Posted by: Author | December 28, 2009

ჩემი მაკნატუნა

დღეს 14:50 სთ-ზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობასთან მივედი ბალეტ “მაკნატუნას” სანახავად, წარმოდგენა კი გადაიდო ტექნიკური მიზეზების გამო… ამიტომაც სახლში მოსული ჩავუჯექი youtube-ს და მაკნატუნური შიმშილი სულ სულ ცოტათი დავიკმაყოფილე.

. . .

ჩემი დაავადება ამ ბალეტით ღრმა ბავშვობაში დაიწყო – ჩაიკოვსკის გენიალურმა მუსიკამ პატარაობაშივე მომხიბლა საბჭოთა მულტფილმის, “Щелкунчик“-ყურების დროს. გავიდა წლები – ტელევიზორში მულტფილმს არ აჩვენებდნენ, თბილისის საბალეტო (თუ საოპერო) სცენაზე ბალეტი არ იდგმებოდა, მე კი კვლავინდებურად ყურში ჩამესმოდა საოცარი მელოდია. ბავშვობის სურვილი პირველად 2001 წელს ავისრულე, როცა ზემოთხსენებულ დაწესებულებაში “მაკნატუნას” წარმოდგენაზე საკუთარი სტიპენდიით წავედი. 2002 წელს კი მეუღლისგან (მაშინ შეყვარებულისგან) საჩუქრად კომპაქტ-დისკიც მივიღე – რა თქმა უნდა, “მაკნატუნასი”. უნდა ვაღიარო, ამ დისკისათვის ბევრჯერ არ მომისმენია. რატომ? მიზეზი ალბათ ცოტა უცნაურია – არ მინდა მოვიბეზრო ის, რაც ჩემთვის ასეთი ჯადოსნურია. და მართლაც, ეს მელოდიები დღემდე ჩემი სულის სიღრმემდე შეძვრას ახერხებენ.

ჰოფმანის საშობაო ზღაპარზე საბალეტო მელოდიები 1891 წელს დაწერა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთმა საუკეთესო კომპოზიტორმა – პეტრე ჩაიკოვსკიმ საიმპერატორო თეატრის დირექციის დაქვეთით. პირველი საბალეტო დადგმა კი მარიუს პეტიპამ განახორციელა 1891-92 წლებში. ბალეტს თავიდანვე არ მოუპოვია პოპულარობა და ჩემდა გასაკვირად, სწორედ მის მელოდიებს იწუნებდნენ. თუმცა, შედევრების შემფასებელი დროა და დღეს არ არსებობს არცერთი საბალეტო დასი, თეატრი, სასწავლებელი თუ სკოლა, რომელიც ამ ბალეტს არ დგამს. აქვე ერთ საინტერესო ინფორმაციასაც მოგახსენებთ: თურმე ჩაიკოვსკი თავის ქმნილებას ძირითადად საქართველოში წერდა და “არაბული (ინდური) ცეკვა” სხვა არაფერია, თუ არა ქართული “იავნანას” ოდნავი სახეცვლილება. თავად დარწმუნდით:

მიუხედავად მიღებული აზრისა, რომ “მაკნატუნა” საშობაო ზღაპარია, ჩემთვის იგი უფრო სევდიანი ისტორიაა – ისტორია, სადაც მარი (კლარა) სიყვარულს კარგავს და გამოღვიძებული უზომოდ იმედგაცრუებული რჩება. ჩემს ამ წარმოდგენას “პა დე დე”-ს მელოდიის ტრაგიზმიც აძლირებს.

მარიუს პეტიპას შემდგომ ბალეტი უამრავმა სხვადასხვა ქორეოგრაფმა ხელახლა დადგა. მათ შორისაა სახელგანთქმული ქართველი ქორეოგრაფი ჯორჯ ბალანჩინიც. თბილისში წარმოდგენილია “მაკნატუნა” იური გრიგოროვიჩის ქორეოგრაფიით. იგივე ქორეოგრაფიაა (მ. შ. კოსტუმები და დეკორაციები) წარმოდგენილი მოსკოვის დიდ თეატრშიც. ეს ჩემი საყვარელი ვერსიაა და დღეს ყველა ვიდეო-ფაილსა თუ სურათს სწორედ აქდან წარმოგიდგენთ.

დავიწყოთ მაკნატუნას უფლისწულად გადაქცევის სცენით. უფლისწულის როლში – ნიკოლოზ ცისკარიძე:

“ფიფქების ვალსი” – ლამაზი მელოდია შერწყმული არანაკლებ ლამაზ ცეკვასთან

ეს მელოდია ალბათ ყველას გაქვთ მოსმენილი: “ყვავილების ვალსი”  – ცოტათი მოსაწყენი საყურებლად ცეკვა და გენიალური მელოდია:

ეს კი ჩემი ტკბილი ლუკმაა – “Pas De Deux” (a.k.a. პა დე დე). ტკბილი კიდეც სხვა სიტყვაა – საოცარი ტრაგიზმით აღსავსე მუსიკა. მუსიკა, რომელიც ძვალსა და რბილში ატანს, სულის უფაქიზეს სიმებს ეხება და ცრემლებს დუელში იწვევენ… ჩემთვის ეს მელოდია ამქვეყნად არსებულ ყველა მელოდიაზე უფრო მჟღერი, ძლიერი და ფასეულია და ეს სიტყვები მაინც ბოლომდე ვერ გადმოსცემენ მის მნიშვნელობას ჩემთვის. ყველაფერი ეს + ულამაზესი ქორეოგრაფიული მონახაზი:

ნიკოლოზ ცისკარიძის სოლო – საოცრად გრაციოზული უფლისწული:

ესეც მარის (კლარას) სოლო – მელოდიას ჰქვია “შაქარყინულის ფერიის ცეკვა” (უცნაური სახელია, არა?):

და სპექტაკლში უფლისწულისა და მარის ბოლო ერთობლივი ცეკვა – ამის შემდეგ მარი იღვიძებს, “მაკნატუნა” კი ისევ კაკლის სამტვრევი თოჯინაა:

. . .

ვისაც გსურთ “მაკნატუნას” გადმოწერა, შეგიძლიათ ისარგელოთ P.S.-ში მითითებული ბმულით.

საახალწლო ბონუსად კი “მაკნატუნას” (რა თქმა უნდა, გრიგოროვიჩის ქორეოგრაფიას) wallpaper-ს გაჩუქებთ:

პ.ს. 2011 წლის 31 იანვრის თარიღით: საჩუქრად ბალეტის ვიდეოჩანაწერი (რასაკვირველია, სწორედ ჩემთვის საყვარელი გრიგოროვიჩის ქორეოგრაფიით) – http://allshares.ge/download.php?id=EA502E4D50 (ბმული განახლებულია 2011 წლის 28 დეკემბერს)


Responses

  1. რა კარგი პოსტია.🙂

  2. kevana, ძალიან დიდი მადლობა დადებითი შეფასებისთვის🙂

  3. ჩემი საყვარელი ბალეტი… ჩაიკოვსკის სამი ბალეტიდან ყველაზე მეტად მაკნატუნა მიყვარს.

    ფანტასტიური პოსტია. გემრიელი და ინფორმატიული. მუსიკაც ექსპერტის შერჩეულია აშკარად🙂

    რაც შეეხება ჩემს მაკნატუნას – ძალიან მიყვარს ამ რამდენიმე წლის წინ აღდგენილი ჩვენი სპექტაკლი, სოლიკო ვირსალაძის ულამაზესი დეკორაციებით. საბედნიეროდ, ის დადგმაც ვნახე, ნინო ანანიაშვილი მარის პარტიას ბოლოჯერ რომ ცეკვავდა.

    და კიდევ ერთი რჩევა ყველას – ბავშვს პირველად აუცილებლად მაკნატუნა აჩვენეთ. ულამაზესია, ნამდვილი საშობაო ფეერია, ზღაპრის ფორმაში გადაწყვეტილი სერიოზული და ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ბავშვს კოსტუმებიც მოეწონება, მუსიკაც, ქართულ იავნანასაც იცნობს (თუ ვერ იცნობს – უკარნახეთ და ისიც მოუყევით, რომ ეს ბალეტი თბილისში და სოლოლაკშია დაწერილი) და მთელი სიცოცხლის მანძილზე ეყვარება კლასიკური მუსიკა.

  4. კაპუჩინო , მართლა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ასეთი ლამაზი და საინტერესო კომენტარისათვის – ამ კომენტარიდან მეც რაღაც ახალი გავიგე. და კიდევ, მადლობა კარგი შეფასებისათვის🙂

  5. sheni posti bevrad ufro informatiuli iyo🙂 lamazic🙂 musikaluri gaformebac satanado hqonda – fragmentebi gemovnebit da saqmis codnit iyo shercheuli🙂 amitomac gulgrilad ver chavuare🙂

    • კაპუჩინო, გემოვნებიანი მკითხველისგან დადებითი შეფასება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ასე რომ, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.

  6. tqven gaixaret, mteli gulit mindoda chemi moswavleebi am dgeebshi “”maknatunas”” sanaxavad wameyvana, samwuxarod, biletebi agar iyo,sruliad shemtxvevit vipove es gverdi da mat warmodgena shevuqmeni am ushesanishnaves baletze, kidec da kidev madloba, bednieri shoba-axali weli gagitenot ufalma,tqven momecit sashualeba lamazi da dauviwyari sachuqari gameketebina mattvis, ert-ertma naxvistanave agfrtovanebulma momwera-ra lamazia, neta rodis daidgmeva kidev rom mahin mainc vnaxooo, interesi agedzrat, rac imis nishania, rom daxvewil klasikur musikas mati saxit kargi msmenelebi sheemateba.

    • მოგესალმებით,
      თქვენთვის მაქვს სასიამოვნო ინფორმაცია – გთხოვთ, შეამოწმოთ ელ–ფოსტა.

  7. ძალიან ძალიან ძალიან მიყვარს🙂 ჩაიკოვსკის სამივე ბალეტი, მაგრამ მაკნატუნა – განსაკუთრებით, აკი გითხარი, შენ მუსიკაზე უნდა წერო🙂

    • კიდევ ერთხელ მადლობა, მოლი🙂

  8. rogor gadmovwero?

    • ბმული გასაახლებელია – ხელახლა ავტირთავ. თუ ელ-ფოსტასაც შეავსებთ კომენტარების გრაფაში, შეგატყობინებთ ბმულის განახლებას.

  9. ძალიან კარგად მესმის იმ აღფრთოვანების რაც პოსტში ჩანს, იმიტომ რომ მეც ზუსტად იგივე სიყვარული მაქვს მაკნატუნას მიმართ, იმ ზღაპრული მელოდიების მიმართ, რაშიც ჩაიკოვსკიმ თავით ფეხამდე გაგვახვია და მოგვნუსხა. ზუსტად ახლახანს, 13 იანვარს ვიყავი ბოლოს მაკნატუნაზე და თავი ისევ პატარა მეგონა, ბავშვი რომელსაც ზღაპრული სამყაროსი სწამს. ეს ის ბალეტია, რომელიც ყველას აიძულებს შეიგრძნოს და ზუსტად ვიცი რომ სიბერეშიც იმავე აღფრთოვანებით ვუყურებ და მოვისმენ მას როგორი აღფრთოვანებითაც პირველად ვიხილე და მოვიწამელ მისით.🙂 დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი პოსტისთვის.🙂

    • პირველ რიგში შენ მადლობა ბლოგზე სტუმრობისა და ასეთი თბილი შეფასებისათვის🙂
      თეთრი შურით მშურს – 2009 წლის იანვარს ვნახე ბოლოს “მაკნატუნა”🙂
      წლები გადის, მე კი ისევ იმ გაუხუნებელი სიყვარულით მიყვარს ეს შედევრი…

  10. მაგარია

  11. შეგიძლიათ ლინკი განაახლოთ? დიდი მადლობა..

    • განვაახლებ აუცილებლად. ისე, თქვენი ელ-ფოსტა რომ მიგეთითებინათ, მეილითაც შეგატყობინებდით ლინქის განახლებას🙂

  12. nino_kakoshvili@yahoo.com დიდი მადლობა წინასწარ:) ძალიან გამახარებთ:)

  13. აღარ შემეხიმანეთ??

    • გამარჯობა,
      კომპიუტერში ვერ ვიპოვნე – დივიდიდან დავრიპავ, როცა მოვიცლი და მოგწერთ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: