Posted by: Author | May 22, 2009

MARIA RITA

325ესეც, ასე – უნივერსიტეტის 2 პრეზენტაცია ჩავამთავრე, ხვალ მესამეს წარმოვადგენთ. თეზისის წერის პარალელურად მარია რიტას ვუსმენ და მისი სასიამოვნო ტემბრის ფონზე მეცადინეობის მაგივრად ცეკვა მინდება🙂

მარია რიტას შემოქმედებას დაახლოებით ნახევარი წლის წინ გავეცანი და მას შემდეგ ჩემს ფლეილისტებში მუდმივად არის მისი რომელიმე (ან რამდენიმე ერთად) სიმღერა. იგი არანაკლებ ცნობილი ბრაზილიელი მომღერლის, ელის რეჯინას შვილია, თუმცა საკუთარი განუმეორებელი სტილი შექმნა ბოსა ნოვას ჯადოსნურ საზღვრებში. არა, მარტო ბოსა ნოვაც არ არის – ხან უფრო ჯაზურია, ხან უფრო სამბური (მაგალითად მისი 2007 წლის ალბომი “ჩემი სამბა”). მისი ალბომებიდან ჩემი favourite მაინც 2005 წლის “Segundo”ა. თუ ვინმეს საკონცერტო ვერსია დაგაინტერესებთ, კომენტი დატოვეთ და ავტვირთავ.

mariarita

მარია 1977 წლის 19 სექტემბერს დაიბადა სან პაულოში. რა გასაკვირია, რომ მუსიკალურ ოჯახში დაბადებული თვითონაც სიმღერას გაჰყვა. თუმცა პროფესიულად სცენაზე მხოლოდ 24 წლიდან დგას. გამოშვებული აქვს სამი ალბომი, რომლებიც დიდი ტირაჟებით იყიდება არა მხოლოდ ბრაზილიაში. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, როგორიცაა 2004 წლის ლათინური გრემი, როგორც საუკეთესო მომღერალს, საუკეთესო სიმღერის ავტორს და ასევე საუკეთესო ალბომისათვის. 2006 წელს ლათინური გრემი მოიპოვა სიმღერამ Caminho Das Águas-ც, მხოლოდ ამჯერად პრიზით დაჯილდოვდა სიმღერის ავტორი Rodrigo Maranhão:

ესეც ჩემი უსაყვარლესი სიმღერა ალბომიდან Segundo:

ერთსაც დავამატებ მარია რიტაზე – როდესაც მისი სიმღერების ან ინტერვიუების ვიდეო ჩანაწერებს უყურებ, სულ არ გჭირდება იცოდე პორტუგალიური ენა: მისი ბავშვური სიცილი და გულწრფელი მიმიკები სრულიად საკმარისია, რომ დადებით ემოციები გადმოგცეს.

მარია რიტას ოფიციალური საიტი: http://www.maria-rita.com/

ესეც youtube-ზე: http://www.youtube.com/mariaritaoficial

ეს კიდევ რამოდენიმე კარგი სიმღერის ხარისხიანი ჩანაწერები: casa pre-fabricada, Conta Outra და Mal Intento, Não deixa o samba morrer, A Minha Alma, Feliz

სასიამოვნო მოსმენას გისურვებთ!


Responses

  1. ისე უნდა ვაღიარო, რომ თუმცა ბოსანოვები დიდად არ მიყვარს, მაგრამ მარია რიტაზე საკმაოდ შევჯექი. განსაკუთრებით ეს სიმღერები მომწონს:
    Casa Pré-Fabricada
    Minha Alma (A Paz Que Eu Não Quero)
    Muito Pouco
    Conta Outra (Ao Vivo)
    P.S. მადლობა, რომ მარია რიტას შემოქმედება გამაცანი :kiss:


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: