Posted by: Author | November 16, 2009

კოსმიური საგა

27 წლის ასაკში პირველად ვუყურე “ვარსკვლავური ომების” ეპოპეას და თან ძალიანაც ნასიამოვნები ვარ🙂 არა, ფენტეზი ალბათ მაინც ახლოს არის ჩემთან; ან იქნებ დღემდე ვერ გამოვედი ბოლომდე ბავშვობიდან😛

Kosmiuri Sagaერთის მხრივ კარგიცაა, რომ 1999 წლამდე არ ვუყურე ბოლო 3 ეპიზოდს და მთელი ფილმი მართებული თანმიმდევრობით ვიხილე. პატარა დაკვირვებაც გავაკეთე: 1977-83 წლებში გადაღებული სამი ეპიზოდი იმ ეპოქის მოთოხვნების პასუხობს – სათავგადასავლო ფილმი, კოსმიური ინტერიერი, მეგობრობის ურყევობა, ჯგუფური ბრძოლები და ნაკლები აქცენტები ორთაბრძოლებზე (საკმაოდ სუსტად დადგმული). 1999-2005 წლებში გადაღებული პირველი 3 ეპიზოდი კი მასშტაბურია, სპეცეფექტებით სავსე, მეტი დატვირთვა პირად ურთიერთობებზე, მეგობრობაშიც მეტი ბზარებია და სიყვარულიც კი უფრო მძაფრი – მოკლედ, აქაც თანამედროვეობაზე მორგებული.

დავუცდი, როდის გადავერთვები შემდეგ რეჟისორზე და შემდეგ მასზე მოგიყვებით.


Responses

  1. ლოლ
    ესე იგი, მე წინ კიდევ 2 წელი მაქვს, რომ ვნახო ეს ფილმი😀

    • 😀
      როგორც შენი ბლოგიდან შევიტყვე, კლასიკური, დიდი კინოს მოყვარული ხარ. დიდია შანსი, რომ ამ ფილმმა ვერ მოგხიბლოს. ცოტა რომანტიკა და სპეცეფექტური მასობრივი სცენების სიყვარული უნდა ალბათ ამ ფილმის “დამუღამებას”🙂

  2. მართლაც ერთ-ერთი ყველაზე მაგარი უცხოური ფილმია. მართალია ცოტა ”უკუღმა” კია გადაღებული, მარა მაინც ერთ-ერთი საუკეთესოა. ყველა ჟანრია ჩატეული კომედიიდან დაწყებული საშინელებით დამთავრებული🙂

    • ამ ჟანრში ნამდვილად თავისი სიტყვა თქვა. კლასიკაა. მიხარია, შენც რომ მოგწონს🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: