Posted by: Author | February 23, 2012

* * *

შენ გეძინა. ძილშიც საოცრად ლამაზი იყავი, ჩემო პატარა! მძინარე გაგიცანი და დაგემშვიდობე. შენი დედიკოსი მომერიდა და არ გაკოცე. ჩამქრალ ქუთუთოებსა და სისხლისფერ ტუჩებზე თვალი კიდევ ერთხელ მოგავლე და წამოვედი.

შენ გეძინა. თავზე ქუდი გეხურა… ვითომ სიცივისგან დასაცავად? ალბათ უფრო გაცვენილი თმის დასაფარად. გიხდებოდა, მაგრამ მერჩივნა შენს ქერა თმებს მაინც გამოენათებინა შენი ლაჟვარდოვანი თვალების ნაცვლად.

შენ გეძინა… და სახეზე საოცარი სიმშვიდე გეფინა. სიმშვიდე, რომელიც შენი ტკივილის შეწყვეტამ მოიტანა. ტკივილი, აღარ არის… იგი შენს სუნთქვას გაჰყვა თან. სამაგიეროდ გვტკივა ჩვენ: შენს ახლობლებს და უცნობებს, ცოტათი და ბევრად უფროსებს, ვინც მოვედით შენს გასაცილებლად და მათაც, ვინც საკუთრი თავი ვერ დავძლიეთ. გვეტკინე ყველას!

18 თვისამ რამდენ არაადამიანურ ტკივილს გაუძელი, რამდენი იბრძოლე, მაგრამ ვერ მოერიე. შაბათს, 18 თებერვალს შენი სული ანგელოზებს შეერია. მაინც რა ძალა გქონდა ამისთანა ასეთ პატარა არსებას, რომ შენთვის სრულიად უცნობ ადამიანს გულში ღრმა იარა გამიჩინე?! მიფიქრია, დაახლოებით ჩემი შვილის კბილა რომ არ ყოფილიყავი, მაინც ასე განგიცდიდი?

მე არ ვიდანაშაულებ თავს – გავაკეთე რაც შემეძლო.. თითქმის. არც სხვებს ვადანაშაულებ – ზოგ დაავადებასთან საბრძოლველად ადამიანები უძლურნი ვართ. და სწორედ ეს უძლურებაა ასე სასტიკად დამთრგუნველი!

„მას ახლა აღარ სტკივა. მხოლოდ ის უკვირს ალბათ – ამდენ უცხო ადამიანს როგორ დასწყვიტა ასე გული“ – ამ სიტყვებით გამოხატა დანანება ჩემმა მეუღლემ. ჰო, ყველას დაგვენანე. და მუდამ მემახსოვრები ახლა უკვე ცაში მყოფო პატარა ანგელოზო!

პ.ს. ეძღვნება წლინახევრის ასაკში ლეიკემიით გარდაცვლილ საბა ტყებუჩავას. www.facebook.com/groups/308165732563346/


Responses

  1. ღმერთმა აცხონოს :(( საშინლად მეწყინა :((( გული გამიჩერდა, შენი სტატუსი რომ წავიკითხე :(((

    • არ მიყვარს, არ შემიძლია ასეთ გრძნობებზე სხვებთან საუბარი, არადა გულშიც ვეღარ ვიტევ… ამიტომ ვარჩიე ისევ ბლოგზე დაწერა.
      არ ვიცი იმის გამო, რომ ბავშვი იყო ასეთი საყვარელი, თუ იმიტომ, რომ შვილი მყავს თითქმის ამხელა – ისე მეტკინა, გული მომიკლა… ვერ ამოდის თავიდან😦 იმის წარმოდგენაც არ მინდა, მისი მშობლები რას გრძნობენ.

      • გასაგებია, რასაც ამბობ და რასაც ფიქრობ :(((((( ღმერთმა დანამდვილებით არავინ მიახვედროს, რას გრძნობენ ახლა ის უბედურები. მტერი თუ გყავს, თაბუ, მოსისხლე მტერი, იმასაც არ უსურვო :((((( მე ყინვაზე და თოვლზე ვწუწუნებ აქ :(((( ნამდვილი უბედურება ეს არის.

      • მადლობა, რომ გესმის

  2. საწყალი!😦

    • ხო, ცოტნე… საწყალი იმ დღიდან, ლეიკემია და სიმსივნის თანდაყოლილი ტკივილი რომ სტანჯავდა… გულგრილად ვერ შეხედავ მის სევდიან, ზოგან ატირებულ სახეს…
      ახლა კი საწყალი მისი მშობლები.

      • არ მინდა და ვერ წარმოვიდგენ რა დღეში არიან ახლა მშობლები!😦

  3. 😦

  4. ghmerto chemo,am lamazma sityvebma chemze dzalian imoqmeda.me saba tyebuchavas deda diana gaxlavart.dzalian didi madloba gulshematkivrobistvis da tanadgomistvis,sityvebi ar myofnis da var gamovxatav im madlierebas rasac titoeuli tqventaganisadmi vgrdznob.saba dzalian gansakutrebuli bavshvi iyo,michirs masze carsulshi saubari,is sruliad janmrteli da gonieri bavshvi iyo,ise ucbad moxda yvelaferi,rom verc ki carmovidgendi.chven gansakutrebuli deda shviloba gvqonda,dedas angelozs vedzaxdi da martlac angelozad iqca.mas veravin shecvlis da vgrdznob rom chems gverditaa.tqvenma komentarebma guli amichuya,kidev ertxel gixdit madlobas da ufali yofiliyos tqveni da tqveni shvilebis mfarveli.

    • დეა, მადლობა თქვენ, თბილი სიტყვებისთვის. ყველანი თანაზიარნი ვართ ამ დიდი ტკივილისა.
      ნამდვილად მფარველი ანგელოზი გყავთ ზეცაში თქვენი შვილის სახით – ღმერთმა მისი ლოცვით ნუგეში და მფარველობა არ მოგაკლოთ!

  5. didi madloba chemo kargo,ase mgonia axlobel adamians vesaubrebi.uamravi ucxo xalxi modioda da samdzimars meubneboda,erterti momiaxlovda ,qalbatoni,romlis vinaibac chemtvis ucnobia,xelebs mikocnida da madlobas mixdida imis gamo,rom saba am qveynad movavline.cota ucnaurad momechvena misi saqcieli magram mere mivxvdi,turme ramden adamians dascyvita guli.qartveli emigrantebic ki ar ishurebdnen dzal ghones ,oghondac ki bavshvi gadarcheniliyo,magram udzlurni aghmovchndit am veragi daavadebis cinashe.yvelas siamovnebit gagicnobdit,muxls vidrek titoeuli tqventaganis cinashe.ghmertma sul sikete da uamravi sixaruli mogcet.arcertma dedam ar ganicados is tragedia rac me gadavitane.ketili survilebit diana buxrashvili.

    • GAIXARE

      • GMERTMA NATELSHI AMYOFOS SABAS SULI


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: