Posted by: Author | October 23, 2011

ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ბ–ნო ბიძინა, ერთი ტიპური ქართული ოჯახის ტიპური წარმომადგენელი მოგმართავთ. ჩვენი ოჯახი, თქვენს პირველ წერილს, ჯანსაღი სკეპტიციზმით შევხვდით: შევხედოთ მის პარტიას, პოლიტიკურ გეგმებს, ხედვას და არჩევნების თარიღამდე მოვიფიქრებთ, დავუჭერთ თუ არა მხარს–თქო. განვითარებულმა მოვლენებმა 2 კვირის თავზე ჩვენ თქვენს მხურვალე მხარდამჭერებად გვაქცია.

ბ–ნო ბიძინა, უმადურობა ცუდი მეგობარია. თქვენ უბრალოდ ვალდებული ბრძანდებით, გამოხატოთ თქვენი მადლიერება. თქვენ უნდა გადაუხადოთ მადლობა:

– ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც ყველაზე მეტად ევალება კანონის დაცვა და რომელმაც კანონის სრული უგულებელყოფით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოგართვათ;
– ქართულ მედია საშუალებებს, ვინც დაკვეთილ სიუჟეტებში თქვენ “რუსეთუმედ” მოგიხსენიებთ. მეტიც, არ იზარებენ და მთელ გადაცემას (“პოსტ სკრიპტუმს” ვგულისხმობ. მალე, ალბათ, “სპეციალური რეპორტაჟიც” გაჰყვება მათ კვალს) გიძღვნიან;
– ჟურნალისტებს, რომლებმაც არ გააშუქეს თქვენს რეზიდენციაში 18 ქვეყნის ელჩის ვიზიტი. ხოლო “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანის დაკავების შესახებ სიუჟეტის კომენტირებისას ერთხელაც არ უხსენებიათ, რომ (ა) ეს იყო ინკასაცია, (ბ) ინკასაცია არის არა მხოლო ლეგალური, არამედ აუცილებელი პროცედურა ბანკის საქმიანობაში, (გ) ინკასაციის დროს ხორციელდება, დიახ, ნაღდი ფულის გადატანა და (დ) დიახ, დიდი ოდენობით;
– ექპერტად წოდებულ ბ–ნ სოსოს, რომელიც 18 ქვეყნის ელჩის თქვენს რეზიდენციაში სტუმრობას რიგით მოვლენად აფასებს და დიდ სიბრძნეს დასძენს: “ელჩები იმიტომ მივიდნენ ივანიშვილთან, რომ თავად ივანიშვილი არ მივიდა მათთან”–ო;
– სახელმწიფო დაცვის აპარატის ხელმძღვანელობას, ვინც თქვენი დაცვის წევრებს იარაღი ჩამოართვა;
– ქ–ნ ჩიორას, რომელიც ასე კარგად იცნობს კანონს და 90 დღეში დეპორტაციას გპირდებათ;
– იმ ჩინოვნიკებს, “ქართუ ბანკის” თანამშრომლებს რომ “ურჩევენ”, სამსახურში არ გამოცხადდნენ;
– სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, ზვიად ბლიაძის ოჯახის წევრებს სამუშაოს დაკარგვით რომ ემუქრებიან, თუკი ზვიო პროექტ “დარდუბალაში” მიიღებს მონაწილეობას;
… რამოდენიმე დღე თუ კიდევ დავიცდით, მერწმუნეთ, კიდევ ბევრი გამოჩნდება მადლობის გადასახდელი მიზეზი.

გადაუხადეთ მადლობა, ბატონო ბიძინა: მათ თქვენ ელექტორატი გაგიმრავლეს!


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: