Posted by: Author | May 16, 2009

EVITA

ესეც ასე – მეცადინეობით ცოტა დავიღალე და გადავწყვიტე ჩემი ბლოგისთვის პირველი პოსტი მიმეძღვნა. თემა კი იმ მელოდიამ მიკარნახა, რომელსაც ვუსმენდი: “You Must Love Me” მიუზიკლიდან “ევიტა”.

მიუზიკლების დიდი მოყვარული ვარ შესაბამისად შევეცდები ჩემს აუდიოთეკაში არსებულ მიუზეკლებზე ინფორმაცია თანდათანობით მოგაწოდოთ. დავიწყოთ ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლით “ევიტა”

მცირეოდენი ექსკურსი:

Pattiluponeevita

“ევიტა” ვებერისა და ტიმ რაისის ნაყოფიერი თანამშრომლობის მორიგი შედეგია, რომელმაც დღის შუქი 1976 წელს იხილა. თავდაპირველად ჩაიწერა როგორც ალბომის ვერსია და წინა წარმატებული პროექტისაგან განსხვავებით (“იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი”) სასცენო შოუზე არ იყო გათვლილი. შოუს სახე უკვე 1978 წელს მიიღო, როდესაც ლონდონის “ვესტ ენდის” სცენაზე დაიდგა. ერთი წლის შემდეგ კი ბროდვეის სცენაზე ასრულებდა პატი ლუპონი ევა პერონის როლს.

ფილმი მოგვიანებით – 1996 წელს იქნა გადაღებული ალან პარკერის მიერ, მთავარ როლებში მადონასა და ანტონიო ბანდერასის მონაწილეობით. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იყო (პრინციპში, მიუზიკლები ვერასოდეს ხსნიდნენ საკასო რეკორდებს), თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით საკმაოდ ძლიერი ნამუშევარია.

საფუძვლები:

მიუზიკლს საფუძვლად დაედო რეალური ისტორია არგენტინის დიქტატორის ხუან პერონის მეორე მეუღლის – ევა პერონის (ქალიშვილობის გვარი დუარტე) შესახებ. ევა დუარტე ახალგაზრდა ჩავიდა ბუენოს აირესში, სადაც 24 წლის ასაკში, უკვე ცნობილმა მსახიობმა გაიცნო ხუან პერონი. მათი ქორწინება 2 წლის შემდეგ გაფორმდა და ამ პერიოდიდან გამოდის კიდეც ევა საზოგადოებრივ ასპარეზზე. ევა იმდენად აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწე გამოდგა, რომ რამდენადმე დაჩრდილა კიდეც მეუღლე. არგენტინელმა ხალხმა მას სიყვარულით ევიტა შეარქვა, როგორც იხსენიებენ დღემდე. ევა პერონი გარდაიცვალა 1952 წლის 26 ივლისს 33 წლის ასაკში.

შინაარსი:

მიუზიკლი ფაქტიურად დეტალების სიზუსტით იმეორებს ისტორიას, იწყება რა ევას ბავშვობით და მთავრდება არგენტინის გოდებით მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მუსიკალური პროლოგის დანიშნულებს ასრულებს მელოდია “Requiem for Evita” .

რეკომენდაციები:

1. Buenos Aires

2. Another Suitcase in Another Hall

3. I’d Be Surprisingly Good for You

4. Don’t Cry for Me Argentina

5. Waltz for Eva and Che

6. You Must Love Me

ლინქი აუდიო ვერსიაზე:

http://www.allshares.ge/download.php?id=9FE83D5212

მთავარ პარტიებს ასრულებენ მადონა და ანტონიო ბანდერასი. აუდიოტრეკები სრულად არის გამზადებული iPod-ისა და  iTunes-ის მომხმარებლებისათვის: დასათაურებელული და დანომრილია (ალბომის თანმიმდევრობით) თითოეული ტრეკი, მითითებულია კომპოზიტორი და ალბომის სახელწოდება, დადებული აქვს album cover-ები და ტექსტები.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

კატეგორიები

%d bloggers like this: