Posted by: Author | April 7, 2013

შოუ, რომელიც უნდა ვნახოთ, სანამ 21 აპრილს ჩაუვლია: KrakatuK თბილისის ცირკში

+krakatuk reklam

ცირკის ხსენებაზე ბავშვები, წითელცხვირა კლოუნები და ცხოველები გახსენდებათ? ე.ი. თქვენც იმ კლიშეების მსხვერპლი ხართ, რომელიც სასწრაფოდ უნდა დაამსხვრიოთ. თბილისის ცირკს KrakatuK-ის დასი ეწვია საცირკო ელემენტებით აწყობილი ამავე სახელწოდების შოუ-პროგრამით და გპირდებით, რომ თილისში ასეთ მაღალი ხარისხის შოუ ნამდვილად არ გექნებათ ნანახი.

13404740547991

“კრაკატუკი” ჯადოსნური კაკალია, რომელმაც მარის უნდა ახსნას ჯადო. ყოველ შემთხვევაში ასე გვიამბობს ჰოფმანი “მაკნატუნაში”. მაგრამ ის, რაც საცირკო არენაზე (და ცოტა ზემოთ, ჰაერში) ხდება, ზღაპრის, საცირკო ხელოვნებისა და სპექტაკლის ფარგლებს სცდება. წარმოდგენამ შეიძლება “ალისა საოცრებათა ქვეყანაშიც” გაგახსენოთ სიურეალისტური სიუჟეტით, კუსტურიცას ფილმები – ქაოტური დინამიზმით, “ცეროდენას” მწერების სამყარო – ფსიქოდელიური კოსტიუმებით, მაგრამ ერთ ჩარჩოში ვერასგზით ჩასვამთ. “მაკნატუნადან” ამ შოუს ჩაიკოვსკის მუსიკა გამოჰყვა ნაწილობრივ (ისიც ზოგჯერ რემიქსირებული) და მსუბუქი სიუჟეტური ხაზი, თუმცა მუსიკისა და სიუჟეტის გემოვნებიან ცვლილებას მაკნატუნას ჩემნაირი თაყვანისმცემელიც კი არ გაუღიზიანებია. აღსანიშნავია, რომ როგორც სიზმარში გადახდენილ თავგადასავალს შეჰფერის, მთელ წარმოდგენას სიურეალიზმის მაგიური დამღა აზის.

+1234860927

ამ წარმოდგენაში თქვენ იხილავთ ჟონგლიორებსა და ილუზიონისტურ ნომერსაც, ნამდვილად სასაცილო კლოუნადას განსხვავებული კლოუნების შესრულებით, ლამაზ საცეკვაო ილეთებს და აკრობატული ნომრების მთელ წყებას: ბატუტზე ხტომას, ლახტს, რგოლებს, ოჩოფეხებს, გიგანტურ სამაშველო რგოლებს, საქანელებს, თოკებზე შესრულებული ლამაზი ნომრების მთელ კასკადს.  პარალელური ნომრები არენაზე და ჰაერში, ორიგინალური პროექციები, პიროტექნიკა, ხელოვნური თოვლი, ქაფის ზღვა, ნისლი და ბუშტები, განათებისა და ხმის ეფეტები ნომრების ლამაზ შესრულებას კიდევ უფრო ჯადოსნურ საბურველში ახვევს.

+355728086

00a3ba90ec6bf2caf47a58a823808c00_01

+krakatuk-60(1)

უფროსები უთუოდ დააფასებთ გროტესკსა და იუმორს, გამოვნებით გაზავებულს ხან რომანტიკულ, ხანაც საშიშ და დაძაბულ სიუჟეტში. პატარებს კი ლამაზ სანახაობაზე არანაკლებ ინტერაქტიულობა, მსახიობებთან კონტაქტი და ქაფის ზღვაში თავის ამოყოფა მოხიბლავთ.

image8670130

ბოლოს აუცილებლად უნდა შევეხო ვიზუალურ მხარეს – მომხიბვლელი, შემზარავი, ზოგი სტანდარტული და ზოგიც ორიგინალური კოსტუმების ნამდვილი კარნავალია არენაზე, ინსტალაციებში გამოყენებული დეკორაციები კი 100 ტონას იწონის თურმე. ფერთა და ხასიათების ამ კალეიდოსკოპში შეიძლება დაგავიწყდეთ კიდეც, ცირკს რომ უყურებთ და არა თეატრალურ პერფომანსს.

32fae013df880403c52730c513462577095b2c99_660

თუკი თქვენ, 21-ე საუკუნის შვილებს, კინო სპეცეფექტებით განებივრებულ თაობას არ დაგიკარგავთ ცოცხალი წარმოდგენებისადმი ინტერესი, მაშინ არ გაუშვათ ხელიდან შანსი, იხილოთ მსოფლიოს 10 საუკეთესო საცირკო წარმოდგენაში შესული შოუ “კრაკატუკი”.


Responses

  1. ვაიმე, მინდა წასვლა🙂 დამაინტერესე და მომანდომე, ტაბუ🙂

    • გირჩევ, მოლი. ყველა ჩემს მეგობარს გულწრფელად ვურჩევ, არ გამოტოვონ ეს წარმოდგენა🙂

  2. ვაპირებდი ჩემი ბიჭების წაყვანას, ახლა აუცილებლად წავალთ.

    • რამხელები არიან? 3 წელზე ნაკლები ლაბათ ვერ გაიგებს. 4 წლიდან ზემოთ კარგად ჩერდებიან ბავშვები

      • ორის და ხუთის,

      • 5 წლის წაიყვანე აუცილებლად🙂 2-ისა როგორ გაგიჩერდება, არ ვიცი – მუსიკალური გაფორმებაც ხმამაღალია, ხან ეს მთავარი გმირიც ხმამაღლა კივის და შეიძლება შეეშინდეს უმცროსს


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: