Posted by: Author | January 20, 2010

როგორ დავეხმაროთ ჰაიტის

დღეს ინფორმაციას ვეძებდი ჰაიტის კატასტროფაზე. აღმოჩნდა, რომ ბევრია მათი დახმარების მსურველი. ჩემი დიდი აღტაცება მინდა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვისაც ჰაიტიზე მოხალისედ სურს წასვლა – მე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი.

ბევრი ორგანიზაცია საქველმოქმედო დახმარებას უწევთ ამ უბედურ ხალხ, ვისაც სასმელი წყალიც კი არ აქვთ და ნანგრევებში სიკვდილს გადარჩენილნი ახლა შიმშილითა და ეპიდემიებით იხოცებიან. ვისაც ჩემსავით სუსტი გული გაქვთ (ან არც გაქვთ) და გსურთ ჰაიტის მოსახლეობას მატერიალური დახმარება გაუწიოთ, ამასთან ფლობთ პლასტიკურ ბარათს, შეგიძლიათ გადაურიცხოთ თანხა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს.

ჩნდება ერთი მნიშვნელოვანი კითხვა – სად უნდა გადარიცხოთ თანხა, რათა მან დანiშნულების ადგილს მიაღწიოს და თაღლითების ხელში არ აღმოჩნდეს. პასუხი, ვფიქრობ, არც ისეთი რთულია – უნდა აირჩიოთ უკვე ცნობილი და საიმედო ორგანიზაციასა და შუამავალს. მე გუგლ ჩექაუთის შუამავლობით უნისეფში გადარიცხვას გავუწევდი რეკომენდაციას – გუგლიც საიმედოა და უნისეფიც. ასევე რეკლამირდება ბუშისა და კლინტონის საქველმოქმედო ფონდი, თუმცა ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ლეგიტიმურია.

კიდევ ერთი ინფორმცია (რომელიც უჩემოდაც გეცოდინებოდათ უკვე) – ხვალ საღამოს პაატა ბურჭულაძის ფონდი “იავნანა” მართავს საქველმოქმედო აქციას ჰაიტის დაზარალებულთა დასახმარებლად. დარეკეთ 3030-ზე და დაეხმარეთ გაჭირვებულ ადამიანებს – თქვენგან გაღებული თითოეული ლარი მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.


Responses

  1. ვაჰ, ეს ბლოგი ახლა აღმოვაჩინე და შემოგიერთდი🙂

    ისე ამ პოსტში დაფიქსირებულ “გუგლი(ც) საიმედოა”-ოზე ცოტა გავმხიარულდი…

    • უნისეფთან მიწერილი ც–ც არ იკითხება ალბათ ძალიან სერიოზულად🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: