Posted by: Author | December 16, 2009

საახალწლო დეკორი

სახლის საახალწლო დეკორაცია дело святое. ამ მიზნით თქვენი თავისუფალი დროის ნაწილის დახარჯვა ნამდვილად ღირს, რადგან რაც უფრო მეტი ფანტაზიითა და გულისყურით მოეკიდებით თქვენი ბინის მორთვას, მით უფრო მეტი ხალისით შემოიჭრება ახალი წელი თქვენს ცხოვრებაში.

შევეცდები, ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემი წვლილი შემოვიტანო.

პირველ რიგში დაივიწყეთ ყველა ჩარჩო. ხომ გინდათ, რომ ეს ახალი წელი რაღაცით გამორჩეული და ორიგინალური იყოს? ხომ გინდათ, მეგობრები გააოცოთ დეკორაციული სიახლეებით? მაშინ მიმართეთ ფანტაზიას, ცოტაც ამ საქმის სპეციალისტებს დავუჯეროთ და შევუდგეთ.

პირველი ნაბიჯი: განსაზღვრეთ, რა ემოციები მოაქვს თქვენთვის ახალ წელს, რა თემატიკასთან, ფერებთან და ფაქტურებთან ასოცირდება იგი. შესაძლოა, თქვენთვის ახალი წელი თოვლია – სპეტაკი სითეთრე და ბზინვარება, თეთრად გადაპენტილი მარადმწვანე ნაძვები; ან იქნებ ახალი წელი აგუგუნებულ ბუხართან გატარებული ღამეა – მოციმციმე სინათლე, სითბო გულში და საახალწლო ზღაპრები; შეიძლება თქვენი ახალი წელი კოკა–კოლას რეკლამას ჰგავს – ჩასუქებული სანტა კლაუსი ჩუმად მოიპარება სახლში, რომელიც წითელი და ოქროსფერი გირლანდებითაა მოკაზმული, ოთახის შუაგულში უზარმაზარი მწვანე ფუმფულა ნაძვის ხე დგას, ხოლო საჩუქრებისთვის აუცილებლად არის ჩამოკიდებული არაადამიანური ზომის წინდები.

ასეთია თქვენი ახალი წელი და გგონიათ, რომ მის მისაღწევად სულ ცოტა ლაპლანდიაში უნდა ცხოვრობდეთ?! საბედნიეროდ, თქვენ ცდებით.

მეორე  ნაბიჯი: ერთად მოვიფიქროთ, თუ როგორ შევქმნათ თოვლის, ბუხრის, სანტა–კლაუსის მოლოდინში გარინდული სახლის ან კიდევ სხვა ჩვენთვის სასურველი შთაბეჭდილება.

თოვლი

დამახასიათებელი ელემენტებია: ყინულის ლოლოები, ფიფქები, თეთრად შეჭირხლული ნაძვის ტოტები, გადათეთრებული ხეები.

როგორ მივაღწიოთ: გუდვილში შუშის ლოლოების დიდი არჩევანია. ყუთებში ჩალაგებულია სხვადასხვა ფაქტურის, ზომისა და ფასის ლოლოები. შეიძინეთ ისინი ჩამოკიდეთ ყველგან, სადაც კი შესაძლებელია და ხელს არ შეგიშლით. არც თეთრი ფიფქების ნაკელბობაა სუპერმარკეტებში. ფიფქების განთავსება შეიძლება ფანჯრის მინებზე(მე შარშან სკოჩით მქონდა მიკრული და ცუდად ნამდილად არ გამოიყურებოდა). ასევე შეგიძლიათ სხვდასხვა სიგრძის თეთრ ძაფებზე (ან ძუაზე – უმჯობესია) გამობმული თოკებით დაკიდოთ ჭერზე მთელი ოთახის პერიმეტრზე, რაც შექმნის თოვის ეფექტს.

თუ ჟურნალ „ახალ ბინას“ ვერწმუნებით, მოჭირხლული ტოტის ეფექტი ადვილი მისაღებია შემდეგი მეთოდით: გავაკეთოთ კარგად კონცენტრირებული მარილიანი ხსნარი, მასში ჩავდოთ ნაძვის ტოტი და მთელი ღამე დავტოვოთ. დილით ამოვიღოთ ხსნარიდან – წყალი აორთქლდება, მარილის კრისტალები კი თოვლივით დარჩება მწვანე ზედაპირზე. ასეთი ტოტები შეგიძლიათ მარტივად განათავსოთ ლარნაკში და ოთახის კუთხეებში დადგათ, ან გვირგვინი მოწნათ, მორთოთ ვერცხლისფერი/თეთრი ფერის მძივებით და პარმაღზე დაკიდოთ, ან სანთლის გარშემო მორკალოთ, ანდა სულაც ხელსახოცების ორიგინალურ „ბეჭდებად“ გამოიყენოთ.

ნაძვის ხე თეთრი ფერისა მოუხდება, რომლის მოსართავადაც ცივი ტონალობის სათამაშოები შეგიძლიათ გამოიყენოთ: ცისფერი, ლურჯი, იისფერი, მწვანე. თეთრი ფერის ნათურებიც არ დაგავიწყდეთ – მათი სიმრავლე ლოლოებსა და ფიფქებსაც ლამაზად ააბრდღვიალებს და საზეიმო განწყობასაც შემოიტანს. ნათურებით შეგიძლიათ მორთოთ როგორც ნაძვის ხე, ასევე ოთახების კუთხეები. მანათობელი ზოლები ძალიან ეფექტურად გამოიყურებაფანჯრის კიდეების გაყოლებაზე(მ. შ. გარედანაც). არ უნდა დაივიწყოთ ხელოვნური თოვლიც.

ასევე ძალიან ეფექტური და ორიგინალურია შუშისა და სარკის აპლიკაციები. ამ მიზნით შეგიძლიათ იყოდოთ როგორც სპეციალური თვითწებოვანი აპლიკაცია, ასევე ტრაფარეტი, რომლის დახმარებითაც შეღებავთ მინას. სხვა თემაში ფოლგისგან აპლიკაციების გაკეთების დეტალურ ინსტრუქციებს შემოგთავაზებთ, რომლითაც ოთახის სარკეები შეგიძლიათ დაამშვენოთ. და ბოლოს – გამოავლინეთ თქვენი მხატვრული ნიჭი და უბრალოდ მოხატეთ შუშები – როგორც ერთ–ერთ ჟურნალში ამოვიკითხე, შუშაზე გუაშით ჯობს მუშაობა: ჯერ ერთი, ადვილად ირეცხება, და მეორეც, შუშაზე აკვარელზე მეტად გუაშის ფერები აღიქმება.

ბუხარი:

დამახასიათებელი ელემენტებია: კედლის ქვედა ნაწილში განთავსებული ნიშა მასში მოციმციმე ცეცხლის ალებით.

როგორ მივაღწიოთ: თუ სახლში დეკორატიული ბუხარი გაქვთ და უბრალოდ ცეცხლის ანთებას ვერ ახერხებთ, მომილოცავს – ბევრი სანთელი (სასურველია ერთ ტონალობაში გადაწყვეტილი – თეთრი, ოქროსფერი, ყვითელი, კრემისფერი ან რაიმე თბილი პასტელური ტონის) სხვადასხვა ზომისა და სიმაღლის და თქვენს ბუხარში იმპროვიზირებული ცეცხლი გუგუნებს. თუ ბუხარი არ გაქვთ, გული მაინც არ გაიტეხოთ – ამ მიზნით ნებისმიერი მაღალჭერიანი (სანთლებმა რომ არ დაწვას) თარო ან ნიშა გამოდგება, სადაც ზემოთნახსენებ სანთლებს განათავსებთ. ეფექტის გასაძლიერებლად  შეგიძლიათ მის თავზე ან გვერდით ჩამოკიდოთ დიდი სასშობაო წინდები, გარშემო შემოუწყოთ საჩუქრები, მორთოთ გირლანდებით და ა. შ.

კიდევ ერთი – ბუხართან მიმჯდრები აუცილებლად უნდა გათბეთ ცხელი გლინტვეინით, რომლის რეცეპტიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

კადრი კოკა–კოლას რეკლამიდან:

დამახასიათებელი ელემენტებია: დიდი ფუმფულა დახუნძლული ნაძვის ხე, საჩუქრები, სასაჩუქრე წინდები, კლასიკური გირლანდები და ნაძვის ტოტების გვირგვინები.

როგორ მივაღწიოთ: ასეთი ეფექტი ძალიან პოპულარული იყო წინა ათეწლეულის აშშ–ში და დღემდე არ კარგავს ატქუალურობას (ეგაა, ცოტა ორიგინალურობაში მოიკოჭლებს). ამისთვის გამოგადგებათ ოქროსფერი და წითელი ფერის ლენტები, რომლებიც ყველა დიდ სუპერმარკეტსა და სათამაშოების მაღაზიაში იყიდება, ასეთივე ფერის ნაძვის სათამაშოები, სანთლები, მძივები, მაგიდის გადასაფარებელი (ძალიან ეფექტურია მწვანე და წითელ ფერებში გადაწყვეტილი კუბოკრული პრინტი), ჭურჭელი… საკამრისია, სურათებს შეხედოთ, რომ  იდეების მოზღვავებას მაშინვე იგრძნობთ:

სრულყოფილი ეფექტისათვის ნაძვის ხე აუცილებლად უნდა იყოს მწვანე ფერის, აუცილებლად უნდა ეკიდოს სადმე (თუნდაც ფანჯრის რაფაზე) ზემოთ უკვე მრავალჯერ ნახსენები წინდები, აუცილებლად… თუმცა რატომ აუცილებლად?! – იფანტაზიორეთ, შეცვალეთ რაღაც თქვენებურად და დეკორი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

სხვა ორიგინალური იდეები:

“გუდვილში” იყიდება ნუშის იტალიური ფერადი ნამცხვარი მაკარონი. მისგან თურმე დეკორაციაც შეგვიძია მივიღოთ ორმაგი ეფექტით🙂 (უფრო ვრცლად სხვა თემაში გაჩვენებთ):

ფიფქების ნაცვლად მოსართავად შეგიძლიათ ყაისნაღით ნაქსოვი ფიგურებიც გამოიყენოთ:

და დღეისათვის ბოლო იდეა – იცოდით, რომ ნაძვის ხის სათამაშოები და ლენტები ნაძვზე არანაკლებ ფანჯრებსაც ალამაზებენ? თავად დარწმუნდით:

მეწვიეთ ხოლმე ჩემს ელექტრონულ სახლში – შევეცდები, კარგი მასპინძლობა გაგიწიოთ და არ მოგაწყინოთ🙂


Responses

  1. cool magari postia😀 amas shemizlia davamato is rom tu pataraa saxli bina da sacoxvrebeli farTi keldebze dakiduli lamazd mortuli da satamashoebit gaformebuli nazvis toitebic zalian lamazia

    • დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, busuna🙂
      დღეს ახალ პოსტს დავდებ ნაძვების მორთვაზე და კვლავ მეწვიე.
      პ.ს. ბლოგი თუ გაქვს, შემდეგ პოსტზე მისამართიც დატოვე, რომ მეც გესტუმრო.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: