Posted by: Author | April 24, 2011

რატომ “დავივიწყე” ბლოგი

2010 წლის 18 თებერვალი იყო, როცა 2 წარუმატებელი ცდის შემდეგ კიდევ ერთხელ შევიძინე აფთიაქში მუყაოს პატარა ზოლი – ინდიკატორი. მას, არც მეტი და არც ნაკლები, ორგანიზმში ერთ–ერთი ჰორმონის აღმოჩენა ევალება. საღამომდე ვერ მოვთოკავდი საკუთარ ცნობისმოყვარეობას და სამსახურში საპირფარეშოში შევიკეტე.

დაახლოებით სამი წუთი ამ ინდიკატორს ვეხვეწებოდი: “გაწითლდი, გაწითლდი”–თქო. ორსულობის ჰორმონმა მართლაც “აანთო” მასზე ვარდისფერი ხაზი და იმ სასწაულის შესახებ მამცნო, რომელიც ჩემს წიაღში გაჩენილიყო და შემდეგი 8 თვის განმავლობაში უნდა გაზრდილიყო… კიდევ შემდეგი 5 წუთი სარკეში ჩემს გაბადრულ ორეულს შევცქეროდი.

2010 წლის 4 ოქტომბერს, წმინდა დიმიტრი როსტოველის ხსენების დღეს ქვეყანას საკეისრო კვეთით კიდევ ერთი ბავშვი მოევლინა. 2010 წლის 8 ნოემბერს წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს მართლმადიდებელ ქრისტიანად მოინათლა.

გაიცანით, ეს არის დიმიტრი, ჩემი შილი. მე კი მისი ამაყი და ბედნიერი დედა ვარ!

პ.ს. ორსულობამ და დედობამ ბევრი სხვა ინტერესი გამიჩინა და ბლოგი მივივიწყე. იმედია, ახლო მომავალში ისევ ძველი შემართებით დავუბრუნდები.


Responses

  1. -მრავალ აღდგომას დაეწარი შენი ქმარშვილით!-გაგეზარდოს სასახელო ვაჟკაცი!
    მიხარია ადამიანების ბედნიერება,ახლა შენი სიხარული ჩემიცაა…

    • უღრმესი მადლობა, ჩემო კარგო:)
      აგრეთვე გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და დაესწარი მრავალს!

  2. გილოცავ, ბედნიერები ყოფილიყავით შენ და შენი ბიჭი :*

  3. რა საყვარელი ბაიაა🙂 და რა თვალები აქვს🙂

    გილოცავ🙂 მრავალ ბედნიერ აღდგომას დაესწარი ქმარ-შვილთან ერთად!🙂

  4. ახლახანს აღმოვაჩინე ეს ნაწერი. ახლაც ცრემლები მომადგა🙂 არადა ფორუმზე დაწერილ მოგონებებში ვტიროდი :)) კარგად გამოგდის წერა😉 მე პირადად ზუსტად შევიგრძნობ იმ ემოციას რითაც წერ. ნუ კაი, დაახლოებით მაინც (ზოგიერთს) :))

  5. ულამაზესი პატარაა…

    • მადლობა, თამი🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: