Posted by: Author | October 31, 2011

რაფსოდია, რომელმაც ეპოქა შექმნა

1924 წელი. არისტოკრატთა გულისმპყრობელი ჯერ ისევ კლასიკური მუსიკაა, ხოლო აფრიკული მოტივებზე შობილ ჯაზს მხოლოდ მეორეხარისხოვან კონცერტებზე ასრულებენ და ძირითდად საცეკვაო მოტივად აღიქმება. პოლ უაითმანი, ერთ-ერთი ასეთი ჯაზ-ბენდის ხელმძრვანელი, დაჟინებით ცდილობს ჯაზის სიმფონიებთან კომბინაციით “ქუჩის მუსიკა” მაღალ საზოგადოებამდე მიიტანოს.

პოლი რამოდენიმე კომპოზიტორს დაუკავშირდა და კომპოზიციები შეუკვეთა 24 თებერვალს დაგეგმილი კონცერტისათვის. კომპოზიტორებთან მას ერთადერთი მოთხოვნა გააჩნდა: მელოდია უნდა ყოფილიყო კლასიკური მუსიკისა და ჯაზის სინთეზი. კომპოზიტორთა შორის 27 წლის პერსპექტიული მუსიკოსი, ჯორჯ გერშვინი (ბავშვობის სახელი – იაკობ გერშოვიჩი) იყო, რომელსაც უკვე დაეწერა ჯაზ-ოპერა სახელწოდებით “ცისფერი ორშაბათი”.

ჯორჯს მალევე დაავიწყდა კომპოზიციის წერის ვალდებულება და მხოლოდ 5 იანვარს გაახსენდა. გაახსენდა მაშინ, როცა მისმა უფროსმა ძმამ საგაზეთო სტატიაში ამოიკითხა, გერშვინი ახალ საფორტეპიანო კონცერტზე მუშაობსო. დრო თითქმის არ რჩებოდა, დაგეგმილ კონცერტამდე ბოსტონშიც უნდა გამგზავრებულიყო მის მიერ დაწერილ მიუზიკლზე, მელოდიის მოტივი კი ჯერ არ ჰქონდა მოფიქრებული.

და აი, დაიძრა ბოსტონის მატარებელი. დაიძრა და ვაგონის თვლების ხმაურმა თან მუსიკა მოიტანა, რაფსოდიის ძირითდი ხერხემალი ნათლად ჩაესმა მუსიკოსს. ასე შეიქმნა “ცისფერი რაფსოდიის” (Rhapsody in Blue) ძირითადი ლაიტმოტივი, რომელიც კონცერტამდე ინტენსიურად იკრებდა ფერ-ხორცს, საბოლოო სახე კი უშუალოდ კონცერტზე უნდა მიეღო, როცა გერშვინის იმპროვიზაციებით შეივსებოდა. კომპოზიციაზე 4-კვირიანი ინტენსიური მუშაობისას პარტიტურა ხელიდან ხელში გადადიოდა – ჯორჯისგან ფრედ გოფეს გადაეცემოდა არანჟირებისათვის, ფრედისგან კი ვაიტმანსა და მის ორკესტრს.

1924 წლის 12 თებერვალი. თაიმს სქვერი. აეოლიან ჰოლი. მოსაწყენი კომპოზიციების შემდეგ ჯორჯ გერშვინი მიუჯდა როიალს. გაისმა პირველი აკორდები. მსმენელთა სახეზე მოწყენილობა ინტერესმა შეცვალა. პირველ ნოტებს შემდეგი მოჰყვა, სევდიან პასაჟებს – პროვოკაციული, თემა თემაზე იცვლებოდა და მოჰქონდა ემოციათა, გრძნობათა ნიაღვარი. გერშვინის ბრწყინვალე იმპროვიზაციამ ორკესტრის ჟღერადობა დაჩრდილა, დირიჟორ უაიტმანს კი აღტაცების ცრემლები სდიოდა.

მოვლენა შედგა – მუსიკალურ სამყაროში საუკუნის მოვლენა! 1924 წლის 12 თებერვალს სცენაზე იშვა მუსიკა, რომელმაც ხარისხობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა ჯაზი, მოუპოვა მას დამსახურებული აღიარება და დასაბამი დაუდო ახალ ერას – ჯაზის ერას.

და თუ დღეს ჯაზი სათანადოდაა დაფასებული, ეს უდაოდ ამ დიდი კომპოზიტორისაა და მისი გენიალური ქმნილების დამსახურებაა.

.     .     .

საინტერესო ფაქტები:

> გერშვინი თავის მელოდიას “ამერიკის მუსიკალურ კალეიდოსკოპს” უწოდებდა, კრიტიკოსები კი მას ნიუ იორკის მუსიკალურ პორტრეტად ახასიათებენ.

> მელოდიის სახელწოდება ეკუთვნის გერშვინის უფროს ძმას, აირას. ჯორჯი აპირებდა მელოდიისათვის ეწოდებინა “ამერიკული რაფსოდია”, თუმცა ძალიან მოეწონა ძმის მიერ შეთავაზებული ვერსია, რომელიც თავის მხრივ შთაგონებული იყო სამხატვრო გამოფენით, სახელად “ცისფერი და მწვანე ნოქტიურნი”.

> ხშირად კამათობენ, თუ როგორ უნდა ითრგმნოს მელოდიის სახელწოდება “Rhapsody in Blue”. შეხვდებით როგორც ვერსია “ცისფერი რაფსოდია”-ს, ასევე “რაფსოდია ბლუზის სტილში”-ს (მოგეხსენებათ სიტყვა Blue(s) “ცისფერთან” ერთდ მუსიკალურ მიმდინარეობასაც აღნიშნავს). მე ვემხრობი პირველ თარგმანს მისი წარმოშობიდან გამომდინარე.

> 2000 წელს კომპანია “დისნეიმ” გადაიღო მულტიპლიკაციური ფილმი გერშვინის “ცისფერი რასოდიის” თმაზე. მულტიპლიკაციის ავტორია ცნობილი ამერიკელი კარიკატურისტი ალ ჰირშფელდი. მულტფილმი გამოვიდა მელოდიის ღირსი. და მე გირჩევთ: უყურეთ, დატკბით, ისიამოვნეთ გენიალური მელოდიით, შესანიშნავი კადრებით, აყურებინეთ შვილებს და შეაყვარეთ მათ ჯაზი:


Responses

  1. შენ მუსიკაზე და ჯაზზე უნდა წერო, ტაბუ.

    • მადლობა, მოლი, ეს დიდი კომპლიმენტია ჩემთვის🙂

  2. გერშვინი მიყვარს! დიახ. ის არ არის ბორინგი.🙂

  3. ისე, ჯაზი ზოგადად ევროპული და აფრიკული ტრადიციების სინთეზია (აფრიკულის, რომელიც ამერიკელი ფერმერების ქანთრის შეერწყა და გაბლუზდა).

    თუმცა, მეორეხარისხოვან კონცერტებზე ვერ დაგეთანხმები. იგივე რეგთაიმი – რომელიც ყველაზე ძველი ჯაზია, ძალიანაც პრესტიჟულ კლუბებში სრულდებოდა. საკონცერტო დარბაზებში – არა, მაგრამ ეს არ იყო მნიშვნელოვანი.
    შავკანიანებს იმ კლუბებში არ უშვებდნენ, როგორც კლიენტებს, მაგრამ სცენაზე მხოლოდ ისინი უკრავდნენ.🙂

    • ფაქტიურად ყველაფერშიც მეთანხმები, უბრალოდ ამას შეწინააღმდეგების ფორმა მიეცი🙂
      ზოგიერთი დეტალის დაკონკრეტებისათვის მადლობა – ინფორმატიული იყო🙂

      • “მეორეხარისხოვანი” არ მომეწონა🙂
        რას ვგულისხმობ, იცი – მუსიკა და გემოვნება ეს ერთია, მაგრამ უფრი მნიშვნელოვანია ის ეპოქა. ჯაზს უკრავდნენ შავკანიანები ძირითადად – ეს უშლიდა ხელს და ეს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა. წარმოიდგინე, რომ ქართული ოპერის ფუძემდებელი არა ფალიაშვილი იყოს, არამედ ხაჩატურიანი.🙂 99% გეუბნები, რომ შანსი არ ექნებოდა.🙂

        ეგრე იყო ჯაზმენების საქმეც. მერე გაიჩითა გერშვინი, რომელიც იყო თეთრი – ესაა მთავარი. როგორც იტყვიან, ნაროდ კ რაზვრატუ ბილ გატოვ, უბრალოდ შესაფერის კანდიდატს ეძებნენ.🙂 იგივე ქარნეგი ჰოლში პირველმა ჯაზ-კონცერტი გამართა გუდმენმა და არა დიუქმა. გუდმენის საწინააღმდეგო რა მაქვს – ძალიან მაგარი იყო, მაგრამ დიუქთან ვერ მოვა. ქარნეგის ტიპები კი ხვდებოდნენ, რომ ჯაზი კაი რამე იყო, მაგრამ ელოდებოდნენ შესაფერის კანდიდატს – ამიტომ ჯერ ბენი და მერე ყველა დანარჩენი.

  4. მულტფილმის მერე უფრო აღვიქვი ეს კომპოზიცია ვიდრე მანამდე

    • ისე კარგად არის მულტფილმი მორგებული მელოდიაზე, რომ არ იცოდე “ცისფერი რაფსოდიის” არსებობა, იფიქრებდი, მელოდია შეიქმნა მულტფილმისთვისო🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: