Posted by: Author | November 21, 2009

The Blues Brothers 1980

მიუზიკლებისადმი ჩემს ტრფიალს არ ვმალავ და ახლაც ჩემი ტრფობის მორიგ საგანზე მინდა გესაუროთ: ლეგენდარული ძმები ბლუზები. ფილმი, რომელიც უხვადაა გაჯერებული ბლუზისა და ჯაზის ჰანგებით, ულამაზესადაა გაფორმებული მასობრივი სანახაობრივი ცეკვებით, არის ცოტათი სურელისტური და ამდენად ჩემთვის ოთხმაგად საყვარელია. ბევრი სხვა მუსიკალური ფილმებისგან განსხვავებით არ არის მეტისმეტად დრამატული; არც მოსაწყენი და მძიმეა, როგორც ახასიათებთ ხოლმე ე.წ. კარგ კინოებს. მსუბუქი სათავგადასავლო ისტორია მაყურებელთა ფართო მასებს ისევე ხიბლავთ, როგორც კონცეპტუალური მუსიკის მსმენელთა ვიწრო წრეს.

ვის აღარ შეხვდებით ფილმში: ლეგენდარულ შემსრულებლებს – არეტა ფრანკლინს, რეი ჩარლზს, ჯეიმს ბრაუნს, ქებ ქალოვეის, ჯონ ლი ჰუკერს, არანაკლებ ლეგენდარულ რეჟისორ სტივენ სპილბერგს, მსახიობებს – კერი ფიშერსა და ფრენკ ოზს… აუცილებლად თავბრუს დაგასხამთ მუსიკის ჯადოსნური ჰანგები – ამერიკული ბლუზისა შედევრები თავმოყრილი ერთ ლამაზსა და მხიარულ მუსიკალურ კომედიაში.

გარდა მუსკისა, ცალკე აღნიშვნის ღირსია ფრაზები ფილმიდან. მარტო ეს რად ღირს: It’s hundred and six miles to Chicago, we’ve got a full tank of gas, half a pack of cigarettes, it’s dark, and we’re wearing sunglasses. – სიტყვები, რომლებსაც ეუბნება ჯეიკი ელვუდს და რომლებიც ამჟამად თბილისის ფორუმში ჩემს სიგნაჩერს ამშვენებს.

ჩემი პირადი აზრებით თავს დიდხანს არ შეგაწყენთ, ბლოგზე კი განვათავსებ საუკეთესო მუსიკალური ნომრების ბმულებს.

ჯეიმს ბრაუნი სიმღერით “Old Landmark” და გამაოგნებელი საცეკვაო ნომერი:

რეი ჩარლზის “Twist It” და კიდევ ერთი ჭრელი და ლამაზი ცეკვა:

ესეც ჯონ ლი ჰუქერი – “ბუმ ბუმ ბუმ”

ქებ ქალოუეის… არ გეტყვით, თვითონ ნახეთ🙂

ეს ვიდეორგოლიც იყოს – ძალიან მელოდიური ბლუზ კომპოზიციაა:

სამწუხაროდ ჩემი ფავორიტი – არეტა ფრანკლინის “Think” ვერ ვიპოვნე youtube-სა dailymotion-ზე. მოგვიანებით რამეს მოვახერხებ და აუცილებლად დავდებ ამ უკანასკნელის ვიდეოსაც.

თუ რომელიმე ბლუზის მოყვარულს ეს ფილმი ჯერ კიდევ არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ – გარწმუნებთ, არ ინანებთ. თქვენთვის ლიქნსაც ვდებ, რათა მოძებნაზე დრო არ დახარჯოთ (ინგლისური ვერისა): http://www.allmovies.ge/ge/movie.php?uid=FIOGI

http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=1929&order=1.1&search=blues%20brothers

http://avoe.ge/movies/one.php?mid=4220

სასიამოვნო ყურებს გისურვებთ🙂


Responses

  1. ert-erti yvelaze metad sayvareli filmia piradad chemtvis blues brothers 2000-tan ertad🙂

    rawhide ar unda dagedo?? :O

    • შენ დაამატე, არ გინდა? – მადლობელიც დაგრჩები🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: