Posted by: Author | October 4, 2012

ჩემი ბედნიერება

ბედნიერებას, ჩემი იმპრესიით, ორი ძირითადი მახასიათებელი გააჩნია: ფასეულობრივი და აღქმადი. პირველი კრიტერიუმი ადამიანის ფასეულობების სისტემაა – ამ სისტემაში პრიორიტეტული ფასეულობები განაპირობებს ბედნიერების კონცენტრაციას. მეორე ადამიანის უნარია, იყოს ბედნიერი. ჩინური სიბრძნეა, “ისწავლე იყო ბედნიერიო” – მეც მჯერა, რომ რაც მეტად მოვინდომებთ, მით მაღალია ბედნიერების ხარისხი. დავაკონკრეტებ: ბედნიერების, და არა კმაყოფილების გრძნობის.

ორიოდე კვირის წინ დედასთან ვსაუბრობდი 90-იან დუხჭირ წლებზე, როცა უამრავმა ადამიანმა ოჯახი დატოვა, რათა მათთვის ლუკმა-პურის ფული სხვა ქვეყნებში მძიმე ფიზიკური შრომით გამოემუშავებინათ. მამა თბილისში მუშაობდა, ხშირად ფიზიკურად. პერიფერიაში ვცხოვრობდით და ხშირად ქვეითად ფარავდა სამსახურამდე ათეულზე მეტ კილომეტრს. ჩვენ, დედა და ორი პატარა ბავშვი, ნავთქურასთან ვთბებოდით, საჭმელიც გვაკლდა და ჩასაცმელიც, ფუფუნების საგნებზე ხომ საუბარიც ზედმეტია (დაახლოებით ისე, როგორც ბევრ თქვენგანს)… და მაინც – დედამ თქვა, ძალიან ბედნიერი ვიყავიო. ხშირად მიფიქრია, ხომ არ გავგიჟდი, ამ გაჭირვებაში ასეთი ბედნიერი რომ ვარო?! ბედნიერი ვიყავი, რადგან ყველანი გვერდით მყავდითო.

დღეს მე ოჯახი მყავს – ყველაზე ყურადღებიანი მეუღლე და ულამაზესი შვილი. დილით ჩემი პატარა ბიჭი იღვიძებს, ხითხითებს, “დილაშიდობისა”-ს გვეუბნება, ხანდახან “მიყახა”-თიც გვდებს პატივს, მე და მეუღლე – ამაყები და თვალებში სხვიჩამდგარები – ვუცქერით ხან ერთმანეთს, ხან ჩვენს მონაგარს, ვიღიმით სამივენი, ვიცინით, დადებითად ვიმუხტებით… და ასეთ დროს, ჩემი ორი უსაყვარლესი მამაკაცით გარშემორტყმულს, ქვეყანაზე არცერთი სხვა ფუფუნება აღარ მჭირდება: მე ხომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ!

პ.ს. ჩემი ბედნიერება დღეს 2 წლის გახდა.


Responses

  1. Zalian miyvarxart chemo meurlev da chemo shvilo

  2. თვალები სად ჯანდაბაში მქონდა და ეს პოსტი როგორ გამომრჩა😦

    უსაყვარლესი ბაია გყავს, ტაბუ. ღმერთმა ჯანმრთელი, გახარებული, ბედნიერი და საამაყო შვილი გაგიზარდოს.

    • დიდიდ მადლობა, მოლი🙂 მადლობა თბილი სიტყვებისა და ემოციური სურვილებისთვის :*

  3. idealuri ojaxis ert-erti ubrwyinvalesi magaliti. chemtvis tqveni kureba erti didi bednierebaa. sul ase kopilikavit bolomde, mikvarxart uzomod :* :*

    • დიდი მადლობა, საყვარელო :*


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: