Posted by: Author | June 6, 2011

პროვინციალური ქალაქის ამბები

ეს ამბავი ერთ პატარა, პროვინციალურ ქალაქში მოხდა…
ივნისის ერთ მშვენიერ (ან არცთუ მშვენიერ) მზიან (ან შეიძლება მოღრუბლულ) დღეს პატარა ქალაქის მაცხოვრებლებმა ახალი ამბავი გაიგეს: ქალაქში გასტროლებზე შაპიტო ჩამოდიოდა. ყველაზე მეტად გასახარი კი ის იყო, რომ საცირკო წარმოდგენის გახსნის ქალაქს კაბარეს ცნობილი მოცეკვავე ქალბატონიც ეწვეოდა, პირველი დღის წარმოდგენაზე დასასწრებად.
პროვინციალური ქალაქის პროვინციალური მოქალაქენი აღაფრთოვანა ახალმა ამბავმა. დიდი თუ პატარა გამუდმებით მასზე საუბრობდა და მოუთმენლად ელოდა მოცეკვავის ჩამოსვლას.
ნანატრი დღისათვის სამზადისი რამოდენიმე დღით ადრე დაიწყო: შაპიტოს წინ წითელი ფარდაგი გაფინეს – არიქა, ჩვენს მოცეკვავეს მტვრიან გზაზე სიარულით ფეხი არ დაეღალოსო. პატარა ქალაქის პატარა ცენტრალური ქუჩაც გადაკეტეს – ჩვენს საპატიო სტუმარს ვინმემ მყუდროება არ დაურღვიოსო. ყველაზე ცნობილი ხაბაზები ქუდზე დაიბარეს – სტუმარს საღამოს გემრიელი პურ-მარილი უნდა გავუშალოთო.
ყველაფერზე თავად ქალაქის გამგებელმა იზრუნა: მოცეკვავეს პირადად დახვდა, პირადად მოატარა ქალაქის ძველი უბანი რამოდენიმე ქონგურებიანი სახლის სანახავად, ადგილობრივი კერძებითა და ხილით გაუმასპინძლა და ეს ჩვენი გმირი, რომელიც რა დასამალია და რელიგიასთან ცოტა მწყრალადაც იყო, ქალაქის მთავარი ტაძრის მღვდელსაც დაალოცინა.
დილიდანვე მობილიზებული იყო პატარა ქალაქის ორი პატარა გაზეთი: “სასოება” და “მაკონდო 2”. კორესპონდენტები დილიდან დაღამებამდე დეტალურად ინიშნავდნენ ქალბატონის ყოველ ნაბიჯს და დღის ბოლოს ტრადიციული 10 გვერდიანი გაზეთის ნაცვლად 60 გვერდიანი გამოცემა გამოაცხვეს.
მართალია, ქალბატონი პროვინციულ ქალაქს მხოლოდ იმიტომ ეწვია, რომ სტუმრად მეზობელ მეგაპოლისში (რომელთანაც პროვინციული ქალაქი ცოტა უბრადაც კი იყო) ბრძანდებოდა და გზად შაპიტოს მონახულება გადაწყვიტა, მაგრამ თავაზიანი და სტუმართმოყვარე კორესპონდენტები ამაზე სიტყვას როგორ დასძრავდნენ?! რაც მთავარია, ცნობილმა მოცეკვავემ პატივი დაგვდო, გვეწვია და ჩვენი მტრული მეზობელი რა სახსენებელიაო.
მოკლედ, ძვირფასო მკითხველებო, ახალი და განსაკუთრებული არაფერი – ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორ პროვინციალურ ქალაქებში ხდება ხოლმე: ქალაქს ცნობილი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ადამიანი ეწვია, რომელსაც არაჩვეულებრივი დახვედრა მოუწყვეს.

P.S. დღეს თბილისელები ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი გავხდით, ბლოგზე რომ არ მეხსენებინა, არ შეიძლებოდა: ჩვენს ქალაქს ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი შერონ სტოუნი ეწვია.


Responses

  1. დაბრუნდი, ტაბუ?

    უკვე მიხარია🙂

    პოსტს ახლა წავიკითხავ🙂

    • მე კიდევ პირწიგნაკზე შენს დათაგვას ვაპირებდი🙂
      მადლობა კომენტარისა და ჩემს ბლოგზე სტუმრობისათვის

      • თეგიც ვნახე🙂 შენც დათაგული მყავხარ ახალ პოსტზე.

  2. ახლა რომ შემეძლოს, მეორედ დავალაიქებდი.

    სამწუხაროდ, სიმართლეა…

    • ვერ მოვითმინე, არ დამეწერა…
      დილიდან შემიქმნეს პოსტის წერის განწყობა

  3. სულ ვკითხულობ შენს პოტებს. უბრალოდ კომენტარის დასაწერად ვეღარ ვიცლი ხოლმე.
    და საერთოდ – წიგნის ფესტივალზე რომ ვიყავი, შენი და შენი ბლოგის დამსახურებაა🙂
    ამისთვის დიდი მადლობა

  4. გამოჩნდი ხოლმე – გამახარებ ძალიან🙂

    და შენი ციყვიც დამიტოვე ლაიქ-ავტოგრაფად🙂

    არ ვიცოდი, ფესტივალზე რომ იყავი. ახლავე ჩაგამატებ საფესტივალო პოსტში.

    • მეორე და მესამე დღეს. მეორე დღეს ნაღდი ფული არ მქონდა, ტემინალი კი მხოლოდ 2 მაღაზიას ჰქონდა. ამიტომ შაბათსაც ვესტუმრე🙂

      • უჰ😦 როგორ მოუხდებოდა პოსტს ეს შენი კომენტარი ტერმინალზე😦

        ჩაგამატე უკვე.

  5. უი… ამ ბლოგს 100 წლის წინ ვკითხულობდი, ასე მახსოვს🙂 მერე მოკვდა და გავასვენეთ.

    • არ მომკვდარა, ეძინა😀

  6. მოლი ბლუმი
    ეს ბევრად ადრე იყო, ვიდრე შენ ბლოგერობას დაიწყებდი და მაინც მოგიგნია😉
    ხომ გეუბნებოდი ყველაზე კარგად შენ იცნობ ქართულ ბლოგისფეროს და არაო-და…😉

    • ჰო მართლა, მიხარია შენი კომენტარის (ისევ) ხილვა ჩემს ბლოგზე🙂

  7. შენ უხარისხო ბლოგს არ წაიკითხავდი, ლორდ.

    მე ახლა ვიპოვნე და მომეწონა🙂 მუფლონით ვიპოვნე.

    მოცალეობის ჟამს ბლოგოსფროს აქტიური თვალიერება დავიწყე🙂

    • კიდევ ერთხელ მადლობა, მოლი.
      შენი დადებითი შეფასება ჩემთვის ბევრს ნიშნავს🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: