Posted by: Author | January 23, 2013

მომავალი შაბათის მოლოდინში

რაც თავი მახსოვს, ბალეტიც მიყვრს.
იმდენად მიყვარდა, რომ თვითონაც ხომ გამუდმებით თითის წვერებზე ვიდექი (მაშინ საკმარისად სიფრიფანა ვიყავი🙂 ) და ტელევიზორით გადმოცემულ საბალეტო სუიტებსაც გულგრილი ვერ ვუვლიდი გვერდს. ალბათ, ბალეტის სიყვარულის შედეგი იყო ჩემი ძალიან გამართული “ასანკაც” – ერთხელ ქუჩაშიც გაგვაჩერა ტანვარჯიშის პედაგოგმა და დედას სთხოვა, ჩემს სტუდიაში უფასოდ შემოიყვანეთო. ჰოდა, ამ პატარა ასაკში რომ ვნახე რუსული მულტფილმი “მაკნატუნა“, რა გასაკვირია, მაშინვე რომ მომნუსხა. წლებთან ერთად ეს სიყვარულიც არ გამნელებია.
შემდეგ ჯერ იყო მამის მხრიდან ჩემი გატაცების უარყოფა, მერე 90-იანი წლების გაჭირვებაც და ჩემი გატაცებაც სამოყვარულო გრძნობად შემომრჩა მხოლოდ.

დღეს ჩემი 8 წლის ნათლულია ბალეტზე შეყვარებული: პუანტე–დგომის დემონსტრირებასაც ახდენს ჩვენს წინ და ტელევიზორშიც დაეძებს ჰაეროვან ბალერინებს.

გუშინ საჩუქარი გავუკეთე: სახელმწიფო საბალეტო დასი ოპერის შენობის სარემონტო სამუშაოებზე დაკეტვის გამო გრიბოედოვის თეატრში მართავს “მაკნატუნას” წარმოდგენებს და შაბათ დღისათვის ბილეთები შევიძინე. მის ასაკში ჩემთვის ეს დიდი საჩუქარი იქნებოდა. იმედია, მისთვისაც ასე იქნება!

Nutcracker_for BLOG

ფოტოზე მარცხნიდან მარჯვნივ: ფრანგული, რუსული, ჩინური, ინდური და ესპანური თოჯინების წყვილები.
მარჯვენა ზედა კუთხეში: მარი და მაკნატუნა უფლისწული

ინფორმაცია წარმოდგენაზე: http://www.opera.ge/geo/news.php?id=1272&page=playbill&menu=news&eventdate=2013-01-26
http://info-tbilisi.com/ge/events/concert/index.php?ids=68


Responses

  1. ორივე ხელით გეთანხმები – ოპერას ბალეტი სჯობს. არ მღერიან მაინც და წაუძინებ რამე რო იყოს.🙂

    • :))))))))))))

      • სოსიკო ოპერის თეატრშია, ორკესტრში ზის მებარაბანეთ.
        ამიტომ მეტსახლად «ბარაბანშჩიკს» ეძახდნენ.
        ეს სოსიკო ილიასთანაც შელაზღანდარებული იყო, ილიას უყვარდა ასეთი ტიპები.
        აი ეს სოსიკო ეუბნება ერთხელ ილიას:
        _ ილია, დღეს საღამოს ოპერაში მობრძანდით, «ტრავიატას» თამაშობენ, გამოჩენილ იტალიელ მომღერლებს მოისმენთ.
        _ კარგი, სოსიკო, წამოვალ, მხოლოდ ერთი პირობით კი: სიტყვა მომეცი, ამისრულო, რაც დაგავალო.
        _ ბატონი ბრძანდებით, თქვენი ყურმოჭრილი ყმა ვიყო.
        _ მაშ აბა, როცა ორკესტრი მიწყნარდება და მომღერალი ქალი, უმაღლეს პათე-ტიურ ადგილას, სიმღერის ეშხში რომ შევა, შენ რაც ძალი და ღონე გქონდეს, ბარაბანს დაჰკა მაგრად.

        ილიამ, მართლაც, აიღო ბილეთი და პარტერის პირველ რიგში გამოიჭიმა. გადაიხედა

        ორკესტრში: სოსიკო მხიარულად ზის შლიაპა კეფაზე გადაგდებული, _
        ეს მისი მუდმივი ჩვეულება იყო. დაიწყო წარმოდგენა. აგერ მოახლოვდა ის დროც,
        როდესაც მომაკვდავი ვიოლეტა სულწარკვეთილი ნაზის ხმით ესალმება სიცოცხლეს,

        ორკესტრი ჩუმის, ნელის ხმით უკრავს, თეატრი სულგანაბული ისმენს
        გულწარმტაცს სიმღერას. უცბად რაღაცა საშინელი ბრახუნი გაისმა, იტყოდით, მეხი დაეცა თეატრსაო, ყველანი შეკრთნენ, შედგა ჩოჩქოლი.
        მომღერალმა შესწყვიტა თავისი სიმღერა.
        რა მოხდა?
        ბევრი არაფერი:
        სოსიკომ თავისი დაპირება შეასრულა

        და ბარაბანს დანიშნულ დროს ურტყა რაც ძალი და ღონე ჰქონდა.
        ორკესტრის დირიჟორად იმ დროს იყო გამოჩენილი იტალიელი მაესტრო
        ტრუფფი, კინაღამ გადირია სოსიკოს ასეთი საქციელით. «საკრამენტო»-ვო, მიაძახა და გაქანდა სოსიკოსაკენ, თითქოს გაგლეჯას უპირებსო. მაგრამ სოსიკო უკვე ქუჩაში იყო და არხეინი ღიღინით სახლში მიდიოდა, კმაყოფილი რომ ასეთი საგმირო საქმე ჩაიდინა და
        ხვალ ქალაქი ამაზე დაიწყებს ლაპარაკს.
        ილიაც შინ მოდიოდა ნასიამოვნები, რასაკვირველია, არა მუსიკით, არამედ სოსიკოს ოინით.

      • პოსტზე უფრო საინტერესო კომენტარი რომ იქნება, ესაა საქმე?🙂
        მადლობა, ლორდ. გავხალისდი ამ დატვირთულ პარასკევ დღეს🙂

    • ლორდი – ტროლინგის მამა🙂

      • ჩემს ბლოგს მხოლოდ ორი მუდმივი სტუმარი ჰყავს, მაგრამ ორივე ისეთი საპატიო და სასურველი…🙂

      • ჩემს ბლოგსაც ჰყავს ორი მუდმივი და სასურველი სტუმარი – ტაბუ და ვეიდერი🙂

      • ვეიდერზე ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ мне то ты льстишь🙂

      • არც მიფიქრია🙂 სრული სიმართლეა🙂

      • ჩემთვის მეტისმეტად დიდი პატივია, მოლის ბლოგზე სტუმრის განსაკუთრებული სტატუსით ვსარგებლობდე :blush:

  2. © იაკობ მანსვეტაშვილი

  3. კომენტარიც მომეწონა და პოსტიც :ბალეტისმოყვარული:

    • ეჰ, ისე გამიცრუა იმედები ამ წარმოდგენამ…
      ინდურ ცეკვაზე სამაია იცეკვეს, ესპანური და რუსული ცეკვები წყვილის მაგივრად სამეულებმა შეასრულა, მარის მთავარი პარტიები შაქარყინულის ფერიამ წაართვა და გრძელი შანდლებით ხელში ბალერონებიც არ ცეკვავდნენ ფონზე. მუსიკაც ჩანაწერი იყო – უკაცრავად, მაგრამ ცოცხალ ორკესტრს ვერ დაგისვამთ გრიბოედოვის თეატრის დარბაზშიო… აი, ასე.
      ერთი სოსიკო მისწრება იქნებოდა იქაც😀

      • აუჰ :((( ეს რა მოსვლიათ :(((

        შენ ის გემახსოვრება, მარის პარტიას ნინო რომ ცეკვავდა. სტუდენტი ვიყავი მაშინ და დარბაზში, კიბეებზე ვიჯექი, ბილეთი არ მქონდა🙂

      • მახსოვს, მოლი. მგონი, დამამთავრებელ კლასებში ვიყავი მაშინ, ფული არც მე მქონდა და შორიდან ვყლაპავდი ნერწყვს. თუმცა რამოდენიმე წლის დაგვიანებით მაინც ვიხილე ნინო მარის როლში (ჯულიეტას როლშიც არაჩვეულებრივი იყო). პირველ მაკნატუნაზე კი საკუთარი სტიპენდიით წავედი – როგორი გემრიელი იყოოო!🙂

      • საკუთარი სტიპენდიით ნაყიდ ბილეთს სულ სხვა ეშხი აქვს🙂

      • თან რა სტიპენდიები გვქონდა, მოლი – ახლანდელ სტუდენტებს სასაცილოდ არ ეყოფათ🙂 მაგრამ რაც იყო, ჩვენი გამომუშავებული იყო და ამდენად, ტკბილი🙂

      • 16 ლარი თვეში🙂 თსუ იურიდიული ფაკულტეტის ფრიადოსნის სტიპენდია. ფრიადოსნის რა, ერთ ოთხიანზე სულ აღარ იყო ჩემ დროს…

      • ანალოგიურად ეკონომიკის ფაკულტეტზე🙂

  4. ეკონომისტებს რად უნდათ დიდი სტიპენდია? ფულის ყადრი უნდა ისწავლონ და ეკონომია🙂
    იურისტებსაც არ ჭირდებათ. გაიზრდებიან და ფულის ორმოში აღმოჩნდებიან ისედაც.

    სტიპენდია სჭირდება მშერ ფილოლოგებს, ფიზიკოსებს, არქეოლოგებს და ძმათა და დათა მათთა.

    • Экономика должна быть экономна, ხომ?🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: