Posted by: Author | August 11, 2009

Flashmob

2 თვიანი პაუზის შემდეგ მოვიფიქრე შემდეგი სტატიის თემა: ყველაზე სასაცილო, პოპულარული და კრეატიული ფლეშმობები.

მცირე რამ ფლეშმობების შესახებ: ეს არის ხალხის დიდი რაოდენობის ორგანიზებული გაერთიანება (ხშირად, ერთმანეთისათვის უცნობნი), რომელიც საზოგადოებრივი თავშყრის ადგილებში სწევს მოულოდნელ, უჩვეულო და მასობრივ ქმედებას. პირველი ფლეშმობი ჩატარდა 2003 წლის 17 ივნისს, ნიუ იორკში და ძალიან მალე მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. ისტორიაზე ბევრს არ გავაგრძელებ, უბრალოდ გაგაცნობთ ჩემთვის უსაყვარლეს ფლეშმობებს და იმედს ვიქონიებ, რომ თქვენც ჩემსავით ისიამოვნებთ.

პირველ რიგში მინდა გაგაცნოთ ანტვერპენის ვაგზალზე 200 მოცეკვავის მიერ მხოლოდ 2 რეპეტიციის შედეგად დადგმული მასობრივი ცეკვა:

შემდეგი ფლეშმობების სერია არის ამერიკული ორგანიზაცია Improv Everywhere-ს განვითარებული ფანტაზიის შედეგი.

ყველაზე ცნობილი და მრავალ ქვეყანაში შემდგომშიც ხშირად გამოყენებული – “გაიყინე ადგილზე”. ათეულობით ადამიანი ერთსადაიმავე დროს შეშდება ადგილზე, სახეზე არანაირი ემოცია. შემდეგ კი ერთსადაიმავე დროს ამოძრავდებიან და აგრძელებენ გზას წინასწარდასახული მიმართულებით:

ამავე გაერთიანების პოპულარული და სისტემატური ფლეშმობი – “შარვლებს არა”. უამრავი ადამიანი ნიუ იორკის მეტროპოლიტენში მოძრაობს შარვლებისა და ქვედაბოლოების გარეშე. აქცია საინტერესოა მით უფრო, რამდენადაც მასში მონაწილეობას იღებენ ერთმანეთისგან აბსოლიტურად განსხვავებული ტიპაჟის ადამიანები სპორტულ, პანკურ, კლასიკურ ჩაცმულობებში:

ცოცხალი სარკე – ილუზია, რომელიც მეტროს ვაგონში შექმნილია იდენტურად ჩაცმული ტყუპების მიერ:

ფლეშმობი High Five (ქართულად ალბათ “დაკარ ხელი” ერქმევა🙂 ) – რობი, რომელმაც 45 წუთის განმავლობაში ხელი ჩამოართვა 2.000-ზე მეტ ადამიანს:

იმპროვიზირებული მიუზიკლი ფასთ-ფუდის ტიპის საკვებ დაწესებულებაში ხელსახოცების შესახებ:

შემდეგია ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ფლეშ-მობი – “მოებიუსი”. სიუჟეტი ვითარდება “სტარბაქსის” ყავახანაში 5 წუთის განმავლობაში: გოგო და ბიჭი ხელიხელჩაკიდებულნი შედიან კაფეში, მოსდით უთანხმოება და გარბიან; ბიჭს ყავა ექცევა ჭიქიდან; კიდევ ერთ ბიჭს ტელეფონზე ურეკავენ, იგი დგება მაგიდიდან და მიდის ფანჯარასთან; სხვა ახალგაზრდა ტუალეტისაკენ გზად ეჯახება სკამს; კარში შემოდის კლიენტი, რომელსაც ხელში უჭირავს მაგნიტოფონი ჩართული სიმღერით “Shiny Hapy People”.

აღწერილი სიუჟეტი მეორდება 1 საათის განმავლობაში ზუსტად 5 წუთიანი ინტერვალებით. “სტარბაქსში” მსხდომი ხალხი იწყებს ამ სპირალის შემჩნევას🙂 :

კიდევ ერთი ფლეშმობი, რომელიც ასევე “სტარბაქსში” დაიდგა – ამ ყავახანაში არის უკაბელო ინტერნეტი კომპიუტერით შემსვლელი კლიენტურისათვის. დანარჩენი თქვენ თვითონ ნახეთ:

Improv Everywhere სტუმრად რუსეთში. მომდევნო ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ როგორც რუსული სტუმართმოყვარეობა, ასევე ნათელი განსხვავება ამერიკულ და რუსულ მენტალიტეტებსა და მიდგომებს შორის:

მეტს აღარ გავაგრძელებ ამ ორგანიზაციაზე. მხოლოდ ერთს დავამატებ, რომ ეს ხალხი მხოლოდ თვითონ კი არ ერთობიან, არამედ ხშირად სხვებს ჩუქნიან ლამაზ და სასიამოვნო დღეებს. ამისთვის თქვენ თვითონ შეგიძლიათ დაძებნოთ იუთუბში მათ მიერ მოწყობილი “Surprise Wedding” და “Welcome Back” ცერემონიები.

ახლა კი გადავიდეთ ლატვიურ ფლეშმობებშე. მართალია, მათ არ აქვთ ამერიკელებივით ორგანიზებული სტრუქტურა, მაგრამ ფანტაზიის ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივიან. 3 მათგანზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას.

რიგელების ყველაზე სასაცილო ფლეშმობი სახელწოდებით “მომყევი”

“რიგი არსაით” – ფლეშ მობი, რომელიც ჩატარდა 2004 წლის თებერვალში:

და ბოლოს აქცია “კედელთან”

მრავალფეროვნებისთვის ერთ იაპონურ ფლეშმობსაც დავდებ, თუმცა ჩემი აზრით ზედმეტად აგრესიულია

ფლეშმობებმა საქართველოშიც იწყო შემოსვლა. ჩემთვის თუ ყველა არა, უმრავლესობა მათგანი ცნობილია. შევეცდები თქვენც გაგაცნოთ.

პირველი მათგანი ჩაატარა GameTV-ის ფორუმელებმა სახელწოდებით LOL404. ისისნი რუსთაველის მეტროს წინ შეიკრიბნენ და ერთსადაიმავე დროს გაიშოტნენ ასფალტზე. ვიდეომასალა, სამწუხაროდ, არ მაქვს. სამაგიეროდ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მოვლენის ამსახველი ფოტომასალა:

http://gametv.ge/forum/index.php?showtopic=5280&st=2610

შემდეგი ფლეშმობი პირდაპირაა კალკირებული უცხოური ანალოგებიდან – “ნინძები”. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია ორგანიზატორთა ვინაობა:

შემდეგი ფკლეშმობიც არ გამოირჩევა იდეის ორიგინალურობით – აქცია “გაიყინე ადგილზე”. სამაგიეროდ საკმაოდ სუფთად და ლამაზადაა შესრულებული. ჩატარებულია ფორუმ.გე-ს უზერების მიერ:

დაბოლოს ფლეშმობი, რომელიც არ დაგეგმილა, რომლის მიზანი არ იყო შემთხვევითი პუბლიკის გაოცება, და რომლის სულისჩამდგმელმაც არ იცოდა, თუკი მის მიერ გაჟღერებული თხოვნა ფლეშმობად იქცეოდა: არასწორი სატელეფონო ზარებით გაწამებული ადამიანი ითხოვს თბილისის ფორუმზე, რომ მისი სახელით დარეკონ ტაქსის სერვისში (ვის ტელეფონის ნომერთან მსგავსების გამოც შეწუხდა ისტორიის გმირი) და იკითხონ საშა. საშა, როგორც მიხვდით, ამ ადამიანის სახელია. შედეგები კი შეგიძლიათ წაიკითხოთ და მოისმინოთ კიდეც შემდეგ მისამართზე: http://forum.ge/?showtopic=33921673 . არ დაიზაროთ ამ თემის წაკითხვა, – გპირდებით, რომ ძააალიან ბევრს იცინებთ.


Responses

  1. უნდა ვაღიარო, რომ სიამოვნებით მივიღებდი მონაწილობას რომელიმე ასეთ ფლეშ-მობში, უბრალოდ მეშინია იმისა, რომ შუაგული პროცესის დროს ისტერიული სიცილი ამიტყდება და ჩავშლი ყველაფერს.

  2. http://www.facebook.com/group.php?gid=12747557758

    • გმადლობ ახალი ინფოსთვის🙂


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: