Posted by: Author | September 27, 2009

90-იანების მუსიკა – ვიხსენებთ ბავშვობას

ბავშვობის მოგონებები როგორი ტკბილია, ალბათ ამაში ყველა დამეთანხმება. ეს მოგონებები სხვადასხვა ასოციაციებით ამოტივტივდებიან ხოლმე გონების ზედაპირზე. მე ჩემი ასოციაციები მინდა გაგაცნოთ: 90-იან წლებში პოპულარული სიმღერები, რომლებზეც ჩემი თაობა გავიზარდეთ.

I love 90s 290 pxlახლაც გუშინდელივით მახსოვს მე, ჩემი და და დეიდაშვილი როგორ ჩავუსხდებოდით ხოლმე VHS-ზე ჩაწერილ ვიდეოკლიპებს; როგორ ვუსმენდი კასეტაზე ჩაწერილ backstreet boys-ის სიმღერებს ძველისძველ ერთკასეტიან მაგნიტოფონზე; საძინებელი ოთახი როგორ მქონდა აჭრელებული ცნობილი ბიჭების უხარისხო პლაკატებით; სკოლის ბანკეტზე და პირველ-მეორე კურსზე როგორ ვცეკვავდით თავდავიწყებით ხან შერის, ხან შაგის და ხანაც ქრეიგ დევიდის უახლეს ჰიტებზე.

ჩემს სიას Duran Duran-ის Come Undone-ით გავხსნი. რომ ვიხსენებ ჩემს მაშინდელ გემოვნების ახლანდელისგან რადიკალურ განსხვავებას, მიკვირს, ეს სიმღერა რატომ მომწონდა:

ჩემი შემდეგი ფავორიტი მადონას Frozen გახლავთ. პრინციპში, მასაც სიამოვნებით მოვუსმენდი ამდენი წლის შემდეგ:

გახსოვთ “Take That” – ყველა თინეიჯერი გოგოს გულისმპყრობელები? მე თინეიჯერიც არ ვიყავი ჯერ, თუმცა ჩემი გულის თუ არა, გონების დაპყრობა მაინც მოახერხეს. ლეგენდარული სიმღერა და ლეგენდარული კლიპი – Babe:

ეს კი ჩემი წარსული რეპერული გემოვნების აპოთეოზია🙂 უნდა ვაღიარო, რომ თავის ჟანრში საკმაოდ წარმატებული შემსრულებელია. ცალკე საკითხია, რამდენად ჰქვია ამას სიმღერა… Coolio და მისი Gangsta’s Paradise:

ამ სიმღერას მეორე სიცოცხლე მულტფილმმა “მადაგასკარმა” ჩაჰბერა და და ეს მეორე სიცოცხლე, ჩემი მოკრძალებული აზრით, პირველზე წარმატებულიცაა. სიმღერა, რომელის კლიპიც დეიდაშვილის ვიდეოკასეტაზეც ეწერა და ჩემში ცეკვის დაუოკებელ სურვილს განაპირობებდა ხოლმე: “I Like To Move It” Reel 2 Real-ის შესრულებით:

ექსცენტრიული George Michael სენტიმენტალური Jesus to a Child-ით:

ამ სიმღერას გვერდს ვერაფრით ავუვლიდი. Michael Jackson-ის შემოქმედებიდან Earth song, ჩემდა სამწუხაროდ, იშვიათი გამონაკლისი იყო, რომელსაც ვუსმენდი (და ვუყურებდი):

სიმღერების შემდეგი ტრიადა უკვე ნამდვილად თინეიჯერული ეპოქაა.

boys band, რომლებმაც Take That-ის შემდეგ არა მხოლოდ თავიანთი შემოქმედებით მომხიბლეს. რა თქმა უნდა, backstreet boys-ზე მაქვს საუბარი. ხოლო ბლოგისთვის ავარჩიე სიმღერა, რომლითაც ეს ანსამბლი გავიცანი – We’ve Got It Going On. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიჭირდა ამ სიმღერის კლიპის მოძიება, რომლის არც სახელი მახსოვდა, არც ტექსტი და არც მელოდია:

კიდევ ერთი ბოის ბენდი იმ პერიოდისათვის ტიპიური ჟანრითა და შესრულების მანერით. No Mercy-ს მელოდიური სიმღერა When I Die:

ამ სიაში შემდეგი აუცილებლად Spice Girls უნდა ყოფილიყო: რაღაცით ახალი, რაღაცით განსხვავებული, ზოგი სიმღერა დაშტამპული, ზოგიც მელოდიური და დროით დაუსამარებელი. ეს კონკრეტული სიმღერა იმდენად არა მისი გაჰიტების პერიოდს მახსენებს, რამდენადაც სტუდენტობის პირველი წლის სტუდენტურ დღეებს. მოკლედ, Viva Forever-ზე მაქვს საუბარი და აგერ, ისიც:

ესეც ჩვენი სკოლის ბანკეტის მთავარი საცეკვაო მელოდია – შერის Believe:

შემდეგ სიმღერაზე კი მხოლოდ ეს აზრი მომდის თავში: “ნეტა რა მასმენინებდა ამ საშინელ პაპსას”?🙂
Ricky Martin-ის და Christina Aguilera-ს დუეტი ასრულებს “Nobody wants to be lonely”-ს:

სიის შემდეგი ნაწილი უკვე ჩემი სტუდენტობაა. უმრავლესობა უკვე მესამე მილენიუმს განეკუთვნება, მაგრამ ცალკე თემას ხომ არ გავუხსნი?!🙂

Eminem-ის შემოქმედება მაშინ გავიცანი, როცა შავკანიანი რეპერები ათვისებული მყავდნენ, მაგრამ რეპის სასმენად ჩემი გონება ჯერ ისევ მზად იყო. აქ წარმოგიდგენთ მის სატირულ სიმღერას არანაკლებ სატირული კლიპით – The Real Slim Shady:

ახ, სტუდენტობავ, სტუდენტობავ… ერთხელ გოგოებმა დევჩატნიკი მოვაწყვეთ და წრეში ვცეკვავდით ამ სიმღერაზე… ნეტა რას…😛 Tom Jones-ის ეპოქალური სიმღერა Sex bomb:

სტუდენტობის იგივე წლების საყვარელი ჰიტები: Shaggy-ის It Wasn’t Me და Craig David-ის Seven Days


და ბოლო როლიკის სახით კი წარმოგიდგენთ 2001 წლის 11 სექტემბრისათვის მიძღვნილი სიმღერის კლიპს. უფრო სწორად, სიმღერა ბევრად ადრე დაიწერა (1961 წელს), მაგრამ მისი რიმეიქი შეიქმნა და შესრულდა 2001 წელს და ამ სახით გავიცანი მეც. სიმღერა უფრო იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც მასში იხილავთ იმ დროისათვის ცნობილი მომღერლების მთელ პლეადას: ბონოს, ნელი ფურტადოს, ქრისტინა აგილერას, გვენ სტეფანის, ბრიტნი სპირსს, ალიშა ქისს, ჯენიფერ ლოპესს, მონიკას, რეპერ ნელის და აშერს, ვაიკლეფ ჟანს, მერი ჯეი ბლაიჯს, ჯასტინ თიმბერლეიქს,ჯა რულს, ივას, დარენ ჰეისს, Limp Bizkit-ს, Destiny’s Child-ს, Backstreet Boys-ს, NSYNC-ს, R.E.M.-ს და სხვებს (ყველა ვერც ვიცანი). მოკლედ, What’s Going On!


Responses

  1. hah ho eseni mec maxsovs😀

    • 🙂
      imedia, chemsavit tbili mogonebebis cyaro gaxda


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: