Posted by: Author | October 11, 2012

ცეკვის ხასიათი

“ცეკვა მუსიკის ტაქტს აყოლილი ელასტიური მოძრაობაა ერთ ან რამოდენიმე ადამიანის შესრულებითო”, უთქვამთ. ვითომ? ალბათ არა.

ცეკვა ცხოვრებაა, ცეკვა ურთიერთობაა. ცეკვას სული და ხასიათი აქვს. და ცეკვა მხოლოდ მაშინ იქცევა სხეულის უბრალო მოძრაობად, თუკი მას თავისი მუხტი არ გააჩნია.

რა მუხტი და ხასიათი აქვთ ცეკვებს?

ვენური ვალსი ახალგაზრდა თავადიშვილების პირველი მეჯლისია. თავმომწონე ქალიშვილებისა და ფრანტების სილაღეა, ახლა რომ გადაუბიჯებიათ ბავშვობის ასაკისათვის და ზეპურ საზოგადოებაში იწონებენ საცეკვაო უნარებით თავს.

ფოქსტროტი ინგლისელ არისტოკრატთა ცეკვაა. არისტოკრატიული გულგრილობის და სიცივის მიღმა რომ ილანდება ვერჩამქრალი ცეცხლი და ტემპერამენტი. და ეს ყველაფერი ინგლისური უზადო გემოვნებითაა აღბეჭდილი.

ქუიქ სტეპს ასაკის დამღა აზის – თმაში თეთრ შეპარული, მაგრამ ისევ მგზნებარე ახალგაზრდული გულის პატრონნი სიჭაბუკეს იხსენებენ ამ ცეკვით. ეს ქუიქსტეპური “შეკუნტრუშებაც” როგორი  ანაქრონულია…

ნელი ვალსი მოპარული ცეკვაა. იგი არშემდგარი წყვილის ცეკვაა. მამაკაცისა და სხვისი ცოლის, სხვისი ქმრისა და ქალის ურთიერთობა, რომელნიც საკუთარ თავთან ბრძოლის ხარჯზე ახერხებენ მიზიდულობა განზიდულობით აქციონ.

ტანგო ევროპული თავშეკავებით ალაგმული ლათინური ცეცხლია. ტანგო თვალთმაქცობაა, გულგრილობით შენიღბული ლტოლვაა, სიძულვილით შენიღბული სიყვარულია, აგრესიით შენიღბული სინაზეა.

პასო დობლი ესპანური ტემპერამენტების ჭიდილია. ეს ცეკვა არ არის – ეს ძლიერი ინდივიდების ორთაბრძოლაა, სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლა. პასო დობლი მიტოვებული ქალის შურისძებაა, უარყოფილი მამაკაცის რისხვაა.

რუმბა ვნებას ატანილ შეყვარებულთა ურთიერთობაა, მიწიერ ლტოლვას დამორჩილებულ სხეულთა ალერსია. ეს ის აკრძალული ხილია, რომლის ნდომაც ჭკუიდან შეგშლის. რუმბაში ვნებით გათანგული სხეულები ენაზე უფრო მეტყველად ამბობენ: უნდა დავეუფლო, ის ჩემი გახდება!

სალსა და ჩა-ჩა ფლირტია. მსუბუქი, უპასუხისმგებლო, სასიამოვნო და მაცდური ფლირტი. თამაშობს კაცი, თამაშობს ქალი, თამაშობს უმიზნოდ, თამაშისათვის. იწვევს და ახელებს. ისე უბრალოდ – ცხოვრებაც ხომ თამაშია.

სამბა სარიტუალო ცეკვაა, რომელსაც წარმართული ღვთაების სადიდებლად აღავლენენ ახალგაზრდა გოგო–ბიჭები. სამბა ექსტაზში მყოფი, გახელებული სხეულის როკვაა, ყიჟინაა, კერპისადმი აღვლენილი საგალობელია. სამბა წარმართული ლოცვაა, სხეულის ენით გადმოცემული.

.     .     .     .     .

ასეთია ცეკვის ხასიათი – ჩემი პირადი იმპრესიით, რასაკვირველია. სწორედ ამ მუხტის სიძლიერით აღვიქვამ, ცეკვას ვუყურებ თუ მხოლოდ რიტმულ ჟესტიკულაციას.


Responses

  1. შენი პირადი იმპრესია ჩემსასაც ემთხვევა. ყველაზე მეტად მე ტანგო და რუმბა მიყვარს. ვნებიანი, ცეცხლოვანი, სექსუალური..

    • პირველ რიგში, კეთილი იყოს შენი პსოტი ჩემს ბლოგზე🙂
      რუმბა ჩემი უდავო ფავორიტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა პროფესიონალები ასრულებენ და ცეკვაში მთელ გულს დებენ.
      რა დასამალია და ამჯერად სალომე ჭაჭუას მორიგმა რუმბამ მიბიძგა ამ პოსტის დაწერისაკენ🙂

      • კეთილი იყოს ჩემი მაუსი და კლავიატურა :)))
        კი , მეც სალომე ჭაჭუა გამახსენდა რუმბაზე. უდავოდ საუკეთესოდ ასრულებს …

  2. tabu didi madlobaa, ver warmoidgen rogor gamisworda exla am postis wakitxva, sul ragac ramdenime wutis win vcdilobdi megobristvis amexsna am cekvebisadmi chemi sikvaruli, amaze uketes sityvebs verasdros movifikrebdi. madloba, madloba, madlobaa :*

    • კარგი, ელიჩკა, ნუ იცი ხოლმე შენ გადაჭარბება, როცა საქმე მე მეხება🙂
      მიყვარხარ❤


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: