Posted by: Author | November 21, 2013

ცეცხლის ალში: პირველი რეპორტაჟი კინოთეატრიდან

თუ თქვენც ელოდით “შიმშილის თამშების” მეორე წიგნის ეკრანიზაციას, დღეს, ამერიკულ პრემიერამდე 1 დღით ადრე, უკვე შეგიძლიათ კინოთეატრებში უყუროთ მას. მე შვებულებით გამოთავისუფლებული დროის გამო იმ მცირერიცხოვან მაყურებელთა რიცხვში აღმოვჩნდი, ვინც დილით პირველივე კინოჩვენებას დაესწრო და ახლა თქვენთან სურს შთაბეჭდილებების გაზიარება.

ფილმმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა და გაცილებით აჯობა წინამორბედს – რეჟისორის შეცვლამ გაამართლა, ფრენსის ლოურენსმა ხუთიანზე გაართვა თავი დავალებას. 2 სთ და 20 წთ-აინი ქრონომეტრაჟი შესანიშნავად იყო დაბალანსებული მძაფრი და ემოციური სცენებით, ზოგიერთ სცენაზე სიცილის ტალღამაც კი გადაგვიარა დარბაზს. სიუჟეტიც უფრო შეკრული და თანმიმდევრული იყო, ვიდრე პირველ ფილმში. ფაქტობრივად არ დაიკარგა არცერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალი თუ სცენა. სპეცეფექტები ცალკე აღნიშვნის ღირსია – მასობრივი, შთამბეჭდავი, ეფექტური. კარგად იყოს შერჩეული მსახიობთა ტიპაჟები. კოსტუმები, მაკიაჟი, გრიმი და ასე განსაჯეთ მსახიობების თამაშიც კი უფრო მაღალ დონეზე იყო, ვიდრე პირველ “შიმშილის თამაშებში”.

ჰოდა თუ თქვენც ჩემსავით “იბინძურებთ” გემოვნებას ჰოლივუდური პროდუქციით, სავარაუდოდ, ეს ფილმიც მოგეწონებათ. უდაოდ ხარისხიანი “ექშენია”.


Responses

  1. მეც მინდა ნახვა.

    წავიღეს ეს პოსტი ჩვენთან.

    • ნახე, მოლი. მგონია, რომ მოგეწონება🙂

  2. ვაუ, როგორ გამიხარდა, რომ მოგეწონა!
    ზუსტად მეორე ნაწილის ნახვა მინდოდა დიდ ეკრანზე და აუცილებლად ვნახავ❤

    • კი, თამარა, დიდ ეკრანზე სანახავი ფილმია🙂
      მე ნამდვილად მომეწონა და იმედია, თქვენც არ შეგიქმნით გადაჭარბებულ მოლოდინებს🙂

  3. პირველი ნაწილიც არ იყო ცუდი, მაგრამ სულ ცოტა რაღაც მაინც დამაკლდა🙂 მეორესაც აუცილებლად ვნახავ🙂

    • მე ცოტაზე მეტიც დამაკლდა პირველ ფილმზე… აი, რაღაც მარილი, ბალანსი, ტიპაჟები, ზოგჯერ კოსტუმები, ზოგჯერ კადრების ცვლა, დინამიურობა… ცოტ-ცოტა, მაგრამ ჯამში უკმარისობის განცდა მქონდა. ასეთი შეგრძნებით დღეს ნამდვილად აღარ გამოვსულვარ კინოთეატრიდან🙂

  4. გეთანხმები ნიინ, მეორე ნაწილი ბევრად საინტერესო, ბევრად ხარისხიანი და ბევრად შეკრული იყო..პირველ ნაწილში წიგნიდან ისეთი დეტალები იყო ამოღებული თითქოს სიუჟეტი დაიკარგა, აქ ყველაფერი იდეალურად იყო,მე ძალიან ვისიამოვნე..მოლოდინი ნამდვილად გაამართლა:)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: