
მოგესალმებით მეგობრებო და არამეგობრებო, ნაცნობებო და უცნობებო, მკითხველებო და მათვალიერებლებო!
გუშინ საღამოს მოულოდნელად გადავწყვიტე, მეც ავყოლოდი ინტერნეტის ედვანსდ იუზერთა ბოლო მოდას და შემექმნა საკუთარი ბლოგი. გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ მას ბუნებრივად მოჰყვა შეკითხვა: რაზე დავწერო?! და უცებ მომეჩვენა, რომ დრო გაიყინა… მომეჩვენა, რომ საწერ მასალად გამოსადეგი ჩემს ცხოვრებაში ბევრი არაფერი მოხდება… საბედნიეროდ ეს აზრი მაშინვე უკუვაგდე, როგორც კი ჩემმა დიდი ხნის უნახავმა, მოუკითხავმა და მონატრებულმა მეგობარმა ავსტრიიდან დამირეკა. გამიხარდა! თბილი ემოციების ნაკადი შემოიჭრა ნაცრისფერ ყოველდღიურობაში, რაღაცის შეცვლისა და საპნის ბუშტებთან ადევნების სურვილი დამიბრუნდა და გადავწყვიტე აღარ დამეყოვნებინა. რა გამოვა, ჯერ არ ვიცი. მთავარია ხალისი, დანარჩენი იქნება!
როგორც დღეს ფორუმში დავწერე: “მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც შეიძლება ფიზიკურად შორს არიან, მაგრამ მაინც არ ვავიწყდები და ვუხარივარ”
დავიწყე!
ფრიად ამაღელვებელია… მართლააა
By: invisible on December 10, 2009
at 12:47 pm
ოჰოოო.. კეთილი იყოს შენი მობრძანება ედვანსდ იუზერების სამყაროში
By: qristine on December 15, 2009
at 12:51 am
ვაი…
დიდი მადლობა
ხომ არ გიცნობ შემთხვევით?
By: Taboo on December 15, 2009
at 1:20 am
აბა ჰე, ზა როძინუ, ზა სლავუ!
By: Oroli on January 22, 2010
at 5:00 pm
თქვენი ვიდეოები გამომადგაა:)
By: Anonymous on April 17, 2010
at 1:24 am
მომწონს თქვენი გემოვნება
By: iri59 on April 17, 2010
at 1:25 am
taboo-s ecera sapuleze inicialebis dacera sheidzlebao, vinmem xom ar icis sad sheidzleba amis gaketeba?
By: Nona Nadiradze Nona Nadiradze on March 16, 2012
at 4:19 pm