Posted by: Author | December 31, 2009

დასაჩუქრების დღე

დღეს ალბათ ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობს🙂 გუშინ საღამოს, როცა ყველა თანამშრომელი უკვე წასული იყო ოფისიდან, ჩამოვუარე და 15–ივე გოგოს საჩუქრები ჩამოვულაგე მაგიდებზე. დღეს დილით სიურპრიზად დახვდათ და და მათი სიხარული ჩემთვის იმ საჩუქრებზე ბეეეევრად ძვირფასია :)  ეს ყოველთვის ასეა – როცა საჩუქარს გასცემ, საპასუხოდ მიღებული დადებითი ენერგია ყოველთვის აჭარბებს გაცემულს. მით უმეტეს მაშინ, როცა ადრესატი ან საერთოდ არ ელოდება შენგან საჩუქარს, ან საჩუქარია ისეთი, რაზეც დიდხანს ოცნებობდა.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ დღესაც ვიფიქრე – სულ 15 გოგონაა ოფისში და მათში გამორჩევა რომ არ დავიწყო, განა ყველას დასაჩუქრებას ვერ გავწვდები–თქო? მზადება სულ ცოტა 1 თვით ადრე დავიწყე და საორიენტაციო საჩუქრების სია შევადგინე. ამ სია ჩემი საყვარელი ჯგუფელები ხსნიდნენ. შემდეგ, შევიძინე–რა საჩუქრები, “გუდვილში” ვიყიდე საჩუქრების შესაფუთი გამჭვირვალე პარკი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი ლენტები, ოქროსფერი აკრილის საღებავი და ფუნჯები. ფერადი ქაღალდები სახლში მქონდა და შევუდექი მისალოცების გაკეთებას (მოგვიანებით სურათებს დავდებ).

ფერადი ქაღალდებისგან მისალოცები გამოვჭერი, ზედ აკრილის საღებავით (ჩემივე გამოჭრილი ტრაფარეტების გამოყენებით) საახალწლო ფიგურები დავახატე, შემდეგ წინასწარ პატარა ფურცლებზე ამობეჭდილი მისალოცი ტექსტები ჩავაკარი (უფრო სოწრად, ჩავასტეპლერე), დირაკოლით გავხვრიტე და ხელნაკეთი მისალოცები მზად იყო.

საჩუქრებისთვის სადღესასწაულო შესახედაობის მისაცემად ორი ყუთი რეფაელო შევიძინე და ყველა საჩურარს, რომელიც უმარხვო თანამშრომლებისთვის იყო გათვალისწინებული, ჩავაყოლე. გამჭვირვალე პარკში მოვათავსე საჩუქარი და ტკბვილეული, ეს პარკი ტომსიკივით ამოვკეცე და ლენტით თავი მოვუკარი. შემდეგ ამ ლენტზე წინასწარ გახვრეტილი მისალოცები ავაცვი, კიდევ ერთხელ გავნასკვე, ლენტის ბოლოები დავახუჭუჭე და საჩუქრებიც გამზადდა (მე მაპატიეთ, რომ სურათების დადებას ვაგვიანებ). მინდა გითრათ, რომ ასეთი სახით მირთმეულ საჩუქარს უფრო მეტი საახალწლო ემოცია მოაქვს. თან ხელნაკეთი ნივთი ყოველთვის მეტ დადებით ენერგეტიკას ატარებს, ამიტომ ვარჩიე 2 ზედმეტი საათია მათ კეთებაში დამეხარჯა (ღამე გამოუძინებლობის ხარჯზე), ვიდრე გამზადებულები მეყიდა.

. . .

რაკი საჩუქრებზე ჩამოვარდა სიტყვა, მოდით აქევ გაგაცნობთ საახალწლო საჩუქრების იდეებს. ალბათ უკვე ყველამ შეიძინა საჩუქრები და ამ თემაზე საუბარი დავაგვიანე, მაგრამ იყოს მაინც: შობა და ძველით ახალი წელი ხომ ჯერ კიდევ წინაა.

პირველ რიგში უნდა შევთანხმდეთ, რომ სხვადასხვა სიახლოვის და წრის (პირად წრეს ვგულისხმობ, და არა სოციალურს, თუმცაღა ესეც გასათვალიწინებელია) ადამიანებს სხვადასხვა სახის, გამოყენებისა და ფასის საჩუქრები ეკუთვნით. მაგალითად, თანამშრომელ ბიჭს რომ აჩუქოთ ტისოს საათი, აუცილებლად იფიქრებს, რომ ეს თქვენგან გარკვეული ნართაულია. ასევე, თუ გაქვთ საჩუქრების შეძენის საშუალება და მაინც ოჯახის ახლო წევრისთვის მხოლოდ პატარა, არცთუ ძვირფას და გამოუსადეგარ (თუნდაც ლამაზ) სუვენირს ყიდულობ, ალბათ ესეც არასწორია – ახლობელი ადამიანები იმსახურებენ იმას, რომ მართლა გაახარო საჩუქრით. ჰოდა მივყვეთ საჩუქრების იდეებს და მოვაქციოთ გარკვეულ კლასიფიკაციაში.

კოლეგებისთვის:
სათამაშო ნაძვის ხისათვის;
მაგიდაზე დასადგმელად ნებისმიერი სუვენირი;
ლამაზი პატარა ფაიფურის თოჯინა;
ბილეთები სპექტაკლზე, კინოთეატრში;
ჭიქა და მისი სადგამი. შესაძლოა საყვარელი საფეხბურთო კლუბის ლოგოთი;
შოკოლადის ნაკრები;

უფროსისთვის:
ღვინო, ვისკი, კონიაკი;
ჰალსტუხი;
ცხვირსახოცების ნაკრები;
სავიზიტო ბარათების ჩასადები;

მეგობრებისთვის:
ქამარი, ბიჭისათვის შეგიძლიათ შეიძინოთ “ჯორდანოში”, გოგონასათვის – “მანგოში”;
თვალის ჩრდილები, კონსილერი, პომადა (თუ სასურველი ფერი იცით), ფანქარი;
საკარნავალო ნიღაბი;
საყურე, გულსაბნევი, ბეჭედი (თითის ზომა უნდა იცოდეთ), თმისსამაგრი;
შარფი, კაშნე;
სამოგზაურო აქსესუარები: კარავი, საძილე ტომარა;
უკაბელო ყურსასმენი (ე. წ. ბლუთუსი);
საყავრელი შემსრულებლის უახლესი ალბომი;
საყვარელი ფილმი DVD–ზე;
ფეხბურთის ბურთი ან მეკარის ხელთათმანები (თუ ფეხბურთის თამაში ძლაიან ძალიან უყვარს), ასევე ნებისმიერი აქსესუარი, დაკავშირებული სპორტის საყვარელ სახეობასთან;
5+1 დინამიკები;
კარგი ნაუშნიკები;
გასაღების ბრელოკი მაგალითად ციფრული ფოტო-ფრეიმით;

და, ძმა, სიძე, რძალი:
სვოჩის საათი;
ვერცხლის ან ბრენდული ბიჟუტერიის სამკაულები;
სუნამო (აქ ცოტა ფრთხილად – გემოვნების გათვალისწინება აუცილებელია);
საყვარელის საფეხბურთო/კალათბურთის/რაგბის გუნდის რაიმე აქსესუარი;
მანჟეტების და ჰალსტუხის სამაგრების ნაკრები;
ვიქტორინოქსის დანა, გასაღებების სამაგრი;
iPod-ის გაჯეთები (იგულისხმება, რომ iPod აქვს);
ოჯახში გამოსადეგარი ნივთი, მაგრამ სასურველია არ იყოს სამაზარეულოსათვის რაიმე ნაკრები, თორემ უფრო ძალიან ბანალური იქნება. გამოდგება: ლოგინის თეთრეული (გაითვალისწინეთ საწოლისა და ბალიშების ზომა, საბნის ფორმა), ჭაღი, ფარდები, დეკორატიული ვაზა (გაითვალისწინეთ ინტერიერის თავისებურებები);
თუ მანქანა ჰყავს: მაგნიტოფონის დინამიკები, მანქანის MP3 ფლეერი.

მშობლები, მეუღლის შობლები:
საფულე (მამაჩემისთვის “ბემონში” შევიძინე);
პარკერის კალამი;
მაგიდაზე დასადები საკანცელარიო ნაკრები;
ჩანთა;
აბრეშუმის შარფი;
ტყავის ქამარი;
საათი ტყავის სამაჯურზე;
ოქროს საყურე;

მეუღლე, საყვარელი მამაკაცი:
ძვირფასი ჭადრაკი ან ნარდი (2 წლის წინ “კლონდაიკში” შევიძინე ძალიან ლამაზი ჭადრაკი);
ტექნიკური ნივთი ან ხელსაწყო – ლაზერული მზომები, ბეწვა ხერხი (თუ ხეზე მშაობა უყვარს) და ა. შ.;
მუსიკალური ფლეერი;
გიტარა (თუ უკრავს, მაგრამ არ აქვს);
“ბალის” ფირმის საფულე ან ქამარი;
“ტისოს” (ან იქნებ რამე უფრო ძვირფასიც) საათი – გაითვალისწინეთ, როგორ ციფერბლატს, სამაჯურსა და სტილს ანიჭებს უპირატესობას თქვენი რჩეული;
სპორტული აქსესუარი (თხილამურებზე სასრიალოდ სათვალე, ხელთათმანები);
მობილური;
GPS ნავიგატორი;
საკუთარი ხელით მოქსოვლი კაშნე, ხელნაკეთი პანო, საკუთარი ნახატი ან ფოტოგრაფია (გამზადებული კედელზე ჩამოსაკიდად);
სექსუალური თეთრეული თქვენთვის😛

მეუღლე, საყვარელი ქალი:
აქ კი თავს შევიკავებ – ჩემი მეუღლე ჩემი ბლოგის მკითხველია, და არ მინდა რამის ყიდვისაკენ ვუბიძგო🙂

და ბოლოს – საჩუქარი საკუთარ თავს (ქალბატონებისთვის):
ARTDECO-ს თვალის ჩრდილი “ლუტეციაში” – საშუალება გეძლევათ თქვენ თვითონ შეარჩიოთ თითოეული ჩრდილის ფერი და ჩაალაგოთ მაგნიტური ძირის მქონე სპეციალურ კოლოფში;
Lancoma-ს ტუში წამწამებისათვის;
საყავრელი სუნამო (რომელსაც ვერავინ შეგირჩევს სასაჩუქრედ ისე ზუსტად, როგორც შენ საკუთარი თავისთვის);
სვაროვსკის ბეჭედი – წელიწადში ერთხელ შეიძლება საკთარ თავს მისცე ძვირფასი ბიჟუტერიის შეძენის უფლება; 2 ბილეთი პარიზში – ოდესმე ავისრულებ ამ სურვილსაც🙂 ;
პატარა რემონტი ბინის რომელიმე საყვარელ ოთახში – საახალწლოდ მზად უნდა იყოს.

წინასწარ გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ წელს! სიკეთის, სიხარულის, ბედნიერების, სიმყუდროვის და უამრავი დადებითი ემოციის მომტანი ყოფილიყოს 2010. მშვიდობა ყოფილიყოს თქვენს გულებში და სრულიად საქართველოში!

საუკეთესო სურვილებით,
თქვენი ნინო (ტაბუ)


Responses

  1. ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება…

    რა კარგი წამოწყებაა, თუ გაქვს საშუალება🙂

    U’re a good person :*

    • არა, არავითარი good person ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მართლა🙂 good person მაშინ ვიქნებოდი, საჩუქრებზე დახარჯული თანხა ვთქვათ ქველმოქმედებისთვის რომ მომეხმარებინა…

  2. vaimeee🙂
    ra magari ram gagiketebia🙂 :* kochag!!!

    gilocav damdeg 2010 wels da gisurveb dzaaalian didi sixarulsa da bednierebas da cinsvlas cxovrebashi🙂

    • მაგარში თუ კრეატიულს და საინტერესოს გულისხმობ, კიდევ ხო🙂
      მეც გილოცავ უკვე დადგარ 2010 წელს. ლამაზ და ახალი ემოციებით დატვირთლ წელიწადს გისურვებ.
      პ.ს. რაღაცნაირად მომწონს შენი ბლოგი და გსტუმრობ ხოლმე🙂

  3. ერთის მხრივ, ცუდია, რომ არ წერ რა გინდა საახალწლოდ, იმიტომ რომ მერე მე ვწვალობ ყოველ დრესასწაულზე🙂, მაგრამ მეორეს მხრივ კარგია, თორემ ვინ იცის, იქნებ მე შენი საჩუქრის იდეა დამოუკიდებლად მომივიდა თავში და შენ კი გეგონება, რომ ბლოგიდან ავიღე.
    ახალ წელს მოგილოცავ ძვირფასო.
    LOVE U

  4. “2 ბილეთი პარიზში – ოდესმე ავისრულებ ამ სურვილსაც :)”

    ესეც არ არის პრობლემა, ხომ იცი, ოღონდ მითხარი ის დრო, როდესაც ნამდვილად გეცლება, იმიტომ რომ “რატომღაც” საფრანგეთში თურმე ვიზა ყოფილა საჭირო.

    და კიდევ ერთხელ LOVE U

    • George, ამქვეყნად საუკეთესო მეუღლე :* :* :*
      მადლობა, რომ მე მყავხარ ასეთი კარგი!
      LOVE YOU TOO

  5. როგორც ყოველთვის, შეუდარებელი ხარ, ლამაზუკა, ყველანაირად.
    და ღმერთს მადლობა, რომ მე ოროვე მყევხართ Taboo & George

    Love you, both, too, too much.

  6. “საკუთარი ხელით მოქსოვლი კაშნე, ხელნაკეთი პანო, საკუთარი ნახატი ან ფოტოგრაფია (გამზადებული კედელზე ჩამოსაკიდად);”
    მეცნობა
    მე ჩამიდენია მსგავსი რამ–ანუ ერთხელ 1,5 ვქსოვდი შარფს მისთვის
    და ერთხელ კიდე მეგობარს ჩემი დახატული შედევრი ვაჩუქრე , ყველაზე ყველაზე ყველაზე საჩუქრები ეგ იყო!

    • დარწმუნებული ვარ, ყველაზე მაგარი საჩუქრები იქნებოდა🙂
      სურათები არ გაქვს შემონახული?

  7. უი სამწუხაროდ არა😦
    არ მიფიქრია გადამეღო
    😛
    ალბათ უნდა გადამეღო
    თუმცა მაინც არ გამოვფედი ეს ხომ ზალიან პირადული იყო ანუ მე გავაკეთე მხოლოდ მისთვს პერსონალური საჩუქარი🙂

    რეავიცი რეავიცი

    • pelagiaa, :*
      მით უმეტეს, რომ ბლოგებზე ერთნაირი საახალწლო სქინები გვქონია🙂

  8. ხო ეს მეც შევნიშნე🙂
    ეს სქინი ეხლახან დავაყენე
    მალევე გადავაყენებ გაიაროს შობა–ახალმა წელმა🙂
    გილოცავ შობას! 🙂

  9. შენ რა ყურადღებიანი და ცაკალელი ვინმე ყოფილხარ

    • smiley
      დიდი მადლობა!

  10. :)) რა კარგია:) ყოჩაღ! ისე დადებითად დავიმუხტე, ისე მომეწონა, ასე მგონია ჩემს მაგიდაზეც დამხვდა საჩუქარი :))))

    მეც შეეცადე რაღაც მსგავსი გამეკეთებინა. 2 იანვარს სამსახურში შევიარე და ყველას თავის კოპთან ფერად ფურცელზე დაწერილი სურვილი დავუტოვე. რა თქმა უნდა ყველასი სხვადასხვა იყო, მათი ცხოვრებიდან გამომდინარე. ერთს მამა დაეღიპა დეკემბრის ბოლო დღეებში და მისი მისალოცი ამ თემას ეხმაურებოდა, ცოტა ხნის წინ მითხრა, ვიტირე რომ წავიკითხეო.

    სხვები 18-ში ნახავენ (ჯერ ვისვენებთ ისევ) და მგონია, რომ გაეხარდებათ.

    მთავარი ხომ ყურადღებაა და საჩუქრის წონა და ფასი:)))

    კიდევ ერთხელ ყოჩაღ!

    • ძალიან დიდი მადლობა, სეხნიავ🙂
      დარწმუნებული ვარ, შენი ბარათები ყველას ძალიან გაუხარდებოდა/გაუხარდება – მთავარი ხომ ყურადღებაა ყველა საჩუქარში🙂
      :*

  11. ”დღეს ალბათ ჩემზე ბედნიერი კაცი არ არსებობს” – აი, ამიტომ მეგონე კაცი😀

    ბოლომდე რო არ წავიკითხე მაგის ბრალია😦

  12. […] თავს აღარ შეგაწყენთ და ერთ-ერთ თემაში შეპირებისამებრ მოგიყვებით, თუ როგორ […]


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: