მარტივი რეცეპტები მარტოხელებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ მე თვითნ მარტო არ ვცხოვრობ, მარტივი რეცეპტები ხშირად მოსულან ჩემს საშველად უდროობისას. მარტივი რეცეპტით კერძის დამზადებას დროც ნაკლები სჭირდება და გამოუცდელი მზარეულისთვისაც ხელმისაწვდომია. რაც მთავარია, კერძის მომზადების სიმარტივე მის გემოზე არ აისახება.

page-img-spice-substitutions

მთავარი რჩევები:

მოიმარაგეთ რამდენიმე სახის სანელებელი – ქარი (curry), ორეგანო, შავი პილპილი, დაფქული წითელი წიწაკა და სხვა სუნელები თქვენი შეხედულებისამებრ, მაგალითად ბაზილიკი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, მუსკატი, დაფნის ფოთოლი, პიტნა, ყვითელი ყვავილი, ზაფრანა, მზა საკმაზი ქათმისათვის, ბოლონეზის სოუსის ფხვნილი, გატარებული ნივრის პასტა ან დაფქული ნიორი. სუნელს მარტივად შემწვარი ხორციც “თავის გემოზე” მიჰყავს და ეგეც თქვენ ერთი წყარო მრავალფეროვნებისთვის.

მოიმარაგეთ მზა სოუსები – კეტჩუპი, ბალზამირებული ძმარი (აკა ბალზამიკო, Balsamic vinegar, Balsamico), მაიონეზისა და არაჟნის საკმაზები, მდოგვი; თუ ცეზარის მოყვარული ხართ, კარდინის ან უორჩესტერული სოუსი, ხოლო თუ საქართველოში ხართ, აჯიკა და ტყემლის საწებელი. მზა სოუსები დროსაც დაგიზოგავთ და მზა კერძის გემოსაც გაამდიდრებს.

სახლში შეძლებისდაგვარად იქონიეთ (ან საჭიროებისამებრ შეიძინოთ): საფანელი (დაფქული ორცხობილა), ორთქლზე გატარებული ბრინჯი (parboiled rice – ხარშვის შედეგად რჩება ფანტია ზედმეტი ძალისხმევის გარეშე), გახეხილი მაგარი სორტის ყველი (მაგ. პარმეზანი), ხორბლის ფქვილი. სასმელებიდან, შეეცადეთ, მაცივარში იქონიოთ წითელი და თეთრი ღვინო (სასურველია, პატარა 200 მლ-იანი ბოთლებით), კონიაკი, ხოლო ტირამისუს მოყვარულებმა – ამარეტო. სხვა ხშირად გამოყენებადი პროდუქტებია: კარტოფილი, ხახვის ბოლქვები, მწვანე ხახვი, სტაფილო, სალათის ფურცლები, კიტრი, პომიდორი, კვერცხი, ნიორი, ზეთი, ძმარი, სოდა, კარაქი, მაკარონი, სიმინდის ფქვილი, მზა ფენოვანი ცომი, ნიგოზი, ბეკონი, რბილი ყველი, არაჟანი, ნაღები, მაიონეზი და, რა თქმა უნდა, ხორცი (ფრინველის, საქონლის, თევზი).

სამზარეულო აქსესუარებიდან, გარდა სტანდარტული ტაფა-ქვამი-ჯამ-ჭურჭელისა, მარჯვენა ხელის მოვალეობას გაგიწევთ “ჩოფერი”, რომელშიც დააბლენდერებთ საჭმელს, დაკეპავთ ხახვს, მწვანილს, დააქუცმაცებთ პურის გულს… ასევე სასურველია (თუ აუცილებელი არა) იქონიოთ საჭრელი დაფა, სახეხი, საწური (თუშფალანგი), საჭყლეტი, მინი-ქვასანაყი, ხის ან სილიკონის კოვზი (spatula), სამზარეულოს ელექტრო-სასწორი, ჩაქუჩი.

დანარჩენს პოსტებიდან შეიტყობთ. Bon Apetite! :)

გლინტვეინი. თინუსის სალათა

Responses

  1. მმმმმმ……..სამზარეულოოო… ^_^

    • გიყვარს მზარეულობა? :)

      • ძალიან. ჩემი ყველაზე დიდი გატაცება.
        მეუბნებიან, რომ გამომდის )))

      • ვაფასებ ადამიანებს მარჯვე ხელებით :)
        პ.ს. წერა ძალიან კარგად გამოგდის :)

  2. ორგზის მადლობა ^_^


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 44 other followers

%d bloggers like this: