Posted by: Author | January 31, 2010

AVATAR

გამიმართლა და იმ ქართველ მაყურებელთა შორის აღმოვჩნდი, რომლებმაც ფილმი “ავატარი” კ/თ “ამირანის” ეკრანებზე მაყურებელთა ფართო აუდიტორიისათვის გამოსვლის პირველივე დღეს (ანუ გუშინწინ) იხილეს.

ვიცი, აღფრთოვანებაც ბევრი მოჰყვა ამ ფილმს და კრიტიკაც ბევრი დაიწერება, მაგრამ ვიქონიებ კადნიერებას და პატარა ანკეტას შემოგთავაზებთ “ავატარის” შესახებ, ვინძლო სწორი მოლოდინები შეგექმნათ, თუ როგორი ფილმის ხილვას აპირებთ.

* * *

ვისთვისაა განკუთვნილი: მაყურებალთა იმ კატეგორიისათვის, ვისაც მოსწონს მასშტაბური ბლოკბასტერები, სპეცეფექტები, სასიყვარულო თავგადასავლები(ც), ლამაზი ფერები და სიახლეები;

ვინ არ უნდა უყუროს: ვინც აფასებს მხოლოდ კონცეპტუალურ კინოს და არ ცნობს ჰოლივუდს – თუ თქვენ თავს ასეთ მაყურებელთა რიგებს მიაკუთვნებთ, აჯობებს არ დახარჯოთ ზედმეტი 2.5 საათი და 15 ლარი;

რით ჰგავს სხვა ამერიკულ ფილმებს: შინაარსით🙂 როგორც ადრე ამოვიკითხე ერთ-ერთ ვებ-გვერდზე, – უცხოპლანეტელები ინდიელებით რომ ჩავანაცვლოთ, დედამიწელები – ესპანელი კოლონიზატორებით, მინერალ ანაბტანიუმს – ოქროთი და კოსმოსურ ხოლმალდები – საზღვაოთი, მულტფილმ “პოკაჰონტასის” სიუჟეტს მივიღებთ;

რით განსხვავდება სხვა ამერიკული ფილმებისაგან: გადაღების ტექნიკით – გადაღებულია 6-ჯერ გაუმჯობესებული motion cupter სისტემით, ორიგინალური ტექნოლოგიით. მოკლედ, თუნდაც ეფექტების გამო ღირს ამ ფილმის ნახვა;

რას მივიჩნევ ფილმის მთავარ ნაკლად: იმას, რომ მთელი დატვირთვა მხოლოდ სანახაობაზეა და სცენარით ვერ გვაკვირვებს;

რა არის ფილმის მთავარი ღირსება: სანახაობრივი მხარის გარდა ის პარალელები, რომელიც შეიძლება ამ ფილმსა და ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთისადმი დამოკიდებულებაში შეიძლება გავავლოთ. და კიდევ ერთხელ მოვინანიოთ ჩვენი დანაშაული ყველა გადაშენებული ცივილიზაციების წინაშე.

პოსტ სკრიპტუმის მაგიერ კი შემოგთავაზებთ ამონარიდს გაზეთ 24 საათში დაბეჭდილი სტატიიდან: “საინტერესოა, როგორ მიიღებს “ავატარს” ქართველი მაყურებელი, რომელსაც რატომღაც ყველასგან განსხვავებული კინოგემოვნება აქვს. ეს სწორედ ის მაყურებელია, რომლიც პირდაპირ ვალდებულად მიიჩნევს თავს აღიარებდეს მხოლოდ ევროპული კინოს (“ფელინი გენიოსია”, “ბლოუ აპი” თვეში ერთხელ თუ არ ვნახე, გავაფრენ”), თანამედროვე რეჟისორებიდან ჯიმ ჯარმუშს, რადგან კუსტურიცა მოდაში აღარაა, ხოლო “ოსკარს” ყველაზე დაბალი დონის ჯილდოდ მიიჩნევდეს. ასეთი მაყურებელი კი იმდენად იბნევა თავის “დახვეწილ და რაფინირებულ გემოვნებაში”, რომ ავიწყდება, რომ საბედნიეროდ კინოს ჟანრული დაყოფა ახასიათებს… “ავატარი” კი სანახაობრივი ჟანრისაა.”


Responses

  1. საინტერესოა მთავარ ღირსებებში “environmentalism”-ი რომ არ შევიდა…

    • მე ჩემს პრიმიტიულ აზრებს ვწერ და თავს არავის ვახვევ🙂 არც განსაკუტრებულ ობიექტურობაზე მაქვს პრეტენზია😛

  2. 24 საათს ქართველი მაყურებლის კრებითი სახელი და გვარი გოგი გვახარია გონია?

    ქართველი მაყურებელი არაფრით განსხვავდება სხვა ქვეყნის მაყურებლისგან, ამიტომ დიდი სიამოვნებით უყურებს ავატარს, ჭამს პოპ-კორნს და სვამს პეპსის.

    ძალიან კარგი სანახაობაა.
    და ავატარამდე ალისას ტრეილერი რომ გადის ის ხომ საერთოდ! განსაკუთრებით ჩეშირული კატა.🙂

    • სამწუხაროდ, “24 საათის” ჟურნალისტი მართალია, ამ შემთხვევაში. ხომ ხარ შენც ფორუმელი?! არ შეგიმჩნევია, როგორი მიდგომა აქვთ ჰოლივუდური ფილმების მიმართ ფორუმელთა დიდ ნაწილს? – ზუსტად ისეთი, როგორც ამ სტატიაშია აღწერილი🙂
      პ.ს. მე “ავატარიც” მომეწონა ერთხელ დიდი ეკრანზე საყურებლად და “ვარკვლავური ომებიც”😛

      • ვიყავი ფორუმელი წინა ცხოვრებაში🙂

        ეგ ყველაფერი პოზაა.
        შარდენზე რო დაჯდება სამი “ბომონდელი”, ჯინ-ტონიკს დაწრუპავს, ესპრესოს დააყოლებს, ტერამისუს მიირთმევს და ისაუბრებს ალმოდოვარზე ეგ არაფერს ნიშნავს. იმიტომ რომ მეორე დღეს სამივე “ავატარის” რიგში დადგება ოღონდ სხვადასხვა სეანსზე, იმიჯი რო არ გაიპაზორონ ერთმანეთის თვალში🙂

  3. @Lord Vader, რა კარგი და არგუმენტირებული შეფასებაა🙂 თანაც უმრავლესობაზე მორგებული შეფასება.
    იცი რისი ბრალია ეგ? დაცინვა და დამცირება გვიყვარს სხვებისა მისი გემოვნების გამო, ჰოდა თავდაცვის მიზნით ასეთ პოზებს ვეფარებით. ოდესმე ამაზე პოსტს დავწერ🙂
    მოკლედ, მადლობა ასეთი საინტერესო კომენტარებისათვის smiley

  4. […] პოსტი არ იარსებებდა, Taboo-ს ბლოგზე გამართული დისკუსია რომ არა – ასე რომ, […]

  5. კარგი იყო, პოსტიც და პოსტ სკრიპტუმიც😀
    ყველაფერს ვეთანხმები, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გუშინდელი ბლოგპოსტით ფაქტიურად უიმედო სიტუაცია დავხატე😀


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: