Posted by: Author | December 13, 2009

ფრთხილად, გაღიმება აკრძალულია!

თემას ერთობ სტანდარტული ფრაზით ვიწყებ და არასტანდარტულით ვამთავრებ: საოცარი ხალხი ვართ ქართველები!

დაახლოებით ნახევარი საათის წინ ვზივარ საჭესთან და მოვდივარ სახლისაკენ. ქუჩას, რომელიც უნდა ამომევლო, ორი კაცი მოადგა აქეთ-იქით გადასაკვეთად. დავუთმე გზა, რითაც ერთმა მაშინვე ისარგებლა და გადავიდა ქუჩაზე. მეორეს კი გვიან გაახსენდა, რომ გადასვლა შეეძლო. მეც აღარ დაველოდე და დავძარი მანქანა, მაგრამ გასვლამდე მაინც გავუღიმე (ბოდიშს ნიშნავდა ალბათ ჩემი ღიმილი). ორიოდ წამში კი უკნიდან მომესმა:

– რას იცინი?!

ჰმ, უკვე გაღიმებაც არ შეიძლება საჭესთან? რას ვიზამთ, საქართველოში ასეთი საგზაო ნიშანიც უნდა შემოვიღოთ:

ფრთხილად, გაღიმება აკრძალულია!


Responses

  1. მმმაგარიაა! და მართლა ეგრეა სამწუხაროდ ყველა ისეთი სიფათით დადის შეგეშინდება გაღიმებაც კი

    • invisible, ჩვენ მაინც გავიღიმოთ🙂 როგორც დოჩანაშვილისეული ალექსანდრო იტყოდა, გულწრფელი ღიმილი მთქნარებასავით გადამდებია. ეტყობა, მე არ გავუღიმე გულწრფელად🙂

  2. Грузия sucks …🙂

    • კეთილი იყოს შენი ფეხ… კლავიატურა ჩემს iსახლში🙂

  3. მე მასე მომივიდა რუსთავში, სააგენტოში. რაღაცის კითხვა მინდოდა და ღიმილით მივმართე სააგენტოს თანამშრომელს და რა გაცინებსო? … სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს…

    • ფაქტიურად ჩემნაირ სიტუაციაში აღმოჩენილხარ🙂

  4. ღიმილი ეს ისეთი მიუღწეველი რამ გახდა ამ ქვეყანაში რომ…

    შემო ჩვენთან თბილელეთში და ნახე როგორია ჩვენი თვალებით თბილისი…

    გულწრფელად შენი

    ჟოაო აბადო

  5. ხოდა ვიტიროთ ყველამ და აღარავინ დარჩება უკმაყოფილო😦


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: