1924 წელი. არისტოკრატთა გულისმპყრობელი ჯერ ისევ კლასიკური მუსიკაა, ხოლო აფრიკული მოტივებზე შობილ ჯაზს მხოლოდ მეორეხარისხოვან კონცერტებზე ასრულებენ და ძირითდად საცეკვაო მოტივად აღიქმება. პოლ უაითმანი, ერთ-ერთი ასეთი ჯაზ-ბენდის ხელმძრვანელი, დაჟინებით ცდილობს ჯაზის სიმფონიებთან კომბინაციით “ქუჩის მუსიკა” მაღალ საზოგადოებამდე მიიტანოს.

პოლი რამოდენიმე კომპოზიტორს დაუკავშირდა და კომპოზიციები შეუკვეთა 24 თებერვალს დაგეგმილი კონცერტისათვის. კომპოზიტორებთან მას ერთადერთი მოთხოვნა გააჩნდა: მელოდია უნდა ყოფილიყო კლასიკური მუსიკისა და ჯაზის სინთეზი. კომპოზიტორთა შორის 27 წლის პერსპექტიული მუსიკოსი, ჯორჯ გერშვინი (ბავშვობის სახელი – იაკობ გერშოვიჩი) იყო, რომელსაც ვრცლად

/აიზეკ აზიმოვი/

– ორი სხვადასხვა სახეობაა, – თქვა კაპიტანმა გარმმა, თან ახლოდან ათვალიერებდა მათ ქვემოთ მდებარე პლანეტიდან ამოყვანილ არსებებს. მან თავისი ოპტიკური ორგანოები წინ წამოსწია, რათა ცქერისას მაქსიმალური სიმკვეთრისათვის მიეღწია. თავის ზემო ნაწილში განლაგებული სინათლის დიოდები სწრაფად ციმციმებდნენ.
უცხო პლანეტაზე, თანაც ჯაშუშურ კაფსულაში გატარებული მთელი თვის შემდეგ ბოტაქსი თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა. სინათლის ციმციმით კომუნიკაცია შინაურულ განწყობას უქმნიდა გალაქტიკის შორეულ მხარეში გადახვეწილს.
– განსხვავებული სახეობა კი არა, ერთი სახეობის ორი ფორმაა, – თავისას არ იშლიდა ის.
– შეუძლებელია, ისინი სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. მადლობა ყოფიერებას, გარეგნულად არც ისეთი ამაზრზენები არიან, როგორც სიცოცხლის სხვა ფორმები. გონივრული ზომები, ამოცნობადი ნაკვთები. თუმცაღა ფერადი ლაქები არ აქვთ. საუბარი თუ შეუძლიათ?
– დიახ, კაპიტანო გარმ, – ფრთხილად დაეტანხმა ბოტაქსი – დეტალები ჩემს ანგარიშში შეგიძლიათ იხილოთ. ეს არსებები ხმოვან ტალღებს წარმოქმნიან ხორხისა და პირის მეშვეობით, რაღაც რთული ხველების მსგავსს. მეც კი შევისწავლე ამის კეთება და უნდა ვაღიარო, საკმაოდ რთულია, – ბოტოქსის თვალებში სიამაყის ფერებმა გაიკიაფა. ვრცლად

პოსტის სათაურის დანახვაზე პირველი გრძნობა, ალბათ, გაოცება იქნება: რა შუაშია სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრთან ცნობილი ბაჭია. როგორც აღმოჩნდა, შუაშია. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალის რედაქტორს ასე ეგონა. დავიწყოთ თავიდან:

.     .     .

რა არის სამეცნიერო ფანტასტიკა? ეს გაცილებით მეტია, ვიდრე მეცნიერების პოტენციური მიღწევებით მომავლის დახატვის მცდელობა. იგი გაცილებით მეტია, ვიდრე ტექნიკის სფეროში მიღწევების საინტერესო და ხშირად საოცრად ზუსტი პროგნოზირება. ხარისხიანი სამეცნიერო ფანტასტიკა ახალ სამყაროებსა და გამოგონებებს იარაღად იყენებს უფრო მნიშვნელოვანის – ადამიანური მეტაფორფოზების გამოსახატავად.

ამიტომ მიყვარს ეს ჟანრი – ხანდახან მძიმეც კი, ყოველთვის (თითქმის) ადვილად კითხვადი და აუცილებლად საინტერესო.
ამ ჟანრზე საუბარისას წარმოუდგენელია უდიდესი ფანტასტი, აიზეკ აზიმოვი არ გაგახსენდეს. მაგრამ აზიმოვი მხოლოდ “დაფუძნება” და “რობოტიკის სამი კანონი” როდია – იგი წერდა გრძნობებზე, ადამიანებზე, წერდა ხშირად შეფარული ირონიით… დღეს მისი ბიოგრაფიის მოყოლას არ ვაპირებ, არამედ იმ საინტერესო გამოწვევაზე მინდა მოგითხროთ, რომლის წინაშეც ჟანრი 1960 წელს დადგა.

1960 წელს “ფლეიბოის” რედაქტორმა გადაწყვიტა, ჟურნალის კონტენტი გაემრავლაფეროვნებინა მასში სამეცნიერო ფანტასტიკის შემოტანით. თუმცა, ვინაიდან ჟანრი მეტისმეტი პურიტანულობით გამოირჩეოდა, ეროტიული ფანტასტიკა შემოიფარგლა შიშველი ქალების სექსით ლორწოვან უცხოპლანეტელებთან, რომლებიც დედამიწელებს ტანსაცმელს აუცილებლად ტანზევე ახევდნენ და ძალას ხმარობდნენ. რუბრიკა გამოვიდა სადისტური და სამეცნიერო ფანტასტიკისათვის – დისკრიმინაციული.

აზიმოვმა 1961 წელს გამოწვევა მიიღო და დაწერა სატირა სატირაზე პირვანდელი სახელწოდებით: “ფლეიბოი და ლორწოვანი ღერთები”. შემდგომში მოთხრობას სახელი შეუცვალა და “რა არის, სიყვარულს რომ უწოდებენ” უწოდა (What Is This Thing Called Love?). ჯანსაღი იუმორითა და მსუბუქი გროტესკით შეზავებულმა ფელეტონმა “ფლეიბოის” უნიჭო მცდელობას საკადრისი პასუხი გასცა, ჩვენ კი სიცილის კიდევ ერთი მიზეზი მოგვცა. წაიკითხეთ მომდევნო პოსტი და გაიხანგრძლივეთ სიცოცხლე, ღმერთმა შეგარგოთ!

.     .     .

პ.ს. პოსტის დაწერით მსურდა მხოლოდ ხაზი გამესვა იმისათვის, რომ სტიგ ლარსონის რომანის არმოწონება ჩემი “ზე-კონცეპტუალური და სნობური” გემოვნების შედეგი არ არის :)

ბ–ნო ბიძინა, ერთი ტიპური ქართული ოჯახის ტიპური წარმომადგენელი მოგმართავთ. ჩვენი ოჯახი, თქვენს პირველ წერილს, ჯანსაღი სკეპტიციზმით შევხვდით: შევხედოთ მის პარტიას, პოლიტიკურ გეგმებს, ხედვას და არჩევნების თარიღამდე მოვიფიქრებთ, დავუჭერთ თუ არა მხარს–თქო. განვითარებულმა მოვლენებმა 2 კვირის თავზე ჩვენ თქვენს მხურვალე მხარდამჭერებად გვაქცია.

ბ–ნო ბიძინა, უმადურობა ცუდი მეგობარია. თქვენ უბრალოდ ვალდებული ბრძანდებით, გამოხატოთ თქვენი მადლიერება. თქვენ უნდა გადაუხადოთ მადლობა:

– ქვეყნის პირველ პირს, რომელსაც ყველაზე მეტად ევალება კანონის დაცვა და რომელმაც კანონის სრული უგულებელყოფით საქართველოს მოქალაქეობა ჩამოგართვათ;
– ქართულ მედია საშუალებებს, ვინც დაკვეთილ სიუჟეტებში თქვენ “რუსეთუმედ” მოგიხსენიებთ. მეტიც, არ იზარებენ და მთელ გადაცემას (“პოსტ სკრიპტუმს” ვგულისხმობ. მალე, ალბათ, “სპეციალური რეპორტაჟიც” გაჰყვება მათ კვალს) გიძღვნიან;
– ჟურნალისტებს, რომლებმაც არ გააშუქეს თქვენს რეზიდენციაში 18 ქვეყნის ელჩის ვიზიტი. ხოლო “ქართუ ბანკის” საინკასაციო მანქანის დაკავების შესახებ სიუჟეტის კომენტირებისას ერთხელაც არ უხსენებიათ, რომ (ა) ეს იყო ინკასაცია, (ბ) ინკასაცია არის არა მხოლო ლეგალური, არამედ აუცილებელი პროცედურა ბანკის საქმიანობაში, (გ) ინკასაციის დროს ხორციელდება, დიახ, ნაღდი ფულის გადატანა და (დ) დიახ, დიდი ოდენობით;
– ექპერტად წოდებულ ბ–ნ სოსოს, რომელიც 18 ქვეყნის ელჩის თქვენს რეზიდენციაში სტუმრობას რიგით მოვლენად აფასებს და დიდ სიბრძნეს დასძენს: “ელჩები იმიტომ მივიდნენ ივანიშვილთან, რომ თავად ივანიშვილი არ მივიდა მათთან”–ო;
– სახელმწიფო დაცვის აპარატის ხელმძღვანელობას, ვინც თქვენი დაცვის წევრებს იარაღი ჩამოართვა;
– ქ–ნ ჩიორას, რომელიც ასე კარგად იცნობს კანონს და 90 დღეში დეპორტაციას გპირდებათ;
– იმ ჩინოვნიკებს, “ქართუ ბანკის” თანამშრომლებს რომ “ურჩევენ”, სამსახურში არ გამოცხადდნენ;
– სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს, ზვიად ბლიაძის ოჯახის წევრებს სამუშაოს დაკარგვით რომ ემუქრებიან, თუკი ზვიო პროექტ “დარდუბალაში” მიიღებს მონაწილეობას;
… რამოდენიმე დღე თუ კიდევ დავიცდით, მერწმუნეთ, კიდევ ბევრი გამოჩნდება მადლობის გადასახდელი მიზეზი.

გადაუხადეთ მადლობა, ბატონო ბიძინა: მათ თქვენ ელექტორატი გაგიმრავლეს!

პაოლო კოელიოს ჩემს მიერ წაკითხული ერთადერთი მოთხრობიდან მოყოლებული ცნება „ბესტსელერი“-ს მიმართ ისეთი „კრძალვა“ მაქვს, რამოდენიმე მეტრიანი დისტანციით შევყურებ ხოლმე. ასე დამემართა სტიგ ლარსონის ბესტსელერის – „გოგონა დრაკონის ტატუთი“-ს დანახვაზეც. წავიკითხე-რა ანოტაცია: მსოფლიო ბესტსელერია, ტროლოგია „მილენიუმი“-ს პირველი წიგნიო, – წიგნი დენნაკრავივით დავაბრუნე დახლზე.

ეროვნული ჟურნალისტიკის პანაშვიდზე მივდივარ, წამომყვებით?. ერთი ვერ გამირკვევია მხოლოდ, თუ ვის უნდა განვუცხადოთ სამძიმარი!

ჯერ ტენდენციურად გაშუქებული ინფორმაციით დაგვბომბეს, შემდეგ მძიმე არტილერია შემატეს გრამატიკული შეცდომების სახით. „რამდენიმე საქართველოს მოქალაქე“ ტიპის განცხადებებმა ბოლო რომ ვერ მოგვიღო, ქართულ ენას ისეთი რამ დამართეს, ცოლად უნდა მოეყვანათ ქვემეორე სტატიის დაწერის შემდეგ.

ვრცლად

სათაური ცოტა მყვირალაა, პოსტი კი მხოლოდ ჩემს სუბიეტურ მოსაზრებებს გამოხატავს. იმ 10 ფილმზე მინდა მოგითხოთ, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინეს. თანმიმდევრობა შემთხვევითია და ჩემს პრიორიტეტს არ გამოხატავს. ვრცლად

არ მიყვარს ბლოგზე პირადი ხასიათის პოსტების განთავსება, მაგრამ დღეს მე თვითონ დავარღვევ ჩემსავე დაუწერელ კანონებს.


ვრცლად

ეს ამბავი ერთ პატარა, პროვინციალურ ქალაქში მოხდა…
ივნისის ერთ მშვენიერ (ან არცთუ მშვენიერ) მზიან (ან შეიძლება მოღრუბლულ) დღეს პატარა ქალაქის მაცხოვრებლებმა ახალი ამბავი გაიგეს: ქალაქში გასტროლებზე შაპიტო ჩამოდიოდა. ყველაზე მეტად გასახარი კი ის იყო, რომ საცირკო წარმოდგენის გახსნის ქალაქს კაბარეს ცნობილი მოცეკვავე ქალბატონიც ეწვეოდა, პირველი დღის წარმოდგენაზე დასასწრებად.
პროვინციალური ქალაქის პროვინციალური მოქალაქენი აღაფრთოვანა ახალმა ამბავმა. დიდი თუ პატარა გამუდმებით მასზე საუბრობდა და მოუთმენლად ელოდა მოცეკვავის ჩამოსვლას.
ნანატრი დღისათვის სამზადისი რამოდენიმე დღით ადრე დაიწყო: შაპიტოს წინ წითელი ფარდაგი გაფინეს – არიქა, ჩვენს მოცეკვავეს მტვრიან გზაზე სიარულით ფეხი არ დაეღალოსო. პატარა ქალაქის პატარა ცენტრალური ქუჩაც გადაკეტეს – ჩვენს საპატიო სტუმარს ვინმემ მყუდროება არ დაურღვიოსო. ყველაზე ცნობილი ხაბაზები ქუდზე დაიბარეს – სტუმარს საღამოს გემრიელი პურ-მარილი უნდა გავუშალოთო.
ყველაფერზე თავად ქალაქის გამგებელმა იზრუნა: მოცეკვავეს პირადად დახვდა, პირადად მოატარა ქალაქის ძველი უბანი რამოდენიმე ქონგურებიანი სახლის სანახავად, ადგილობრივი კერძებითა და ხილით გაუმასპინძლა და ეს ჩვენი გმირი, რომელიც რა დასამალია და რელიგიასთან ცოტა მწყრალადაც იყო, ქალაქის მთავარი ტაძრის მღვდელსაც დაალოცინა.
დილიდანვე მობილიზებული იყო პატარა ქალაქის ორი პატარა გაზეთი: “სასოება” და “მაკონდო 2″. კორესპონდენტები დილიდან დაღამებამდე დეტალურად ინიშნავდნენ ქალბატონის ყოველ ნაბიჯს და დღის ბოლოს ტრადიციული 10 გვერდიანი გაზეთის ნაცვლად 60 გვერდიანი გამოცემა გამოაცხვეს.
მართალია, ქალბატონი პროვინციულ ქალაქს მხოლოდ იმიტომ ეწვია, რომ სტუმრად მეზობელ მეგაპოლისში (რომელთანაც პროვინციული ქალაქი ცოტა უბრადაც კი იყო) ბრძანდებოდა და გზად შაპიტოს მონახულება გადაწყვიტა, მაგრამ თავაზიანი და სტუმართმოყვარე კორესპონდენტები ამაზე სიტყვას როგორ დასძრავდნენ?! რაც მთავარია, ცნობილმა მოცეკვავემ პატივი დაგვდო, გვეწვია და ჩვენი მტრული მეზობელი რა სახსენებელიაო.
მოკლედ, ძვირფასო მკითხველებო, ახალი და განსაკუთრებული არაფერი – ყველაფერმა ზუსტად ისე ჩაიარა, როგორ პროვინციალურ ქალაქებში ხდება ხოლმე: ქალაქს ცნობილი, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ადამიანი ეწვია, რომელსაც არაჩვეულებრივი დახვედრა მოუწყვეს.

P.S. დღეს თბილისელები ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი გავხდით, ბლოგზე რომ არ მეხსენებინა, არ შეიძლებოდა: ჩვენს ქალაქს ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი შერონ სტოუნი ეწვია.

2010 წლის 18 თებერვალი იყო, როცა 2 წარუმატებელი ცდის შემდეგ კიდევ ერთხელ შევიძინე აფთიაქში მუყაოს პატარა ზოლი – ინდიკატორი. მას, არც მეტი და არც ნაკლები, შარდში ერთ–ერთი ჰორმონის აღმოჩენა ევალება. საღამომდე ვერ მოვთოკავდი საკუთარ ცნობისმოყვარეობას და ვრცლად

Older Posts »

Categories

Follow

Get every new post delivered to your Inbox.