Posted by: Author | March 11, 2010

კეთილი ადამიანების იმედზე…

დღეს სამსახურში წერილი მივიღე ერთი ქართული ოჯახის შესახებ. ან უფრო იმის შესახებ, რაც ოჯახიდან დარჩა:
2002 წელს ოჯახის უფროსს გრიგოლ ცინცაძეს, ეხმარებოდა-რა მეზობელს ჩაკეტილი კარის გაღებაში, თოკი გაუწყდა და უმძიმესი ტრავმა მიიღო. ოჯახმა ბინა დააგირავა, რათა მის სამკურნალოდ თანხა ეშოვნათ. მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო, გრიგოლი გარდაიცვალა და დარჩა მეუღლე და 8 შვილი. უფროსი ვაჟიც მალევე გარდაიცვალა. გრიგოლის მეუღლემ, ქ-ნმა ნატალია ცინცაძემ ნერვიულობისაგან ინფარქტი მიიღო. ამჟამად უნდა მკურნალობდეს, მაგრამ იმ ფულს, რომელსაც კეთილი ადამიანებისაგან მოწყალების სახით შოულობს, ტუბერკულიოზით დაავადებულ 2 შვილსა და C ჰეპატიტით დაავდებულ 1 ვაჟს ახმარს. აგერ უკვე 5 თვეა, ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. თუმცა როგორ შეიძლება ბინა უწოდო ორ ცივ ოთახს, სადაც ჭერიდან წყალი ჩამოდის და ღრიჭოებიდან თაგვები დარბინა, გაუგებარია. ცხოვრობს 3 ქალიშვილთან ერთად (1 მათგანი – ტუბითაა ავად). 4 ვაჟიდან 3 ნათესავებს ჰყავთ შეკედლებული, 1-იც (15 წლისა) – მონასტერშია. თვეში 400 ლარი მხოლოდ მედიკამენტებისათვის სჭირდება. თვითან თვემდე საჭმელი არ ჰყოფნით. ხან შუქი არ აქვთ და ხან გაზი.

ექსპრომტად სამსახურში მოგროვებული მცირედი თანხით სახლში ავადექით ლევანი და მე… სიღატაკე და გაჭირვება მთელი თავისი “ბრწყინვალებით” წარსდგა ჩვენს წინაშე: ქ-ნ ნატას ცხვირმოხეული ზაფხულის “ფლოსტები” ეცვა, ერთი შვილი (შიმშილისაგან გალეული და ავადყოფობისაგან მისუსტებული გოგონა) საბანში თბებოდა, 2 გოგონა კი მეზობელთან იყვნენ გასულები – ჩვენი მოერიდათ. ორ მოცუცქნულ ოთახში ძველისძველი 2 საწოლი, პატარა ტელევიზორი, გაზის კამფორა, ერთი ონკანი და რამოდენიმე პლასტმასის ჭურჭელი იდგა. ციოდა. ჭერს წყლის კვალი ემჩნეოდა, კედლებს კი – თაგვების სოროებისა.
ჩვენი მიტანილი თანხა 3-4 კვირით წამლებზე ეყოფათ. მაგრამ მეორე დღისათვის (12 მარტისათვის) გადასახდელ ბინის ქირას და სახლის პატრონის საბოლოო კატეგორიულ მოთხოვნას თუ მათი ბინიდან გამოძევება მოჰყვა, ჭერიც სანატრელი ექნებათ.

კეთილო ადამიანებო: ამ ხალხს ესაჭიროება ყველაფერი – საჭმელი, ტანსაცმელი, ფული წამლებისათვის, სიუჟეტი ტელევიზიით, გამოკვლევები პოლიკლინიკებში, თქვენი ყურადღება… მე ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე. არ ხართ ვალდებულნი სიტყვაზე მერწმუნოთ – ინებეთ საბუთები: http://www.allshares.ge/download.php?id=6B9B504924 . არ ხართ ვალდებულნი თანხა თქვენთვის უცნობ ანგარიშზე (3601087104, ბანკი რესპუბლიკა, მიმღები – ნატალია ცინცაძე) ჩაურიცხოთ, მაგრამ თუ თქვენი სურვილი იქნება, დაურეკეთ ნომერზე 855 379333 და თავად ესტუმრეთ დასახმარებლად.
კეთილო ადაიანებო, თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე სიცოცხლე იხსნათ თქვენი გულმოწყალებით! გადაარჩინეთ ეს ოჯახი და სიკეთე აუცილებლად დაგიბრუნდებათ!

მადლობა ყველას, ვინც თუნდაც ამ წერილს გაავრცელებს.


Responses

  1. :(((
    გავავრცელებ და ცოტას გადავრიცხავ.

  2. ღმერთმა შეგიწიროს, ეკა!
    საწყალ ქალს 1 კვირის წინ კიდევ 1 ვაჟი დაეღუპა… ავარიაში.
    გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში მიეწევაო, ასეა მათი ამბავი…

    • ბაუ

      მართლა რა უიღბლო ოჯახი არის კაცო!!!!, კიდევ ხომ არ დავეხმაროთ ცოტათი, ჰა სიხარულო????

  3. ძალიან მძიმე ისტრორიაა. ჩემთან დავაკოპირე. კარგი იქნებოდა ისეც წაგეკითხათ:

    http://informated.wordpress.com/2010/08/04/“წამლის-არ-ქონის-გამო-არ-მ/

    სურათების ლინკი მკვდარია. იქნებ სხვაგან ატვირთოთ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: