Posted by: Author | March 11, 2012

სტანდარტი არასტანდარტულ რითმში

(1) მარცხენა ფეხით ნაბიჯი უკან, (2) მარჯვენა ფეხით ნაბიჯი უკან და მარჯვნივ, (3) მარცხენა ფეხის მიდგმა, (1) მარჯვენა ფეხით ნაბიჯი წინ, (2) მარცხენა ფეხით ნაბიჯი წინ და მარცხნივ, (3) მარჯვენა ფეხის მიდგმა. ეს ვალსის სტანდარტული ილეთია და იგი სამ თვლაზე აწყობილი. ვალსის (როგორც მუსიკალური ჟანრის) რიტმი ხომ ტაქტში 3 დარტყმაა, ანუ 3/4.

ყურისათვის ყველაზე ადვილად აღსაქმელი წყვილი რიტმებია: 2/4 და 4/4. ამ რიტმზე აწყობილი მელოდიათა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელ ჟანრშიც გინდათ… თუმცა არცთუ იშვიათად ადგილი აქვს “გამონათებებსაც”. ასე მაგალითად, 5/4 და 5/8 რიტმშია შესრულებული: შოპენის, რიმსკი-კორსაკოვის, ჩაიკოვსკის, რაველის, რახმანინოვის, დებუსის და შოსტაკოვიჩის პიესები (მხოლოდ მცირე მათგანი, რაღა თქმა უნდა), ენდრიუ ლოიდ ვებერის “Everything’s Alright”, სტინგის “Seven Days”, აბბას “Chiquitita”, სტივ უანდერის, ფილ კოლინზის, რადიოჰედისა, ნაინ ინჩ ნეილსის, ბითლზის, ლედ ზეპელინის, გენეზისის, მეტალიკას, ელვის კოსტელოს, რედ ჰოთ ჩილი ფეფერსის, ქუინის, დურან დურანის, გორილაზის, დიფ ფარფლის, სისთემ ოფ ე დაუნის კომპოზიციები; 7/4 და 7/8 რიტმში: ლისტის, სკრიაბინის, სტრავინსკის, პროკოფიევის ოპუსები, ფინქ ფლოიდის “Money”, ქეთი მელუას “The Closest Thing to Crazy”, სტინგის, პოლისის, ბობი მაკფერინის, ბითლზის, გენეზისის, ოზი ოსბორნის, მეტალიკას, ნირვანას, რადიოჰედის, ნორა ჯონსის, არიემის, პოლისის, ვებერის მელოდიები; 9/4 და 9/8 რიტმში: პრელუდიები ბახის კარგად ტემპერირებულ კლავირიდან, ბეთჰოვენის ზოგიერთი სონეტა, საფინალო აკორდები რედ ჰოთ ჩილი ფეფერსისის “Slow Cheetah”-დან, ისევ დებუსი, სტინგი, გენეზისი, რადიოჰედი, დიფ ფარფლი, არ.ი.ემი, ოზი ოსბორნი, ნაინ ინჩ ნეილსი; 11/8 რიტმში აქვს შესრულებული კომპოზიციები ჯონ მაკლაფინს, 13/8-ში – “Skimbleshanks”-ს დასაწყისი და ქორუსი ვებერის “კატებიდან…

ჩამონათვალში გვერდი ავუარე ბევრ ცნობილ ჯაზმენს – რადგან ჯაზის ყველაზე ცნობილი სტანდარტები ხშირად სწორედ არასტანდატულ რიტმებზე იწყობა. და მაინც – არასტანდარტული რითმი უფრო ხშირად ძნელად აღსაქმელია ყურისათვის და დიდი ნიჭია საჭირო, ასეთ რითმაზე აწყობილი ისეთი მელოდია შექმნა, რომ მსმენელმა გაითავისოს და შეიყვაროს.

1959 წელს პოლ დეზმონდმა (დეივ ბრუბეკის კვარტეტის საქსოფონისტმა) 5/4 რიტმზე შექმნა ჯაზ-სტანდარტი, რომელიც ყველა დროის ყველაზე ცნობად ჯაზურ კომპოზიციად მოგვევლინა. სახელიც რითმზე დაყრდნობით უწოდა: “Take Five”. დღესდღეისობით ალბათ არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც კომუნიკაციის საშუალებებთან შეხება აქვს და ეს მელოდია არ იცის, და ძნელად მოიძებნება ისეთი – ვისაც იგი არ მოსწონს. მე ამ კომპოზიციის 3 ვერსიას წარმოგიდგენთ და, იმედს ვიქონიებ, რომ თქვენც ჩემსავით ისიამოვნებთ.

შესრულებული დეივ ბრუბეკის კვარტეტის მიერ. ვერსი შესულია 1959 წლის ალბომში “Time Out”:

 

ელ ჯეროს განუმეორებელი სკეტები (ჩემი უსაყვარლესი ვერსია):

 

და ბოლოს ერთობ ორიგინალური ვარიანტი – ჩაწერილი პაკისტანში, Sachal Studios-ს მიერ:


Responses

  1. შენ თემატური, მუსიკალური ბლოგი უნდა გახსნა, თაბუ და სხვა თემებზე არ უნდა მოცდე ხოლმე…

    • მადლობა, მოლი🙂
      მაგრამ ეს პოსტი ძალიან ზოგადია – არც მაქვს პრეტენზია რიტმების ძირეულ ანალიზზე, ან მუსიკის ღრმა ცოდნაზე🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: