Posted by: Author | October 29, 2011

სამეცნიერო ფანტასტიკა და ჟურნალი “ფლეიბოი”

პოსტის სათაურის დანახვაზე პირველი გრძნობა, ალბათ, გაოცება იქნება: რა შუაშია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრთან ცნობილი ბაჭია. როგორც აღმოჩნდა, შუაშია. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალის რედაქტორს ასე ეგონა. დავიწყოთ თავიდან:

.     .     .

რა არის სამეცნიერო ფანტასტიკა? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მეცნიერების პოტენციური მიღწევებით მომავლის დახატვის მცდელობა. იგი გაცილებით მეტია, ვიდრე ტექნიკის სფეროში მიღწევების საინტერესო და ხშირად საოცრად ზუსტი პროგნოზირება. ხარისხიანი სამეცნიერო ფანტასტიკა ახალ სამყაროებსა და გამოგონებებს იარაღად იყენებს უფრო მნიშვნელოვანის – ადამიანური მეტაფორფოზების გამოსახატავად.

ამიტომ მიყვარს ეს ჟანრი – ხანდახან მძიმეც კი, ყოველთვის (თითქმის) ადვილად კითხვადი და აუცილებლად საინტერესო.
ამ ჟანრზე საუბარისას წარმოუდგენელია უდიდესი ფანტასტი, აიზეკ აზიმოვი არ გაგახსენდეს. მაგრამ აზიმოვი მხოლოდ “დაფუძნება” და “რობოტიკის სამი კანონი” როდია – იგი წერდა გრძნობებზე, ადამიანებზე, წერდა ხშირად შეფარული ირონიით… დღეს მისი ბიოგრაფიის მოყოლას არ ვაპირებ, არამედ იმ საინტერესო გამოწვევაზე მინდა მოგითხროთ, რომლის წინაშეც ჟანრი 1960 წელს დადგა.

1960 წელს “ფლეიბოის” რედაქტორმა გადაწყვიტა, ჟურნალის კონტენტი გაემრავლაფეროვნებინა მასში სამეცნიერო ფანტასტიკის შემოტანით. თუმცა, ვინაიდან ჟანრი მეტისმეტი პურიტანულობით გამოირჩეოდა, ეროტიული ფანტასტიკა შემოიფარგლა შიშველი ქალების სექსით ლორწოვან უცხოპლანეტელებთან, რომლებიც დედამიწელებს ტანსაცმელს აუცილებლად ტანზევე ახევდნენ და ძალას ხმარობდნენ. რუბრიკა გამოვიდა სადისტური და სამეცნიერო ფანტასტიკისათვის – დისკრიმინაციული.

აზიმოვმა 1961 წელს გამოწვევა მიიღო და დაწერა სატირა სატირაზე პირვანდელი სახელწოდებით: “ფლეიბოი და ლორწოვანი ღერთები”. შემდგომში მოთხრობას სახელი შეუცვალა და “რა არის, სიყვარულს რომ უწოდებენ” უწოდა (What Is This Thing Called Love?). ჯანსაღი იუმორითა და მსუბუქი გროტესკით შეზავებულმა ფელეტონმა “ფლეიბოის” უნიჭო მცდელობას საკადრისი პასუხი გასცა, ჩვენ კი სიცილის კიდევ ერთი მიზეზი მოგვცა. წაიკითხეთ მომდევნო პოსტი და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე, ღმერთმა შეგარგოთ!

.     .     .

პ.ს. პოსტის დაწერით მსურდა მხოლოდ ხაზი გამესვა იმისათვის, რომ სტიგ ლარსონის რომანის არმოწონება ჩემი “ზე-კონცეპტუალური და სნობური” გემოვნების შედეგი არ არის🙂


Responses

  1. აზიმოვიც ძალიან მიყვარს და “ფლეიბოიც” ჩემი ფავორიტი ჟურნალია (რამდენიმე სხვა გამოცემასთან ერთად). ლარსონიც მომეწონა… და ახლა დაბნეული ვარ😦 დიაგნოზი ვერ დავუსვი ჩემს გემოვნებას🙂🙂

    • და რა საჭიროა?🙂
      დოჩანაშვილის არ იყოს – ხელზე წამოსული ბურძგლი თუ გეუბნება, რომ ნაწარმოები კარგია, განა სხვას აქვს მნიშვნელობა?!🙂
      თუ მოიცლი, ქინდლი რომ ჩამოგივა, ეს მოთხრობა წაიკითხე: http://lib.ru/FOUNDATION/noch.txt
      აზიმოვის ერთ-ერთ საუკეთესო მოთხრობადაა აღიარებული და მეც ვეთანხმები ორი ხელით.

      მადლობა, ბლოგზე სტუმრობისათვის :*

      • არანაირი🙂 უნდა იკითხო ის, რაც მოგწონს. დანარჩენი მეორეხარისხოვანია🙂

        აზიმოვის ეს მოთხრობა მეც ძალიან მომწონს. დღედღეზე ველოდები ქინდლს და Nightfall-საც საპატიო ადგილს მივუჩენ.

      • ორიგინალში სახელწოდება როგორ ჟღერდა, არც ვიცოდი.

        არც კი იცი, როგორ მიხარია შენი მწვანე ქუდი ჩემს ბლოგზე🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: