Posted by: Author | May 21, 2009

არა, რა სვანი…

svani fisuniaყელი მტკივა ისე, რომ წყლის დალევაც მიჭირს, ხმამაღლა ვეღარ ვლაპარაკობ. თან რაღაც სევდიან ხასიათზე ვარ და ერთი სასაცილო (IMHO) ისტორიით გადავწყვიტე საკუთარი თავის გახალისება. ამბავი, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ გადამხდა და კიდევ უფრო მეტად მომანდომა მანქანის მართვის სწავლა, რათა საზოგადოებრივ ტრანსპორტს მაქსიმალურად ავარიდო თავი:

მაშ ასე, დღე (თარიღი აღარ მახსოვს) ცოტა უსიამოდ დაიწყო. უხასიათოვე ჭავჭავაძეზე ვჯდები 73 ნომერ მარშრუტკაში და მივდივარ რესპუბლიკურის მიმართულებით. ტრანსპორტში ასულმა პირველივე თავისუფალი ადგილი შევათვალიერე და ვიღაც თავჩარგულ შუახნის მამაკაცს გვერდით მივუჯექი, თან რადიო “სინდიკატზე” ჩემსავით მელანქოლიურ ჯაზუნებს ვუსმენ. ცოტა ხანში ჩემ გვერდით მჯდომმა მამაკაცმა თავი მაღლა ასწია. ისედაც ჩახუთული ჰაერი მაშინვე გაიჟღინთა ალკოჰოლის უსიამო სუნით. მაგრამ ამით მხოლოდ დაიწყო: ვუყურებ წინ გზას და ვხედავ როგორ შემოტრიალდა ეს არსება ჩემკენ მთელი ტანით, თან ადგილზე ცქმუტავს…

ჩემი რეაქცია: კატასავით ავიჯაგრე! ვიგრძენი, როგორ გაიღვიძა სვანურმა სისხლმა ჩემში. არ ვიცი, თქვენ როგორ, მაგრამ მე პირადად კარგად ვიყენებ მუსიკას საკუთარი განწყობის სამართავად. ხოდა ნაზ აკორდებზე აწყობილი ჯაზები Red Hot Chili Peppers-ით ჩავანაცვლე და საბრძოლო განწყობაზე მოვიმართე. გგონიათ, ამით დამთავრდა? არა! – ჩანთა გავხსენი და იქ არსებულ ქაოსში დავიწყე რაიმე ბასრი ან წვეტიანი ნივთის ძებნა. ყველაზე შესაფერი რაც ვიპოვნე, საწერი კალამი აღმოჩნდა. ამოვიღე ეს კალამი და მარჯვენა ხელში დავიჭირე, ოღონდ არა ისე, როგორც საწერ მოწყობილობას შეეფერება, არამედ საბრძოლო იარაღივით (არა, რა სვანი… :უსერ:). სახეზე კუშტი გამომეტყველება…

გაგრძელება: ზის ეს მამაჩემის ხნის არსება ჩემს გვერდით და პერიოდულად ჩემკენ იყურება (ცქუმტვას არ წყვეტს, მაგრამ ხელები ჯერ ისევ დიტანციაზე უჭირავს). რამდენჯერაც გამოიხედება, მეც იმდენჯერ ამ უწყინარ პასტას ხანჯალივით ვიღერებ. გამოიხედავს, მოვუღერებ. გამოიხედავს, მოვუღერებ… ეს კატა-თაგვობანა უცებ შეწყდა და მისი პირის მოძრაობაზე (რომელსაც კონვულსიური მოძრაობები და ჩემსკენ წამოწევა მოჰყვა) ვხვდები, რომ რაღაცას მეუბნება. სასწრაფოდ ვიხსნი ყურსასმენებს და გაბრაზებული ხმით ვეკითხები:

– რა გინდა?!

– ხელი მომეცი, უნდა გემბორო.

…ნუ, აქ გადმოსაცემად ძნელია აღვწერო, როგორი კომედიური სიტუაცია შეიქმნა. ზის გამტყვრალი ბიძა კაცი და მთელი მარშრუტკის გასაგონად გვერდით მჯდომ გოგონას (რომელიც შვილად ერგება) ხელზე კოცნას უპირებს!.. აი, აქ კი:

– აბა, ახლა დროზე გაწი ხელი, თორემ ამ პასტას ჩაგარტყავ!

………………………..

ახლაც სიცილით ვიგუდები, იმ სიტუაციის კომიკურობას რომ წარმოვიდგენ. რაც მთავარია, საკუთარ თავზე მეცინება ყველაზე მეტად – ალბათ უცხო თვალით რომ შემეხედა, ადგილზე გადავბჟირდებოდი. ჩემს წინ ერთი გოგონა იჯდა, რომელიც მთელ მარშრუტკაში ერთადერთი ხედავდა ჩემს ხელში მოღერებულ “იარაღს” და ძლივს იკავებდა თავს, რომ არ ეცინა.

P.S. მარშრუტკიდან ჩამოსვლამდე კიდევ ერთხელ დამჭირდა მუქარის განმეორება, შემდეგ კი ჩემს გაჩერებაზე (არანაირად წინასწარ და ნაჩქარევად) გავაჩერე და დინჯად (როგორც სვანებს შეგვეფერება) და “დასტოინად” ჩამოვედი.

P.P.S. პოსტის სახელის მოფიქრებისათვის მადლობას ვუხდი Chill_Out-ს, რომლისგანაც ასე ურცხვად მოვიპარე.


Responses

  1. ყოჩაღ. სწორად მოიქეცი და ზუსტად მასე უნდა მოქცეულიყავი. ვამაყობ შენით და მიხარია, რომ შენში ამ ევოლუციას ვხედავ. სულ რამდენიმე წლის წინათ შენ ამ სიტუაციაში ძალიან განერვიულდებოდი და ნერვიულობის გამო ალბათ საკადრის პასუხს ვერ მოიფიქრებდი.
    კიდევ ერთხელ ყოჩაღ.

  2. მალადეც შენ, ბევრი ამდენს ვერ მოახერხებდა. არ ვიცოდი ასეთი გულადი გოგო თუ იყავი :*

    • 😀
      აი, მაშინ გადავწყვიტე, რომ მანქანის მართვის მოწმობა აუცილებლად უნდა ამეღო😛

  3. ჩემს გვერდით და ჩემსკენ არ არის სწორი, სწორია ჩემ გვერდით და ჩემკენ… მგონი მექანიკურად შეგეშალა შე ჩემსავით სვანო…😀😛
    ნუ, ყოჩაღ რამდენად გითხრა არ ვიცი, მაგრამ არ მიყვარს სიმთვრალე და ვერ ვიტან, როცა ადამიანები ალკოჰოლის ზემოქმედებისაგან ყოველგვარ ადამიანურს კარგავენ და ცხოველებად იქცევიან…😛
    მთვლელები და ქართულად წერა, რომ არ გიყენია ტეხს…
    p.p.p.s. ჩემთანაც შემოიხედე….😛

    • ჩვასწორე🙂 დიდი მადლობა.
      მთვლელი უბრალოდ არ მაინტერესებს და ქართულად წერა როგორ დავაყენო, არ ვიცი😦

      • skype: hipersvani, dagexmarebi rogorc ki shevdzleb…😉

  4. sg yochag kargi gogo xar mara awistvis kalmis magivrad dana chaigde chantashi


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: