Posted by: Author | September 20, 2009

დამთხვევა?

პირველად არ მემართება, როდესაც მოვლენათა ერთობ უცნაური განვითარების გამო ხდება ის, რაც არ უნდა მომხდარიყო! რამდენჯერაც არ უნდა დავუშვა, რომ ყოფიერების ლაბირინთებში ჩვენს მიერ დამთხვევებად წოდებული მოვლენები უკვე ჩვეულებაა, ეს ასე მაინც არ უნდა მომხდარიყო. ვითომ უბრალოდ დამთხვევა? ალბათ მავანი იტყვის – მერედა რა მოხდა ასეთი, ვის არ შეხვედრია ბაქოში ერთადერთხელ მივლინებულს თბილისი-ბაქოს იმავე რეისზე დიდი ხნის უნახავი მეგობარი, რომელიც ამ დროს ევროპის ერთ-ერთ სხვა ქალქში უნდა იყოს და თანაც ბაქოში იგივე სასტუმრო აქვს დაჯავშნული, რომელიც შენ… ან ვინ არ შესულა ერთ დროს მის მიერვე მივიწყებულ ფორუმზე 4 წლიანი პაუზის შემდეგ სრულიად მოულოდნელად ძილისწინ სხვა ფორუმზე აღმოჩენილი ბმულის მეშვეობით და აღმოუჩენია, რომ სწორედ ამ დღეს აქვს მის ძველ მეგობარს, ასევე 4 წლის დაუკონტაქტებელს, დაბადების დღე.

ჰო, ალბათ, ვის არ მოსვლია!

interstate60-1
P.S. “მე-60 ტრასიდან” ნილ ოლივერის და ე. ს. გრანტის დიალოგი გამახსენდა… http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=OVXQX

P.P.S. დღეს 5 ნოემბერია და 2 ნოემბერს კიდევ ერთმა დამთხვევამ გამაოცა: 2 ნოემბერს ჯეოსტარში გულშემატკივრებისგან შემოსული  46 004  ხმიდან 4 ჩემი გაგზავნილი იყო😉


Responses

  1. ვის არ მოსვლია საკუთარ დაბადების დღეზე ფორუმზე შეხეტებულს მხოლოდ ისეთი ადამიანისგან დაბადების დღის მოლოცვა რომელიც 4 წელი არ უნახავს და მხოლოდ მის მილოცვას ჩათვლიდა იმ ფორუმზე ძვირფასად იმ სიტუაციაში რაც ამჟამადაა იმ ფორუმზე გამეფებული :))

    დიდად გმადლობ🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: