Posted by: Author | February 7, 2010

მისალოცი ბარათები (თვითშემოქმედება)

იმდენად დატვირთული ახალი წელი მქონდა, რომ საკუთარი თავისათვის მიცემული პირობა ურცხვად გავტეხე: რამდენი თემის დაწერას ვაპირებდი საახალწლო სუფრის მორთვისა თუ ახალი წლის დღეების გატარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით… მაგრამ ჯერ იყო და უნივერსიტეტში პრეზენტაციები მომადგა კარს, შემდეგ კვვირას – გამოცდები, პარალელურად სამსახურში გარე მარეგულირებელი ორგანოს ორი აუდიტი დაგვადგა თავს და მათ მომთავრებული არ ჰგონდათ შემოწმება, რომ დაქირავებული გარე აუდიტორებიც შემოვიდნენ. ასეთი დატვირთული იანვარი ცხოვრებაში არ მქონია…

წუწუნით თავს აღარ შეგაწყენთ და ერთ-ერთ თემაში შეპირებისამებრ მოგიყვებით, თუ როგორ შეიძლება დავამზადოთ მისალოცი ბარათები საკუთარი ხელით.

დაგჭირდებათ: 1. ფერადი ქაღალდი (რაც სქელი, მით უკეთესი); 2. საღებავი (მე გამოვიყენე აკრილის ოქროსფერი საღებავი – ოქროსფერი და ვერცხლისფერი სადღესასწაულო განწყობას აძლიერებს); 3. ფუნჯი; 4. წინასწარ პრინტერზე ამობეჭდილი მისალოცი ტექსტები; 5. ფურცელი, კალამი და მაკრატელი ტრაფარეტების დასამზადებლად; 6. უთო ტრაფარეტების დასაუთოვებლად :) ; 7. სტეპლერი და ‘დირაკოლი’ სამსახურში გექნებათ (იმედია). წინააღმდეგ შემთხვევაში – წებო და ზემოხსენებული მაკრატელი.

ფერადი ქაღალდისგან გამოვჭრათ მისალოცის ჩარჩო. A4 ფორმატის ფურცლისაგან 4 ცალი გამოვჭერი

მისალოცის ტექსტები კი თითო თაბახზე 8 ცალი განთავსდა:

შემდეგი საკითხი – რა შეიძლება დავხატოთ მისალოც ბარათზე? საახალწლო ბარათს საახალწლო და საშობაო თემატიკა მოუხდება: ფიფქები, ნაძვი, ნაძვის ხის სათამაშო, ანგელოზი…

ფიფქების ტრაფარეტის შესაქმნელად ფურცელი უნდა გავკეცოთ 6 ნაწილად:

შემდეგ დავხატოთ და ამოვჭრათ სხვადასხვა ფორმები:

ნაძვის ხის ტრაფარეტის მისაღებდ ფურცელი ორად გავკეცოთ:

არ დაგავიწყდეთ მიღებული ტრაფარეტების დაუთოვება, რათა საღებავი კარგად დაიტანოთ ფერად ფურცელზე და გადაკეცვის ადგილებში არ გაიჟონოს:

ტრაფარეტებს ვადებთ წინასწარ გამოჭრილ ფერად ქაღალდზე )მეტი საიმედოობისათვის შეგვიძლია სკრეპებით მივამაგროთ) და ცარიელ ადგილებს ვღებავთ:

შედეგი ასე გამოიყურება:

ეს კი – საჩუქარზე ‘აცმული’ :) :

მისალოცი ბარათების თემა ამით ამოიწურა. და საახალწლო თემატიკაც რომ ამოვწურო, სამსახურში ჩემს კედელთან შექმნილ იმპროვიზირებულ ნაძვის ხესაც წარმოგიდგენთ – კიდევ ერთი მარტივი იდეა, როცა ნაძვის ხე არ გაქვს:

About these ads

Responses

  1. ძალიან სასარგებლო პოსტია და ძალიან ლამაზი მისალოცი ბარათები :)

    • დიდი… არა – უღრმესი მადლობა! :)
      :*

  2. ნაძვის ხეს თავზე ისარგაჭობილ გულს მიახატავ და სავალენტინო ბარათი გამოვა – და დროშიც ჩაჯდება.

    • მშვენიერი იდეაა :D
      თანაც, თუ მოგრჩება საახალწლო ნობათიდან რამდენიმე ერთეული, გაკეთებაზე დროს დაზოგავ :)

  3. ულამაზესი ბარათებია. და ბედნიერი ვარ, რომ ერთ-ერთი მათგანი მე მეკუთვნის. ტაბუ უღრმესი მადლობა შენი სითბოსა და ყურადღებისთვის. არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.. :*

  4. me var 10 wlis


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Categories

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 46 other followers

%d bloggers like this: