Posted by: Author | May 23, 2009

გახსენება 2

2008 წლის 23 მაისი: დილით ადრე გავიღვიძე. სასწრაფოდ გავემზადე და დაახლოებით დილის 9 საათზე უკვე ონკოლოგიურში ვიყავი. სახეზე “უდარდელობა ავიფარე და 915-ე პალატის კარი შევაღე. სოსო და თამთას უკვე ეღვიძათ. მგონი გაუხარდათ ჩემი დანახვა. ყოველ შემთხევაში სოსო რამდენადაც ტკივილმა ამის გამოხატვის საშუალება მისცა, გამოხატა.

დილით ბევრი “ვისულელეთ” – ან ვაჩვენებდით იმედიანად თავს და ან თავსაც ვიიმედებდით. თამთას აპარატით ბევრი სურათის გადაღება მოვასწარით. თითქოს მართლა მოსწრებაზე ვიყავით. აგერ ერთი მათგანიც:CIMG0422 - Copy

ცოტა ხანი მისი თავი მედო კალთაში. ვკითხე – გტკივა-თქო. კიო, მიპასუხა. ვიცი, იმდენად ძლიერი იყო, გასაძლის ტკივილზე არ მიპასუხებდა დადებითად!

შემდეგ გოგიტა და ქეთიც მოვიდნენ, ბიძაშვილები. მათაც ნაძალადევად უდარდელი და იმედიანი სახეები ჰქონდათ. ნაძალადევი ღიმილით შემოვიდა ექთანიც და პაციენტი ოპერაციისათვის მოამზადა.

12 საათზე უნდა დაწყებულიყო ოპერაცია. 1-ს15 წუთი აკლდა, როცა დაგვიძახეს. ჩავედით სამი სართულით დაბლა: წინ სოსო თამთა, გოგიტა, ქეთი, უკან – მე. საოპერაციოს კარებთან ცოტა ხნით შეჩერდა, მაგრამ არ გამოგვხედა. დაუმშვიდობებლად შევიდა…

. . .

დაიწყო ნერვიულობის წამები, წუთები, საათები… თუმცა ამჯერად რაც უფრო დიდი დრო გავიდოდა პასუხის გამოტანამდე, უკეთესი უნდა ყოფილიყო: მხოლოდ პაციენტის გაკვეთის შემდეგ გამოჩნდებოდა, ავთვისებიანი იყო თუ არა სიმსივნე, რამდენად სერიოზული იყო, რომელ სტადიაში და აზრი ჰქონდა თუ არა ოპერაციას. თუ ოპერაცია დიდხანს გასტანდა (ჩვენი ვარაუდით, ერთ საათზე მეტხანს), ე.ი. ქირურგმა ხელი მოჰკიდა ოპერაციას, ე.ი. იმედი არსებობს!

გახდა პირველი საათი, ორი საათი, სამი საათი… ორ საათზე მეტი გავიდა. ქეთი ლოცვებს კითხულობდა საოპერაციოსთან გამუდმებით, მე – ფსალმუნებს ხატებთან, თამთა – ხან ერთს და ხან მეორეს პირველ სართულზე მოწყობილ სამლოცველოში, გოგიტა – მეექვსე და მეცხრე სართულებს შორის მოძრაობდა, და ყველანი ერთად კი დაძაბულები ველოდებოდით პასუხს.

იმ ფაქტმა, რომ ოპერაცია გაიჭიმა, თითქოს ცოტათი მოგვიხსნა დაძაბულობა… ცოტათი მოვეშვით. უკვე გულში ვზეიმობდით კიდეც “გამარჯვებას”…

ოთხის წუთები: თამთა, ქეთი და გოგიტა საოპერაციოსთან არიან მეექვსე სართულზე, მე კი 915-ე პალატაში ვზივარ ფეხზე დგომისგან ცოტა დაღლილი მაგრამ თითქმის უკვე ბედნიერი… ბედნიერი, რადგან უკვე მჯერა, ჩემს მეგობარს სიმსივნეს ამოჰკვეთენ და ყველაფერი კარგად იქნება… მჯერა, რომ ის კიდევ დიდხანს იცოცხლებს, დიდხანს იქნება ჩენს გვერდით, მე კი გულდამშვიდებული და ვალმოხდილი წავალ საღამოს მეგობრებთან ერთად ტაო-კლარჯეთის 3-დღიან ექსკურსიაზე…

ალბათ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა არ იქნებოდა ისეთი მოულოდნელი, დაუჯერებელი და შოკისმომგვრელი, როგორიც თამთას არაბუნებრივი ღრიალის გაგონება იყო! თავი ავწიე და კარებში დავინახე თამთას შეშლილი სახე, ქეთის და გოგიტას კი სახეზე ფერი აღარ ედოთ… ცოტა ხანი ხმა ვერ ამოვიღე… აღარ მახსოვს, როგორ ვიკითხე, რა მოხდა, ან რა სიტყვებით მიპასუხეს, რომ სოსოს ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა, რომ სიმსივნე იმდენადაა მოდებული მთელ სხეულზე, იმდენად მსხვილი პარკუჭი ჰქონდა გაკეთებული, რომ ოპერაციას აზრი არ ჰქონდა და პაციენტს ხელი აღარ მოჰკიდეს… ხო – გაკვეთეს და გაკერეს ისევ!

… როგორც ჩანს, სახეზე ხელები ამიფარებია და ავზულუქუნდი ჩუმად. თამთას სად ეყო ამდენი ძალა არ ვიცი – ნინოს მიხედეთ, მგონი ჩემზე უარესადააო, ჩაილაპარაკა.

. . .

ალბათ ერთი-ორი საათი კიდევ გავიდა, როცა სოსოს ონკოლოგმა თამთა და გოგიტა თავის კაბინეტში შეიყვანა და ახალი ამბავი “ახარა”: პაციენტის ფილტვები აპარატზე იყო მიერთებული, რადგან სიმსივნით დასუსტებულმა ფილტვებმა ნარკოზიდან გამოსვლა და ამუშავება არ ისურვეს. სოსოს ცოცხლად კიდევ ერთხელ ხილვის შანსი 10%-მდე დავიდა. და თანაც ეს სასწაული თუ მოხდებოდა და თუ გადარჩებოდა, მხოლოდ 1 თვეღა იცოცხლებდა.

ძალიან მინდა, აქ ჩვენი ოთხივეს ემოციები გადმოვცე, მაგრამ სიტყვები უძლურია. ეს იყო ტკივილიანი, მწარე, მძიმე ძნელი საათები სულ-სულ ოდნავ, გულის კუთხეში მბჟუტავი იმედით… იმედით, რომ კიდევ ერთხელ მაინც ვნახავთ და გავიგებთ სამისთვის საყვარელი ნათესავის და ოთხივესთვის უახლოესი მეგობრის ხმას.

მე ის მოვახერხე, რომ ნიკას დავურეკე და ტაოს ტურის ორგანიზატორობა გადავაბარე (წინა დღეს გადავეცი წამომსვლელთა სია და ყველა დანარჩენი საჭირო ინფორმაცია – გული მიგრძნობდა, რომ წასვლას ვერ მოვახერხებდი) – ექსკურსიის ხალისი, თუნდაც 235 ლარი მქონოდა გადახდილი, ნამდვილად აღარ მქონდა. შემდეგ ტაოში წამსვლელ კიდევ რამოდენიმე მეგობარს დავურეკე და იოსების სახელზე სანთლების დანთება ვთხოვე.

. . .

საღამოს 9 საათამდე ადგილზე ვიყავი. სოსო ცოტათი გონზე მოვიდა, მაგრამ ფილტვები დამოუკიდებლად მაინც ვერ ფუნქციონირებდნენ. რეანიმაციაში შეშვება ძალიან მკაცრად “ისკლუჩიწელნო” ახლო ნათესავების ხდებოდა. ჩემს იქ ყოფნას აზრი აღარ ჰქონდა. სახლში წამოვედი. პირველის 8 წუთზე თამთას სმს მოვიდა: “Sosostan vikavi, vnaxe. egvidza. bevri vefere da vkocne.ro daminaxa ekimma kitxa gagexardao da titit gvanishna kio. cota momeshva gulze.”

მეც მომეშვა გულზე.

. . .

P. S.-ის მაგიერ: სოსოს ორგანიზმმა ოპერაციას მაინც გაუძლო და კიდევ 4 თვე იცოცხლა. ზუსტად ერთი წელი გავიდა ამ საშინელი დღის შემდეგ.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული, ძამი!


Responses

  1. “chemi chriloba ert celicadshi naxe,sul ar gamochndeba da tbilisshi rom chavalt,kvela ekims gavakvirvebt…”
    Sosos mocerili sms-isa. gadavxede axla 1clis cinandel suratebs da… nutu am kvelapers gavudzelit? neta 1 camit daabruna is dro…
    agarc maxsovs ra iko manamde… rogor vsuntkavdi mis gareshe an axla rogor vsuntkav mis gareshe… tumca… uplis nebaa kvelaperi. chemi sicocxlec rom grdzeldeba, mcare esoden…

  2. NATELSHI AMYOFOS SHENI SULI SHEMO SOSO…. KARGO MEGOBARO…. KETILO ADAMIANO ! ! !

  3. ცრემლები ვეღარ შევიკავე, მართლა დავითრგუნე და საშინლად ვგრძნობ თავს. რატომ უნდა ხდებოდეს ესეთი რამეები???

    გავკარი ამ ცხოვრებას

    ცრემლებს ვერ ვიკავებ

  4. vaimeee ra sashinelebaa😦
    kankalma amitanaaa😦
    natelshi amyopos

    • :*
      madloba

  5. mdzimea…. sashineli ram. ar xdebodes netav ar sheidzleba? ramdeni boroteba xdeba qveyanaze da is daishveba, ketili xalxi ki iqit midian😦


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: