა და ოჯახს შორის შეკოწიწებული თავისუფალი დროის ეფექტური გამოყენების შედეგად CFA-ს პირველი დონის გამოცდისათვის მომზადება. როცა 7 დეკემბრის გამოცდაზე გავდიოდი, მასალაც კარგად მქონდა ათვისებული, მისი 2/3 ამოკონსპექტებული, განმეორებული, წიგნში არსებული ტესტები ორჯერ გაკეთებული და ფორმულები დამახსოვრებული. როდის ვახერხებდი – ახლაც არ ვიცი, მაგრამ მოვახერხე და როგორიც არ უნდა იყოს გამოცდის შედეგები (პასუხებს 1 თვეში გავიგებ), საკუთარი მიზანდასახულობით მაინც კმაყოფილი ვიქნები🙂

კიდევ სახეწიგნის ანგარიში გავაუქმე (რასაც ასევე დადებით მოვლენებში ჩავწერდი), საყვარელ მეგობარს მეჯვარეობა გავუწიე ქორწილში, წლის ბოლოს პერსონალური პრემია ავიღე კარგი მუშაობისთვის და კიდევ რაღაც, რამაც 2014 წლის დიდი პერსპექტივა გადამიშალა წინ… მაგრამ ამას ვერ გაგიმხელთ – ჩემი საიდუმლო არ არის.

პრობლემებიც იყო – შვილის გართლებული ჩუტყვავილა, რომლის გამოც 3 დღით ინფექციურში ამოვყავით თავი მაისში; ისევ შვილის გაჭიანურებული სიცხეები და არეული ანალიზები ნოემბერ-დეკემბერში, რის გამოც კინაღამ 7-თვიანი თავაუღებელი მეცადინეობა წყალში ჩამეყარა და გამოცდაზე გასვლაზე უარი მათქმევინა (ესეც კინაღამ); მეგობრების და ნათესავების პრობლემები… მაგრამ ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდებაო და ამ გადასახედიდან მხოლოდ მადლობა მეთქმის 2013 წლისათვის.

2013

2014 წლის ბოლოს თქვენს ბლოგებზეც წამეკითხოს სამადლობელი პოსტები!

საუკეთესო საახალწლო სურვილებით,
ტაბუ


Responses

  1. ანუ, ღირდა შენი ფბ-დან დაკარგვა🙂

    მართალია, ძალიან დაგვაკლდი, მაგრამ შემაჯამებელ პოსტის მიხედვით, დროზე გაგვერიდე თურმე🙂

    გილოცავ ყველა მოსალოც ამბავს ერთად. შენი წარმატებები განსაკუთრებით გამიხარდა. მახსოვს, როგორ იმეორებდი, სამეცადინო მაქვს და იმდენს ვერ ვკითხულობო. ჰოდა, აშკარად გაამართლა🙂 დიმიტრის ამბები არ მომეწონა, მაგრამ რაკი ყველაფერი კარგადაა, ძველ წელს გავატანოთ.

    ბედნიერი წელი გქონოდეს, ტაბუ❤

    • მოლი, დიდი მადლობა გულთბილი და ვრცელი კომენტარისთვის. პირადად გილოცავ ახალ წელს და ისეთ 2014-ს გისურვებ, შენ რომ გაგახარებს და მოგეწონება!
      პ.ს. ფბ-ზე მეც ყველაზე მეტად თქვენ დამაკლდით, მაგრამ თქვენი ბლოგები ხომ აქ მაქვს🙂

  2. გამარჯობა, ტაბუ. გისურვებ სასურველ შედეგს CFA-ზე.🙂 მეც ვაპირებ 2014-ის დეკემბრის გამოცდისთვის მომზადებას და მინდა პირველ დედლაინამდე დავრეგისტრირდე (12 მარტი). რამდენიმე კითხვაზე თუ მიპასუხებ ძალიან დამეხმარები.🙂 1. დარეგისტრირებიდან რამდენ ხანში მოგივიდა წიგნები? 2. გადასახადს (440+620) ერთბაშად იხდი? (www.cfainstitute.org-ზე თითქოს რაღაც გრაფიკია შემოთავაზებული მაგრამ ცოტა გაურკვევლადაა ახსნილი). 3. შენ სად ჩააბარე, სად იყო უახლოესი საგამოცდო ცენტრები? წინასწარ მადლობა. წარმატებებს გისურვებ🙂

    • გამარჯობა, ფიქრია. მადლობა კეთილი სურვილებისთვის – ჩავაბარე პირველივე ცდაზე🙂
      1. მაქსიმუმ 1 კვირაში – UPS-ით გამოგზავნეს და ძალიან მალე ჩამოვიდა.
      2. მე ერთბაშად გადავიხადე. არც ვიცოდი, განვადების სისტემა თუ ჰქონდათ.
      3. დეკემბერში მხოლოდ 1 დონე ბარდება და ამკიტომ საგამოცდო ცენტრებიც შეზღუდულადაა. უახლესი ცენტრი სტამბულში იყო და იქ წავედი. ივნისის გამოცდა სომხეთში, აზერბაიჯანში და უკრაინაშიც ბარდება. საიტზე შეგიძლია მოიძიო ეს ინფორმაცია რეგისტრაციის დროს.

      • გილოცავ და წარმატებებს გისურვებ…🙂 მადლობა ინფორმაციისთვის

  3. პირველად ვარ ამ ბლოგზე და ამ პოსტს გადავაწყდი.
    ახალი წელი რომ მოგილოცო, ცოტა არ იყოს და, დაგვიანებულია.
    ამიტომაც გისურვებ გეგმების განხორციელებას.
    და შვილის პრობლემებიდან გამომდინარე, ჯანმრთელობას.
    აბა შენ იცი.

    • დიდი მადლობა, ქეთი🙂 მადლობა კეთილი სურვილებისა და ბლოგზე სტუმრობისათვის. გეგმებს მივყვებით და, იმედია, 2014 წელს კიდევ უკეთესი პოსტით დავხურავ🙂

      • კი, მეც ზუსტად მაგას გისურვებ🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: