Posted by: Author | September 29, 2012

მე და შენ ვაშენებთ სამოქალაქო საზოგადოებას

მე და შენ გვინდა უკეთესი საქართველო. მე და შენ უნდა ავაშენოთ უკეთესი საქართველო – სწორედ მე და შენ!

ჩვენ გვინდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ამისათვის გარდაქმნა საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ, ყველაზე მარტივიდან – მორალური პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებიდან. სანამ პასუხისმგებელის საკუთარ თავში ძიებას და საკუთარი თავისაგან მხოლოდ კანონიერი ვალდებულებების მოთხოვნით შემოვიფარგლებით, მე და შენ მუდამ ისეთი ქვეყნებზე ოცნებაში ვიქნებით, სადაც ჩვენზე მეტი სამოქალაქო შეგნების ადამიანები ცხოვრობენ. მოდი, მე და შენ ავაშენოთ სამოქალაქო საზოგადოება – დღეს არჩევნებზე წავიდეთ, ხვალ ნაგავს ნუ დავყრით ძირს, ზეგ საჭესთან მსხდომებმა სხვისი ჩართული მაშუქის დანახვისას გზა დავუთოთ, მაზეგ ქვეითად გზის გადაკვეთისას ზებრა ან შუქნიშანი მოვძებნოთ… მაგრამ დღეს ყველაზე მარტივით დავიწყოთ – ნუ დაგვეზარება და 1 ოტომბერს 1 საათი გამოვნახოთ ჩემი და შენი, როგორც მოქალაქის მორალური ვალდებულების აღსრულებისათვის: წავიდეთ არჩევნებზე! რადგან თუ არ წავალთ არჩევნებზე, არც იმის მორალური უფლება გვექნება, სხვის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჩვენი უფლებების დაცვა მოვთხოვოთ. და არც იმის უფლება – სხვების მიერ აშენებულ სამოქალაქო საზოგადოებაში საკუთარი ადგილი დავინახოთ.

ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, მოგვწონდეს ნებისმიერი პოლიტიკური ძალა. ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, არ მოგვწონდეს არცერთი პოლიტიკური ძალა. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, არ წავიდეთ არჩევნებზე.

დავიწყოთ საკუთარი თავით: ჩემთვის, შენთვის, ოჯახის წევრებისთვის, შვილებისთვის, მეგობრებისთვის, ჩვენი თუ არა, მათი უკეთესი ცხოვრებისათვის საკუთარ თავს ოთხ წელიწადში ერთხელ ერთი საათი გამოვთხოვოთ.

მე შენთვის მივდივარ არჩევნებზე, შენ ჩემთვის წამოდი! მე საკუთარ თავში გარდაქმნისათვის, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების სწავლისათვის, ჩემი შვილის უკეთესი მომავლისათვის, სამოქალაქო საზოგადოების შენებაში საკუთარი აგურის დადებისათვის, ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის, დემოკრატიული ფასეულობებისათვის მივდივარ არჩევნებზე. და შენ?


Responses

  1. Great!

    თითოეულ სიტყვას ხელს ვაწერ.

    სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა ზუსტად ასეთი “წვრილმანებით” იწყება (არადა, არ არის წვრილმანი, კარგად რომ დაუკვირდე). თუმცა, ამაზე ახლა არავინ საუბრობს😦

    ძალიან კარგია, თაბუ. რაც მთავარია, დროული და აქტუალური.

    • ნეტავ, მართლა “წვრილმანი” იყოს ეს ყველაფერი. და ნეტავ, პოლიტიკური შეხედულებების გამო არ ვჭამდეთ ერთმანეთს (საზოგადოებაზე მაქვს საუბარი)🙂
      მინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება გვქონდეს და ვიცი, რომ ეს საკუთარი თავით უნდა დავიწყო. საკუთარი თავებიდან უნდა დავიწყოთ ყველამ გარდაქმნა.
      მადლობა სტუმრობისა და კომენტარისათვის, მოლი

  2. ყველა პუნქტში გეთანხმები!!! მოქალაქეობრივი თვითშეგნება სანამ არ იქნება, ქვეყანა ვერ შედგება

    • ასეა, ნამდვილად.
      იქნებ, საკუთარი მნიშვნელობის შემეცნებით უნდა დავიწყოთ – ამ მნიშვნელობის შეგრძნებას მოჰყვება ალბათ ამ თვითშეგნების ზრდაც და მორალური პასუხისმგებლობის აღებაც.

      • ეგ ერთმანეთს მოსდევს და მოიზარებს კიდეც, მართალია

  3. […] მე ვეთანხმები და მთლიანად ვიზიარებ თაბუს აზრს. გაუზიარეShare on Tumblr Pin ItLike this:LikeBe the first to like this. Posted in […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: