Posted by: Author | March 19, 2010

თქვენი მუფლონი გაფრინდა…


ცოცხალი კურიოზი, რომელიც პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში მოხდა.
ერთ მშვენიერ დღეს ზოოპარკის დირექტორმა პოლიციაში შეიტანა განცხადება: ზოოპარკიდან მუფლონი მოიპარეს და იპოვნეთო. საქმე ძიებაზე გადასცეს ახალგაზრდა პოლიციელს. პოლიციელმა მუფლონის მნიშვნელობა არ იცოდა, მაგრამ არ დაიბნა – შევიდა ზოოპარკში და შეუდგა გალიების თვალიერებას.
ცოტა ხანში დაინახა 3 ნაწილად გაყოფილი დიდი გალია. მარჯვენა მხარეს წერია – არწივი, მარცხნივ – სვავი, შუაში კი – მუფლონი. აჰა, ე. ი. მუფლონი ფრინველი ყოფილა – „მიხვდა“ გამჭრიახი ახალგაზრდა. ღამით, როდესაც ზოოპარკს დამთვალიერებლები არ ჰყავდა, იგი ჩუმად შევიდა ზოოპარკში და აბობღდა მუფლონის გალიაზე. გალიის თავზე არცთუ პატარა ღრიჭო აღმოაჩინა, საიდანაც საშუალო ზომის ფრინველი თავისუფლად გაფრინდებოდა.
პოლიციურ ძიებას თავისი ფორმალობა აქვს: თუ დანაშაული სახეზე არ არის, ძიება უნდა შეწყდეს და აღნიშნული დაადასტუროს სამხარეოს პროკურორმა. ჩვენმა გმირმაც გამოაცხო აქტი, რომ ზოოპარკში დაკარგული მუფლონი გაფრინდა და ძიება უნდა შეწყდეს. განყოფილების უფროსმა დაუდო რეზოლუცია. აქტი გადაეცა პროკურორს. პროკურორმაც დაადასტურა, რომ რადგან მუფლონი გაფრინდა, დანაშაული სახეზე არ არის და ძიების შესწყვეტაზე თანხმობას ადასტურებს ხელმოწერით.
ახლა არ იკითხავთ რა არის მუფლონი? არც მეტი და არც ნაკლები – მთის ცხვარი! დიიდი, რქებიანი, მძიმე და, რაღა თქმა უნდა, უფრთებო ჯიხვის მაგვარი ცხოველი.

.    .    .
მეორე დღეს დაიბარეს ზოოპარკის დირექტორი და განუცხადეს: თქვენი მუფლონი გაფრინდაოოო… გაგიჟდა, გადაირია ზოოპარკის დირექტორი, ქვეყანა შეჰყარა: თქვენ გიჟები ხომ არ ხართ, ვის გაუგია, მუფლონს ფრენა შეეძლოსო.
აქეთ ეცნენ დაბნეული პოლიციელები, იქით ეცნენ და… პროკურორს და განყოფილების უფროსს ხომ ვერაფერს ეტყოდნენ და ეს ჩვენი ახალგაზრდა, მონდომებული პოლიციელი გაათავისუფლეს სამსახურიდან.

თქვენ ამ პოლიციელზე არ იდარდოთ – მომდევნო თვეს ის კვლავ აღადგინეს სამსახურში და მას შემდეგ როცა ეკითხებოდნენ, რატომ გაგათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდანო, იგი პასუხობდა:
„თქვენ იცით რა არის მუფლონი? არც მე ვიცოდი და ამიტომ გამიშვესო.“🙂


Responses

  1. 😀

    arc me vicodi. mtis cxvari, hm… ise raga arwivisa da svavis shua moaqcies misi galia, egre ar unda iyos wesit…

    • მეც არ ვიცოდი ბატონ მუფლონის ვინაობა😀
      რაც შეეხება არწივსა და სვავს, – მათ შორის მოთავსებული გალია იყო ფრინველებისათვის განკუთვნილი (ზემოდანაც გადახურული, ფრინველი რომ არ გაფრინდეს), უბრალოდ მუფლონის მიყვანის მომენტისათვის თურმე ცხოველის არცერთი შესაფერისი გალია არ იყო თავისუფალი და ამიტომ განათავსეს ფრინველებთან🙂

  2. აბა ბავშვებო ვინ მეტყვის როგორ გამოიყურება სუმბული? ნიამორი? ნოტოთენია?

    მოიგონებენ რაღაც დასახელებებს და პატიოსანმა პოლიცელმა თავი უნდა იმტვრიოს.

    • აი, სურათის მოვიპოვე ინტერნეტში მათთვის, ვინც მუფლონის ფიზიონომიით ჩვენსავით დაინტერესდა🙂

  3. LooooooooooooL
    arada, muflonis surati me-8 klasis zoologiis cignshi exata.
    mokled, morali-iscavlet biologia..mashinac ki, tu policielobas apirebt!😀😀😀😀

  4. სახალისო ისტორიაა და რაც მთავარია, კარგად დაწერილ-მოყოლილი🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: