Posted by: Author | December 7, 2009

რეცეპტები

ჩემი ბლოგის შემდეგი თემა გუშინ მოვამზადე ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი მნიშვნელობით🙂 მეგობართან

სამეცადინოდ ასულმა თან თინუსის სალათისა და გლინტვეინის მასალები ავიტანე – დიდ დროს არცერთი მათგანის კეთება რ მოითხოვს და ამ მარხვაში კარგი გადაწყვეტილებაა. მე პირი ჩავიტკბარუნე, თქვენ კი უმარტივეს რეცეპტებს გაგიზიარებთ.

თინუსის სალათი

სალათის რეცეპტი ჩემეულია: ძალიან მომწონდა-რა სხვადასხვა კაფეებში, სახლში მე თვითონ შევკაზმე და დაახლოებით ისეთივე გემრიელი გამოვიდა.

2 საშუალო პორციაზე დაგჭირდებათ:

1 მომცრო თავი სალათის ფოთლები

ნახევარი კონა კამა

1 ც. კიტრი

1 კონსერვირებული თინუსი (მე უზეთო ვარიანტს გირჩევთ – ზეთს თქვენ თვითონ გაუკეთებთ საჭირო რაოდენობით)

სამარხო მაიონეზი

ლიმონი

ცოტა ზეთი (ზეითუნის პირველი გამოხდის, ე.წ. virgin ზეთი უკეთესია)

მომზადება:

თინუსი და მაიონეზი შევაზავოთ ისე, რომ თინუსის ფილე საკამრისად დარბილდეს, მაგრამ მაიონეზის გემო ზედმეტად არ იგრძნობოდეს
ცალკე გავთალოთ და დავჭრათ კიტრი თხელ პატარა ნაჭრებად, სალათის ფურცლები ვიწრო ზოლებად და კამაც წვრილად:



კიტრი, სალათის ფურცლები და კამა ავურიოთ:

ამის შემდეგ, თუკი ჭამას მაშინვე არ აპირებთ, შეგიძლიათ თინუსის შეზავებული ფილე და მწვენე მასა ცალ-ცალკე შეინახოთ მაცივარში.

უშუალოდ ჭამის წინ კი თეფშ(ებ)ზე ჯერ გაანაწილეთ თინუსის მასა
შემდეგ კი ზემოდან მოაყარეთ მწვანე ნარევი:
მოასხით ლიმონი (ასე ვთქვათ, მოაწურეთ), ცოოტა ზეთი და მიირთვით🙂

—————–

გლინტვეინი

დაგჭირდებათ:

წითელი ღვინო – 0.75 ლ (1 ბოთლი)
მიხაკი – 6-8 ყვავილი
დარიჩინი – 3 ნატეხი (გემოვნებით)
დაფხვნილი მუსკატის კაკალი – 1/4 კოვზი (შეგიძლიათ საერთოდ არ გაუკეთოთ, მე გემოში სხვაობა მაინცადამაინც ვერ ვიგრძენი)
ლიმნის ცედრა (ქერქი) – 1 მთლიანი ლიმნიდან – რბილობი არ შეაყოლოთ, რადგან არომატის მაგივრად სიმჟავეს

მისცემს.
შაქარი – 1/2 ჩაის ჭიქა (შეგიძლიათ უფრო დაატკბოთ, გემოვნების საკითხია)
წყალი – 200 მლ (ჩაის ჭიქაზე ნაკლები)

აქვე, რაც შეეხება ღვინოს – დაგჭირდებათ წითელი მშრალი ან ნახევრადმშრალი ღვინო. აუცილებელი არ არის გლინტვეინისთვის 30 წლიანი დაძველების ღვინო გააფუჭოთ. ამ მიზნით სრულიად გამოსადეგარია ე. წ. სუფრის

ღვინო, მაგრამ ღვინოს არ უნდა დაჰკრავდეს მომჟავო გემო (როგორც ხშირად ქართულმა სუფრის ღვინოებმა იციან). თუ ბოთლის ღვინით გადაწყვიტეთ გაკეთება (მე ამ ვარიანტზე ვჩერდები ხოლმე), მაშინ სუპერმარკეტში ყველაზე დაბალფასიანი წითელი ღვინო შეგიძლიათ შეარჩიოთ.

მომზადება:
პირველ რიგში თურქული ყავის მადუღარაში (ან რაიმე პატარა ჭურჭელში) ჩასხით წყალი, ჩაყარეთ მიხაკი, დარიჩინი, მუსკატი და ლიმნის ცედრა და აადუღეთ:

ადუღეთ კიდევ 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.
ამასობაში შუშის ან კერამიკის ცეცხლგამძლე ჭურჭელში (სასურველია მოერიდოთ ლითონის ქვაბს) ჩაასხით ღვინო და შემოდგით დაბალ ცეცხლზე

როგორც კი შეთბება, ჩაასხით მასში წინასწარ გამზადებული ნაყენი და ჩაყარეთ შაქარი. შეგიძლიათ მზადების პროცესში გასინჯოთ მიღებული ნარევი და შაქარი კიდევ დაუმატოთ გემოვნებით. გააგრძელეთ ღვინის გაცხელება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში (!) არ აადუღოთ. ისევე, როგორც ყავა, გლინტვეინიც კარგია, სანამ ადუღებულა. როგორც კი დუღილს დაიწყებს, ჩათვალეთ რომ მთელი ცდა წყალში ჩაგეყარათ. გლინტვეინი უნდა იყოს დაახლოებით 70-80 გრადუსის ტემპერატურისა. სჯობია ცეცხლიდან ცოტა ადრე გადმოდგათ (საკამრისა ცხელი), ვიდრე აგიდუღდეთ.
გახსოვდეთ უპირველესი ჭეშმარიტება: “თუკი გლინტვეინი აგიდუღდათ, გამოსწორების ერთადერთი გზაა იგი

გადაასხათ საკანალიზაციო მილში” (ჩემი სიტყვები არ გეგონოთ)!

რაც შეეხება სუფრაზე მიტანას – თუ სასმელს გამზადებისთანავე არ შეექცევით, მაშინ შეგიძლიათ თერმოსში ჩაასხათ და ასე შეინახოთ, მაგრამ თუ 1 საათზე მეტხანს აპირებთ თერმოსში გაჩერებას, მაშინ ლიმნის ცედრა აუცილებლად ამოიღეთ სასმელიდან.

გლინტვეინს სვამენ შუშის სქელკედლიანი (მაღალი ტემპერატურის გამძლე) მაღალი ჭიქებიდან. შეგიძლიათ

გააფორმოთ დარიჩინის ჩხირებით ან ლიმნის ქერქის ანათალით.

გლინტვეინი ძალიან უხდება საახალწლო განწყობას – გამოიყენეთ🙂

Bon Apetit!


Responses

  1. მინდა გითხრა ამ მარხვაში მშვენიერი საპირგემო შემოგითავაზებია. მით უმეტეს სალათები ძალიან მიყვარს მმმმ… აი მეორე სასმელი კი არასდროს გამისინჯავს აბა ვნახოთ რა გამოვა ვეცდები არ მომიწიოს “საკანალიზაციო მილისთვის” წვალება😀

    • ორივე ძალიან გემრიელია🙂 დააგემოვნე აუცილებლად.

  2. […] კიდევ ერთი – ბუხართან მიმჯდრები აუცილებლად უნდა გათბეთ ცხელი გლინტვეინით, რომლის რეცეპტიც შეგიძლიათ იხილოთ აქ. […]

  3. აუუუჰ,.. ამ თინუსის სალათს მეც აუცილებლად მოვსინჯავ… რაღაცა ძალიან მომწონს

    • მართლა ძალიან გემრიელია, მატა🙂
      ისე, ბლოგი თუ გაქვს, შემდეგ ჯერზე ვებ-გვერდის მისამართში მიუთითე და სიამოვნებით გესტუმრები :*

  4. ugemrielesiaaa. tabu madloba receptistvis.. :*


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: