Posted by: Author | December 17, 2009

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე

ბინის დეკორაციასთან დაკავშირებულ იდეებს უკვე გავეცანით. ახლა ახალი წლის დედოფალს – ნაძვის ხეს მივხედოთ.

სიტყვებს, რომ უნდა დაივიწყოთ ყველა ჩარჩო, ახლაც გავიმეორებ, თან კიდევ უფრო თამამად და თავდაჯერებულად. რაც უფრო ორიგინალურ იდეას განახორციელებთ ნაძვის ხეზე, მით უფრო თვითმყოფად საახალწლო გარემოს შეიქმნით სახლში. მთავარია, აირჩიოთ იდეა და ბოლომდე მიჰყვეთ მას.

გარდა ტრადიციული შუშის სათამაშოების და წვიმებისა, ნაძვის მოსართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

(1) ყვავილები და პეპლები; (2) ფრინველის ფორმის სათამაშოები; (3) ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები; (4) ზღვის ნიჟარები და ვარსკვლავები, თევზები, გემები; (5) პლუშის სათამაშოები; (6) მაკნატუნები; (7) ფერადი კრისტალები; (8) ზარები; (9) ფიფქები; (10) ნამცხვრები; (11) ხილი და ფოლგის ქაღალდში გახვეული კაკალი; (12) ცისარტყელას ფერებში შერჩეული სათამაშოები, რომლებსაც შესბამისი თანმიმდევრობით ჩამოკიდებთ ხეზე; (13) კომპაქრ დისკები; (14) ნებისმიერი ზღაპრის გმირები; (15) გირჩები; (16) მძივები

მოკლედ ყველაფერი, რასაც კი თვქენი ფანტაზია გასწვდება. ერთადერთია, რომ არ გადაამლაშოთ: აირჩიეთ ერთი მიმართულება და იტრიალეთ მის გარშემო.

ვნახოთ სათითაოდ სხვადასხვა სტილში გადაწყვეტილი ნაძვები.

ყვავილები და პეპლები:

გაფორმება ფრინველებით:

ამ ნაძვის ხისათვის ჩიტებთან ერთაც ლამაზი მისალოცი ბარათებია გამოყენებული:

ნაძვზე ერთობ ეფექტურად გამოიყურება ვარსკვლავები:

და სხვა ციური სხეულებიც:

აქ დეკორაციად გამოყენებულია ჩვეულებრივი ხილი:

და კონფეტები:

დეკორაციად გამოყენებულია ჩეულებრივი ბახრამა:

ეს კი ჩემი ფავორიტია: ნაძვის სათამაშოებად გამოყენებუილა კრისტალები – დაახლოებით ისეთი, კლასიკურ ჭაღებზე რომ არის ჩამოკიდებული

კიდევ ერთი ნაძვი, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება დაიმსახურა – ზღვის ნობათების გემოვნებიანი კომპოზიცია:

ყვავილების გირლანდები და ბაფთები:

საათებით გაფორმებული ნაძვი:

კიდევ ერთი გემვნებიანი ინტერიერი – “ძუნწად” გაფორმებული მოზრდილი შუშის ბურთებით:

დღეისათვის ყველაზე ორიგინალური იდეა – ნაჭერში გახვეული მანათობელი ნაძვის ხე:

შემდეგი რეკომენდაცია, რასაც ინტერიერის დიზაინერები გვაძლევენ, რათა ნაძვის ხე მაქსიმალურად ორგანულად შეერწყას გარემოს, არის ფერთა შეხამება ინტერიერიერის ძირითად პალიტრასთან. მაგალითად:

ინტერიერი თეთრ ტონალობაში

ინტერიერი თეთრსა და წითელ ფერებში

გაფორმება თეთრ, წითელ და ცისფერ ტონალობებში

მწვანე–ხაკისფერი ინტერიერი

ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ ვეღარ მოვიძიე ერთი ნაძვის ხის ფოტო. ხე იყო გაფორმებული „მაკნატუნებით“ და ნოტების წიგნების დახვეული და გაბაფთული ფურცლებით. დეკორაცია იმდენად ლამაზი იყო, რომ 3 წლის წინ (როცა სახლისთვის ახალი ნაძვის ხე შევიძინეთ) გადავწყვიტე მეც მომეძებნა ნაძვისთვის მაკნატუნები და ანალოგიურად გამეფორმებინა იგი. სამწუხაროდ, ქართულ ბაზარზე მაკნატუნების სიმცირე აღმოჩნდა და ჩემი გეგმაც ჩაიფარცხა.

ჩემს ფოტოთეკაში კიდევ მაქვს რამოდენიმე საინტერესო სურათი, მაგრამ მათ საახალწლო სუფრის გაფორმებასთან ერთად წარმოგიდგენთ. დღეს კი ამით გემშვიდობებით და იმედს ვიქონიებ, რომ ეს სტატია თქვენთვის იდეების პატარა წყარო მაინც გახდება.


Responses

  1. აუჰ
    ძალიან ძალიან
    დდი ნაძვისხე მინდა
    უზარმაზარი
    და
    სულ ერთი ფერი სათამაშოებით მორთული

    • ძალიან ძალიან დიდი ნაძვის ხის ძალიან ძალიან ხელმისაწვდომ ფასში შესაძენად 1 რჩევა: იყიდე 31 დეკემბერს საღამოს (მაღაზიის დაკეტვამდე). ჩემმა ერთა მეგობარმა შარშან ხსენებულ დროს 400 ლარიანი ნაძვი 100 ლარად შეიძინა😉

  2. წელს ნაძვის ხის კი არა ახალი წლის ხალისიც არმაქს,😦
    საინტერესოა როგორ სემეყრება იგი მე და როგორ შევეყრები მე მას😀

  3. @taknatuna, რატომ ასე სევდიანად?😦
    თუ რამე კონკრეტული მიზეზი არ გაქვს, მაშინ ყოველ დილით სარკეში საკუთარ თავს გულიანად(!) გაუღიმე. ახალ წლამდესარკის დახმარების გარეშეც შეძებ ამას🙂

  4. მთელი ცხოვრებაა ვოცნებობ დიდ ნაძვის ხეზე.
    აი ეგეთზე, როგორიც სურათზეა.

  5. სრულიად არ მაქვს ახალი წლის ემოცია. 😦

    • დასანანია😦
      ისე დიდი ნაძვის ხის შეძენასთან დაკავშირებით taknatunaს პირველ კომენტარზე ჩემი პასუხი იხილეთ: 31-ში დილით 50%-იანი და საღამოს კაი 75%-იანი ფასდაკლებით შეიძლება ნაძვის ხეების შეძენა დიდ სუპერმარკეტებშიც კი🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: