Posted by: Author | June 1, 2009

Susan Boyle

Woman-watches-Susan-Boyle-001შემდეგი ჩემი პოსტი მინდა მივუძღვნა ახლად-აღმოცენებულ, მაგრამ საოცრად ტრიუმფალურ ვარსკვლავს – ინგლისური შოუ “Britains Got Talant”-ის სენსაცია სუზან ბოილს.

თუ ვინმე ჩემსავით ადევნებდა ამ შოუს თვალს, დამეთანხმება, რომ იგი არა მხოლოდ შოტლანდიის ან ბრიტანეთის, არამედ მსოფლიოს აღმოჩენაა. არადა, როდესაც 2009 წლის 11 აპრილს შესარჩევ ტურში თმაშეუღებავი, მოუწესრიგებელი ქალბატონი წარსდგა ჟიურის 3 წევრის წინაშე, ვერავინ იფიქრებდა, თუ მისი საუბრის გამყინავ ტონს მომაჯადოებელი სიმღერა მოჰყვებოდა.

კონკურსანტის თავდაუჯერებელი პასუხები პირველი ნაბიჯი იყო მაყურებელთა სკეპტიკური განწყობისაკენ. ამას მისი ასაკი (47 წელი) მოჰყვა. ჟიურის წევრთა და მაყურებელთა თითქმის ზიზღით აღსავსე დამცინავი მზერა ვიდეოფაილის პირველ 30 წამში შეგიძიათ იხილოთ. და როდესაც ჟიურის ერთ-ერთი წევრის შეკითხვაზე, თუ რა იყო მისი ოცნება და ვინაა მისი იდეალი უპასუხა, რომ სურს გახდეს ისეთივე წარმატებული მომღერალი როგორიც ელაინ პეიჯია (ბრიტანელი პრიმადონა), დამცინავი სიცილი უკვე მთელ დარბაზში ისმოდა. გამოვტყდები, ამ ქალბატონის დანახვაზე მეც მსგავსი ემოციები გამიჩნდა.

ჩაირთო მუსიკა, და სანამ სუზანი პირველ ბგერებს ამოიმღერებდა, ჟიურის წევრებს სახეზე ეწერათ: BORING! მაგრამ სიღერის პირველივე სტრიქონის დასასრულს ჟიურის წევრებს სახეზე უდიდესი გაოცებისა და აღტაცების ნაზავი გამოეხატათ, დარბაზი კი ოვაციებში გაიხვა. ადამიანთა კეთილგანწყობის ასეთი რადიკალური ცვლილება ასეთ მოკლე ხანში მე პირადად არასოდეს მინახავს. თუმცა, ჯობს ყველაფერი საკუთარი თვალით იხილოთ და რაც მთავარია, საკუთარი ყურით მოისმინით:

სიმღერი დასრულების შემდეგ არა მარტო დარბაზში მყოფი მაყურებელი, არამედ ჟიურის კრიტიკული შემფასებლებიც ფეხზე ამდგარნი უკრავდნენ ტაშს ამ ნამდვილ სენსაციას.

. . .
შესარჩევი ტურიდან ნახევარ-ფინალამდე გავიდა 7 კვირა, სიუზანი კი იმდენად პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, რომ მხოლოდ youtube-ზე მისი შესრულების ვიდეოჩანაწერი 100.000.000-ზე მეტჯერ (!) იქნა ნანახი. ასეთი პოპულარობა არცერთ სხვა ვიდეოფაილს არ რგებია youtube სისტემაში. იგი მიიწვიეს ოპრა უინფრის შოუში. მისი შესრულებით აღფრთოვანდა ბარაკ ობამა. მისი ხმა, ისევე როგორც მაკიაჟი და ჩაცმულობა ცნობილ გადაცემებში განხილვის საგნად იქცა. ამერიკული და მსოფლიო პრესა აჭრელდა სტატიებით ამ ნიჭიერი შემსრულებლის შესახებ.

24 მაისი 2009 წელი, ნახევარ-ფინალი
ნახევარ-ფინალზე სიუზანმა გადაწყვიტა შეესრულებინა ცნობილია არია Memories ვებერის მიუზიკლიდან Cats. ნერვიულობამ თავისი გააკეთა და შესრულების დასაწყისში მომღერალმა (მას უბრალოდ კონკურსანტი ვუწოდოთ, უსამართლობა იქნება) ერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. თუმცა მალევე მოახერხა საკუთარი თავის ხელში აყვანა და მაღალი ტონები უკვე საოცრად სუფთად და გულშიჩამწვდომად გადმოსცა.

შედეგი: ნახევარ ფინალში პირველი ადგილი და საგზური ფინალში.

30 მაისი 2009 წელი, ფინალი
სიუზან ბოილი უდავო ფავორიტია. ფინალი გაიმართა 10 კონკურსანტს შორის, რომლებიც დაკომპლექტდნენ 5 ნახევარ-ფინალში პირველ-მეორე ადგილზე კონკურსანტებით. სიუზანმა შეასრულა სიმღერა “I Dreamed A Dream” – სწორედ ის სიმღერა, რომელიც შეასრულა შესარჩევ ტურში და რომელმაც მოუტანა ჟიურის კეთილგანყობა, ხალხის სიყვარული და წარმოუდგენელი პოპულარობა.

აქვე აღნიშვნის ღირსია ჟიურის წევრთა განსხვავებული დამოკიდებულება სუზანის მიმართ: თუკი ყველა სხვა მონაწილის მიამრთ მათი ტონი გარკვეულწილად დამრიგებლურ-შემფასებლურია, სუზანთან მხოლოდ აღტაცებას გამოხატავს – ამ ტალანტის შეფასების კადნიერებას თავის თავზე ვეღარ იღებენ ის ხალხი, ვისაც ეს პირდაპირ ევალებათ. ისინი მხოლოდ აღიარებენ ფაქტს – სუზანი ჭეშმარიტი ტალანტია!

გამოცხადდა პირველი 3 ადგილის მფლობელი: საქსოფონისტი ჯონ სმიტი, მოცეკვავეთა ჯგუფი “Diversity” და სუზან ბოილი. მესამე ადგილი საქსოფონისტს ერგო, მაგრამ ჟიურის წევრთა, სუზანის და მთელი მსოფლიოს გასაოცრად პირველი ადგილი ჩვენს ფავორიტს მოცეკვავეებმა წაართვეს. ეს სწორედ ის მოცეკვავენი არიან, რომლებმაც პირველ ნახევარ-ფინალში (სადაც სუზანმა პირველი ადგილი მიიღო) მეორე ადგილი დაიკავეს… რას იზამ – უფრო საოცარი მოვლენებიც ხდება ამ სამყაროში.

ფინალის მეორე დღეს სუზანი გულის ჩივილით ლონდონის ერთ-ერთ კლნიკაში აღმოჩნდა. მას დიაგნოზით ემოციური გადაღლილობა დაუდგინეს, თუმცა კულუარებში უკვე საუბრობენ, რომ მან დამარცხება ვერ აიტანა. თუკი ეს სიმართლეს შეესაბამება, მისი გულდაწყვეტის მიზეზი საპრიზო ფონდი (100.000 ფუნტი) ნამდვილად არ უნდა გამხდარიყო, რადგან მისი პოპულარობა გაცილებით უფრო მაღალი შემოსავლებისა და გარანტირებულად უზრუნველყოფილი მომავალის საწინდარია. ისღა დაგვრჩენია, ბრიტანელთა (და არა მხოლოდ) აღმოჩენას და ნამდვილ ტალანტს გამოჯანმრთელება და წარმატებული შემოქმედებითი მომავალი ვუსურვოთ!

. . .
მორალი: “ყველაფერი ოქრო არაა, რაც ბრწყინავს” და შეიძლება არ ბრწყინავდეს თვითნაბადი ალმასი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: