Posted by: Author | October 10, 2011

ეროვნული ჟურნალისტიკის თავისებურებანი

ეროვნული ჟურნალისტიკის პანაშვიდზე მივდივარ, წამომყვებით?. ერთი ვერ გამირკვევია მხოლოდ, თუ ვის უნდა განვუცხადოთ სამძიმარი!

ჯერ ტენდენციურად გაშუქებული ინფორმაციით დაგვბომბეს, შემდეგ მძიმე არტილერია შემატეს გრამატიკული შეცდომების სახით. „რამდენიმე საქართველოს მოქალაქე“ ტიპის განცხადებებმა ბოლო რომ ვერ მოგვიღო, ქართულ ენას ისეთი რამ დამართეს, ცოლად უნდა მოეყვანათ ქვემეორე სტატიის დაწერის შემდეგ.

საუბარი მაქვს ამ სტატიაზე: ნინო კალანდაძეს ვაჟი შეეძინა – ბავშვის მამა უცნობია“. სტატიის ყვითელ ტონს არ შევეხები – მკითხველი ჰყავს და იწერება, ეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპია ეს. მაგრამ მშობლიური გრამატიკა გულით შემეცოდა და გულისტკივილი ვინმეს ხომ უნდა გავუზიარო?!

1. პირველი დარტყმა: „შესთავაზა თავის გუნდში გაწევრება“. „გაწევრება“ – ახალი ქართული სიტყვა? ვასიკო კეჟერაძის ღირსეული მიმდევრები გვყოლია ქართულ ჟურნალისტიკაში და არ ვაფასებდით.

2. „საქართველოშიგერმანიაში ნასწავლგანათლებამიღებული“ – უკომენტაროდ.

3. „აქტიური წევრი გახდა და მისი პირველი ინიციატივა პარლამენტში ეთიკის კოდექსის შემოტანას ეხებოდა“ – ერთი რთული წინადადება აწყობილი ზმნის სხვადასხვა დროით. საინტერესოა…

4. „სწორედ ამის გამო არ ლაპარაკობს ის თავისი შვილის მამაზე ისევე, როგორც თავის დროზე ტელეწამყვანი ნინო ქაჯაია არ ლაპარაკობდა ამ თემაზე და არც ახლა საუბრობს“ – ისევ უკომენტაროდ.

5. „რაც გაიგო რისთვის შევაწუხეთ“ – რამდენადაც ქართული ენის გაკვეთილებიდან მახსოვს, როდესაც წინადადებაში რამდენიმე ზმნაა, ისინი კავშირით ან სასვენი ნიშნით გამოიყოფა ერთმანეთისგან. ამ ფრაზაში კი ზმნებს „გაიგო“ და „შევაწუხეთ“-ს შორის მე მძიმეს ვერ ვხედავ, თქვენ?

6. იგივე ფრაზა წინადადებაში: „სანამ გაიგებდა, რა საკითხზე ვაწუხებდით, ქალბატონმა ბელამ ძალიან კეთილგანწყობილი ხმით მოგვმართა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო რისთვის შევაწუხეთ, გვითხრა, რომ სამინისტროში არ იმყოფებოდა და პასუხს ვერ გაგვცემდა, იყო თუ არა გასული მართლაც დეკრეტში ნინო კალანდაძე და რა ინფორმაციის მოცემა შეეძლო ამასთან დაკავშირებით დამატებით“. რთული ქვეწყობილი წინადადება გამიგია, რთული თანწყობილი(ც) – გამიგია, რთული შეწყობილ-ზეწყობილ-გადაწყობილი – არ გამიგია!

7. „მაინცდამაინც სამინისტროს შენობაში ყოფნა რა აუცილებელი იყო“ – სიტყვა „მაინცდამაინც“ ერთობ ორგანულად ჯდება საერთო რიტორიკაში…

8. „არადა, მანამდე მშვენივრად ესმოდა ყოველი სიტყვა“  – როგორი გულწრფელი განაწყენება იკითხება ამ ფრაზაში „მაინცდამაინც“.

9. „მათ კი ყველაზე კარგად უნდა იცოდნენ, რომ ნინო კალანდაძე და სხვა მაღალჩინოსნები თანამდებობის პირები არიან“ – არა, ქალბატონო მარიამ, არ იცოდნენ. კიდევ კარგი, თქვენ შეახსენეთ. ჩემის მოკრძალებული აზრით ავტორმა „თანამდებობის პირებში“ „საჯარო პირები“ იგულისხმა. ამირან გულში მღეროდიო…

დავამატებ, რომ ყველა ეს მარგალიტი, არც მეტი და არც ნაკლები, რვა აბზაცში ამოვკრიბე. განსჯა თქვენთვის მომინდვია.

პატივისცემით,

ეკონომისტი (არაფილოლოგი, არაჟურნალისტი)


Responses

  1. კოშმარი.

    ვისაც არ ეზარება, ყველა წერს და შედეგიც სახეზეა.

    მკითხველს და რეიტინგს “ყვითელი” კონტენტი უზრუნველყოფს და რა გამართულად წერა-მეტყველება რაღა საჭიროა? მაინც წაიკითხავენ.

    • ვიცი, როგორ უყვართ სხვებსაც საკუთრ ბლოგზე ამ მწვანე ქუდის ხილვა🙂
      თემას რაც შეეხება, გული მწყდება – საკუთრი ენისადმი ასეთი აგდებული დამოკიდებულება ძალიან ცუდია! და უარესი ისაა, რომ ტენდენციად და მოდად მკვიდრდება, მგონი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: